ამნისტიის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

ამნისტიის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

    მუხლი 1.

გათავისუფლდნენ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების დროისათვის მსჯავრდებულნი არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე, 811 მუხლებით, 261-ე მუხლის „ა“ და „გ“ პუნქტებით, 262-ე მუხლის „ა“ და „გ“ პუნქტებით, 263-ე მუხლის „ა“ და „გ“ პუნქტებით და ადრე არ ყოფილან მსჯავრდებულნი აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული ქმედობის ჩადენისათვის.

გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისაგან ის პირები, რომელთა მიმართ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამო საქმეები განხილულია, მაგრამ განაჩენი კანონიერ ძალაში არ არის შესული.

    მუხლი 2.

შეწყდეს ყველა საგამოძიებო საქმის წარმოება და სასამართლოში განუხილველი საქმეები პირველი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამო, რომლებიც ჩადენილია ამ კანონის ამოქმედებამდე.

პირველი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩამდენ პირებს, რომლებიც თავს არიდებენ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების ორგანოებში და სასამართლოში გამოცხადებას, ამნისტია შეეხებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამნისტიის ამოქმედებამდე ან მისი შესრულების პერიოდში ნებაყოფლობით გამოცხადდებიან შესაბამის ორგანოებში და ჩადენილი არ აქვთ სხვა დანაშაული.

    მუხლი 3.

ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებულ პირთ ნასამართლობა მოეხსნებათ კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 4.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და შესრულდეს სამი თვის განმავლობაში.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 18 სექტემბერი.

№380–Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ამნისტიის შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „ამნისტიის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
რამდენი მუხლისგან შედგება „ამნისტიის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ამნისტიის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „ამნისტიის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31540/