„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №397 |
|
2016 წლის 11 იანვარი ქ. თბილისი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №255 ბრძანებით (ვებგვერდი, 23.02.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.029.016278) დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დებულების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. სამეთვალყურეო საბჭო ასევე ახორციელებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №2721 განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის“ განხორციელების საერთო კოორდინაციას.“; ბ) დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები 1. „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის“ (შემდგომში – სტრატეგია) და სამოქმედო გეგმის რეალიზების მიზნით: ა) საბჭოს ფუნქციებია: ა.ა) სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობა; ა.ბ) სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისათვის წინადადებებისა და დასკვნების მომზადება; ა.გ) სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების უწყებათაშორისი კოორდინაციის ხელშეწყობა; ა.დ) სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, მონაცემების, რჩევებისა და ექსპერტიზის საფუძველზე, კონკრეტული და დროში გაწერილი გადაწყვეტილებების მიღება; ა.ე) სამოქმედო გეგმის განხორციელების გეგმების განხილვა და პრიორიტეტული მიმართულებების ჩამოყალიბება; ა.ვ) სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის განხორციელების გეგმის დამტკიცება, დევნილთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით; ა.ზ) დევნილთა რეგისტრაციის მეთოდოლოგიის, სამუშაოს აღწერილობისა და მუშაობის განრიგის შემუშავება და დამტკიცება; ა.თ) მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში ცვლილებების შემუშავება და დამტკიცება; ა.ი) სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სპეციფიკურ საკითხებზე პროცედურებისა და პრინციპების შემუშავება და დამტკიცება. ბ) საბჭო უფლებამოსილია: ბ.ა) კონკრეტული საკითხების აქტუალობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები და დაავალოს მათ სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის სტანდარტების, კრიტერიუმებისა და სამართლებრივი საკითხების შემუშავება; ბ.ბ) უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილებებისა და შემუშავებული რეკომენდაციების მიწოდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის წევრებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისათვის; ბ.გ) საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები სამოქმედო გეგმის ცვლილებებთან დაკავშირებით; ბ.დ) მოიწვიოს სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები სპეციფიკური საკითხების განსახილველად. 2. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №2721 განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის“ განხორციელების საერთო კოორდინაციის ფარგლებში, სამეთვალყურეო საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს და წარუდგენს ამ პუნქტით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის საფუძველზე შექმნილ უწყებათაშორის კომიტეტს.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|