სსიპ ნინოწმინდის მუნციპალიტეტის სოფელ ეშტიის №1 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ - ნინოწმინდის მუნციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა / არ გაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ სსიპ - ნინოწმინდის მუნციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიშს:
ა. სკოლაში სულ 12 მოთხოვნა შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე სკოლასი მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.
ბ. დაკმაყოფილდა თორმეტი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არც ერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
გ. საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების დამუშავების შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.
დ. 2015 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთან მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხუსმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.
ე. სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს. შეესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონდებლო აქტები.
ვ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის ზ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სკოლის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწვეტილება არ მიღებულა. აქედან გამოდინარე , არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.
ამასთან , სკოლის 2015 წლის წლიურ ანგარშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით
| ანგარიში | რაოდენობა |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე | 12 |
| საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება | 0 |
| საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| პერსონალური მონაცემების შეგროვების,დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე
| 0 |
| საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ
| 0
|
| დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან,აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების,მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ
| 0 |
სსიპ - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო
სკოლის დირექტორი ბერნიკ ჰოვსეფიან