„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2016 წლის 8 იანვარი ქ. გორი |
„მუხლი 15. თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულები
1. თვითმმართველ ერთეულში შემავალი დასახლებების მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით იქმნება თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულები.
2. გორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულებია:
ა) ბერბუკის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბერბუკი, რეხა, სვენეთი, თორტიზა, ხელთუბანი);
ბ) კარალეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: კარალეთი, დიდი გარეჯვარი, პატარა გარეჯვარი, სათბურის დასახლება);
გ) შავშვების ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ქვემო შავშვები, შავშვები, ნაწრეტი, წითელუბანი, ნადარბაზევი, ხურვალეთი);
დ) მეჯვრისხევის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მეჯვრისხევი, ზერტი, კვარხეთი, ფაბრიკის დასახლება);
ე) მერეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მერეთი, კარბი, ქერე, კოშკა, გუგუტიაანთკარი, ზარდიაანთკარი);
ვ) სკრის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სკრა, ახალხიზა, რიეთი, დიდი გორიჯვარი, პატარა გორიჯვარი, კოშკები);
ზ) ტირძნისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ტირძნისი, მეღვრეკისი, ერგნეთი, თერგვისი, ბროწლეთი);
თ) დიცის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: დიცი, ქორდი, არბო);
ი) ტინისხიდის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია სოფლები: ტინისხიდი, ორთაშენი, თედოწმინდა);
კ) ვარიანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ვარიანი, ახალდაბა, საქაშეთი, არაშენდა, ვარიანის მეურნეობა);
ლ) ქვახვრელის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ქვახვრელი, უფლისციხე, ველები);
მ) შინდისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: შინდისი, ფხვენისი, ყელქცეული, ქვემო ხვითი);
ნ) ძევერის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ძევერა, ქიწნისი სათემო, შერთული);
ო) ზეღდულეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზეღდულეთი, ბერშუეთი, კირბალი, ზემო სობისი, ქვემო სობისი, ქვემო ახალსოფელი, ახალშენი);
პ) ახალუბნის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ახალუბანი, ქვეში, ახრისი, აძვი, მუმლაანთკარი, ჯარიაშენი, ციცაგიაანთკარი, ქვემო არცევი);
ჟ) ატენის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ატენი, წედისი, ბნავისი, ოლოზი, ღვარები, ხანდისი, იკვნევი, ზემო ქსოვრისი);
რ) ნიქოზის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ქვემო ნიქოზი, ზემო ნიქოზი, ზემო ხვითი);
ს) მღებრიანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მღებრიანი, პატარა წერეთი, დიდი წერეთი, ჭანჭახა, ოქიანი, დიდი ჭვარები, პატარა ჭვარები, პიტნარა, ბორცვანა, ტამი, სახორცე);
ტ) ბოშურის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ქვემო ბოშური, ზემო ბოშური, ბიისი, ბობნევი, ტუსრევი, ყველაანთუბანი, გაგლოაანთუბანი, ლევიტანა, ორმოცი, თხინალა, იფნარა);
უ) საყავრის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: საყავრე, ფიცესი, ლული, გულხანდისი, დიდთავი, წითელი წყარო, ნადარბაზი, ზემო ახალსოფელი, ფელი);
ფ) ტყვიავის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ტყვიავი, ფლავი, ფლავისმანი, მარანა);
ქ) ხიდისთავის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: ხიდისთავი);
3. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში უფლებამოსილებას ახორციელებს გამგებლის მიერ დანიშნული წარმომადგენელი.“.
|