⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.11.2022)
გაუქმებულია:

იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის უწყებათაშორისი კომიტეტის მუშაობის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 11.01.2016
ძალის დაკარგვა 15.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №398
სარეგისტრაციო კოდი 010200030.22.029.016334
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/01/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 825 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.01.2016 მიღება
15.11.2022 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის უწყებათაშორისი კომიტეტის მუშაობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №398 2016 წლის 11 იანვარი ქ. თბილისი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის უწყებათაშორისი კომიტეტის მუშაობის წესის დამტკიცების თაობაზე  „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №2721 განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საარსებო წყაროებზე  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის“ საფუძელზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საარსებო წყაროებზე  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის უწყებათაშორისი კომიტეტის თანდართული მუშაობის წესი. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი დანართი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საარსებო წყაროებზე  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის უწყებათაშორისი კომიტეტის მუშაობის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საარსებო წყაროებზე  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის უწყებათაშორისი კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი) არის საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის № 2721 განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში – სამოქმედო გეგმა) განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო. 2. კომიტეტი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით. 3. კომიტეტის მიზანია მართოს სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესი. კერძოდ, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების გზით ხელი შეუწყოს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. 4. კომიტეტი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და დემოკრატიულობის პრინციპებით. მუხლი 2🔗. კომიტეტის ფუნქციები და უფლებამოსილებები 1. კომიტეტის ფუნქციებია: ა) სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობა; ბ) სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულების საფუძველზე შექმნილი „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე, კონკრეტული და დროში გაწერილი გადაწყვეტილებების მიღება; გ) სამოქმედო გეგმის განხორციელების ღონისძიებების განხილვა და პრიორიტეტული მიმართულებების ჩამოყალიბება; დ) სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის მართვა და მონიტორინგი. 2. კომიტეტი უფლებამოსილია: ა) უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგი; ბ) საჭიროების შემთხვევაში, მოამზადოს წინადადებები სამოქმედო გეგმის ცვლილებებთან დაკავშირებით. გ) მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით. მუხლი 3🔗. კომიტეტის წევრების დანიშვნის წესი 1. კომიტეტი იქმნება 2018 წლის პირველ იანვრამდე ვადით. კომიტეტს ხელმძღვანელობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). კომიტეტის შემადგენლობაში ასევე შედიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს ფინანსთა, საქართველოს სოფლის მეურნეობის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი. 2. კომიტეტის სამდივნოს ფუნქციას ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“ (შემდგომში – სამდივნო). 3. კომიტეტის შემადგენლობა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. 4. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების  კოორდინაცია და შესაბამის მონაცემთა შეგროვება-განხორციელდება სამინისტროსა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სხვა სამინისტროების მიერ.  კომიტეტის მიერ სპეციფიკური საკითხების განსახილველად შესაძლოა მოწვეულ იქნენ სხვა უწყებების, ადმინისტრაციული ორგანოების ან ორგანიზაციების წარმომადგენლები. მუხლი 4🔗. კომიტეტის წევრების უფლებამოსილებები 1. კომიტეტის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას; ბ) ამტკიცებს კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს; გ) იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს. 2. კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისი არყოფნის შემთხვევაში. 3. სამდივნო: ა) უზრუნველყოფს კომიტეტის სხდომის გამართვის ორგანიზებას; ბ) პასუხისმგებელია კომიტეტის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომის მასალების შენახვისა და დაცვისათვის. 4. კომიტეტის წევრებს უფლება აქვთ: ა) წინასწარ გაეცნონ განსახილველ საკითხებს; ბ) მოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია განსახილველი საკითხების შესახებ, გამოთქვან აზრი და მიაწოდონ კომიტეტს თავისი წინადადებები. 5. კომიტეტის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ კომიტეტის სხდომებს და მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში. მუხლი 5🔗. კომიტეტის სხდომის გამართვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი 1. კომიტეტი თავის საქმიანობას ახორციელებს კომიტეტის სხდომების მეშვეობით. კომიტეტის სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის მიერ 6 თვეში ერთხელ მაინც. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია რიგგარეშე სხდომის ჩატარება. რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს. 2. კომიტეტის სხდომა იმართება წინასწარ შედგენილი დღის წესრიგის მიხედვით, რომელსაც ადგენს სამდივნო და უზრუნველყოფს მის მიწოდებას კომიტეტის წევრებისათვის კომიტეტის სხდომის გამართვამდე 3 დღით ადრე მაინც. 3. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 4. კომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს კომიტეტის სხდომებზე, ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში განხილულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას, გადამწყვეტია კომიტეტის სხდომის თავმ­ჯდომარის ხმა. 5. კომიტეტის გადაწყვეტილებები სათანადოდ აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს კომიტეტის თავმჯდომარე და მდივანი. სამდივნო პასუხისმგებელია კომიტეტის წევრებისათვის სხდომის ოქმის მიწოდებაზე. 6. საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა უწყებების, ადმინისტრაციული ორგანოების ან ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც არ შედიან კომიტეტის შემადგენლობაში. ამასთან, კომიტეტის წევრები და კომიტეტის შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით მოწვეული პირები კომიტეტის მუშაობაში უნდა მონაწილეობდნენ პირადად. მუხლი 6🔗. კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. მუხლი 7🔗. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი კომიტეტის მუშაობის წესში ცვლილებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.