სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
| სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლა | LEPL – Chokhatauri Municipality Village Nabeghlavi Public School
| ||||
Mmis: Coxatauris municipaliteti, სოფელი ნაბეღლავი
tel: 577 624937 28/12/2015
სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს
თავმჯდომარეს ბატონ: გიორგი პატარიძეს !
წარმოგიდგენთ სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 49-ემუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის „ინფორმაციის თავისუფლების“ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიშს:
ა) სკოლაში სულ 1 მოთხოვნა შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.
ბ) დაკმაყოფილდა 1 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.
დ) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელი არ დადებულა.
ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.
ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სკოლის მიერ ინფორმაციის დამუ შ ავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.
ამასთან სკოლის 2015 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:
| ანგარიში | რაოდენობა |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე | 1 |
| საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება | 0 |
| საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე | 0 |
| საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შეახებ | 0 |
| დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან,აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ |
0 |
პატივისცემით,
გურიის საგანმანათლებლო რესურსცენტრი/დაბა
ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი/
საჯარო სკოლები/სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის
სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლა
დირექტორი
ნანა ცინცაძე