⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.11.2022)
გაუქმებულია:

იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობის შესაბამისი ყალბი დოკუმენტის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან ან გამოყენებასთან, იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასთან, გადამალვასთან, განადგურებასთან ან დაზიანებასთან დაკავშირებულ ფაქტებზე ამნისტიის მოთხოვნით განცხადების წარდგენისა და განხილვის, აგრეთვე საგამოძიებო ორგანოსათვის საქმის განსახილველად გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.01.2016
ძალის დაკარგვა 15.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №492
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016338
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/01/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 886 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.01.2016 მიღება
15.11.2022 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობის შესაბამისი ყალბი დოკუმენტის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან ან გამოყენებასთან, იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასთან, გადამალვასთან, განადგურებასთან ან დაზიანებასთან დაკავშირებულ ფაქტებზე ამნისტიის მოთხოვნით განცხადების წარდგენისა და განხილვის, აგრეთვე საგამოძიებო ორგანოსათვის საქმის განსახილველად გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №492 2016 წლის 13 იანვარი ქ. თბილისი იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობის შესაბამისი ყალბი დოკუმენტის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან ან გამოყენებასთან, იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასთან, გადამალვასთან, განადგურებასთან ან დაზიანებასთან დაკავშირებულ ფაქტებზე ამნისტიის მოთხოვნით განცხადების წარდგენისა და განხილვის, აგრეთვე საგამოძიებო ორგანოსათვის საქმის განსახილველად გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2015 წლის 24 დეკემბრის კანონის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს „იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობის შესაბამისი ყალბი დოკუმენტის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან ან გამოყენებასთან, იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასთან, გადამალვასთან, განადგურებასთან ან დაზიანებასთან დაკავშირებულ ფაქტებზე ამნისტიის მოთხოვნით განცხადების წარდგენისა და განხილვის, აგრეთვე საგამოძიებო ორგანოსათვის საქმის განსახილველად გადაგზავნის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად. 2. დამტკიცდეს „ამნისტიის მოთხოვნის შესახებ“ განცხადების ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი დანართი №1 იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობის შესაბამისი ყალბი დოკუმენტის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან ან გამოყენებასთან, იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასთან, გადამალვასთან, განადგურებასთან ან დაზიანებასთან დაკავშირებულ ფაქტებზე ამნისტიის მოთხოვნით განცხადების წარდგენისა და განხილვის, აგრეთვე საგამოძიებო ორგანოსათვის საქმის განსახილველად გადაგზავნის წესი მუხლი 1🔗. განცხადების წარდგენა 1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, თუ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შედეგად პირი ფლობს იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის ყალბ მოწმობას,  ამნისტიის მოთხოვნის შესახებ დადგენილი ფორმის განცხადება (დანართი №2) პირის მიერ წარედგინება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), მისი კომპეტენციის ფარგლებში. 2. განცხადებას უნდა დაერთოს გაყალბებული/არასწორი მონაცემის შემცველი დოკუმენტი – დევნილის მოწმობა, თუ პირი ფლობს აღნიშნულ დოკუმენტს. თუ პირს დაკარგული აქვს გაყალბებული/არასწორი მონაცემის შემცველი დოკუმენტი, სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში კეთდება აღნიშვნა დოკუმენტის დაკარგვის თაობაზე. მუხლი 2🔗. განცხადების მიღება სამინისტრო უზრუნველყოფს განცხადების მიღებას და დადგენილი წესით რეგისტრაციას, რომელიც არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა შესასრულებლად გადაეცემა დევნილთა საკითხების დეპარტამენტს (შემდგომში – დეპარტამენტი). მუხლი 3🔗. განცხადების განხილვა 1. დეპარტამენტი ვალდებულია შეისწავლოს არსებული მასალები და დაადგინოს საიდენტიფიკაციო მონაცემების პირველადი გაყალბების ან დოკუმენტებში არასწორი მონაცემის შეტანის დრო. 2. ამნისტიის მოთხოვნით განცხადების განხილვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს. მუხლი 4🔗. გადაწყვეტილების მიღება 1. განცხადების განხილვის შედეგად პირის ნამდვილი მონაცემების დადგენის შემთხვევაში, დეპარტამენტი ადგენს დასკვნას სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში გაყალბებული/არასწორი მონაცემების შესწორების შესახებ, ხოლო მონაცემების დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – მონაცემების შესწორებაზე უარის თქმის შესახებ.  2. პირის ნამდვილი მონაცემების დადგენის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე, სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გასცემს დევნილის ახალ მოწმობას ან პირს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ჩამოერთმევა დევნილის სტატუსი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 3. თუ პირის სახელზე შედგენილ (გაცემულ) დოკუმენტებში აღმოჩენილი არასწორი მონაცემების არსებობა გამოწვეულია მექანიკური შეცდომით, არასწორი მონაცემების გასწორება სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში და ახალი დოკუმენტის გაცემა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. 4. ამ მუხლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება აისახება დევნილთა მონაცემთა ბაზაში, რაც ეცნობება განმცხადებელს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 5🔗. გაყალბების/არასწორი მონაცემის შეტანის ფაქტის გამოვლენა უფლებამოსილი პირის მიმართვის გარეშე 1. თუ სამინისტროსათვის შესაბამისი პირის მომართვის გარეშე ცნობილი გახდება კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, დეპარტამენტის უფროსი ვალდებულია წერილობით აცნობოს გაყალბებული/არასწორი მონაცემების შემცველი დოკუმენტის მფლობელ პირს აღნიშნული ფაქტის გამოვლენისა და კანონის მოქმედების გავრცელების პირობების შესახებ. 2. სამინისტროში ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს მოპოვებული მასალების როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით შენახვა (დაარქივება). აღნიშნული მასალები 2017 წლის 31 დეკემბრის შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა საგამოძიებო ორგანოებს, თუ ამ ვადის გასვლამდე პირი არ მიმართავს სამინისტროს ამნისტიის მოთხოვნის შესახებ განცხადებით. მუხლი 6🔗. ამნისტიას დაქვემდებარებულ პირთა შესახებ ინფორმაციის გადაგზავნა 1. დეპარტამენტი ვალდებულია არაუგვიანეს ყოველი თვის 5 რიცხვისა, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინოს იმ პირთა სახელობითი სია, რომლებმაც კანონის საფუძველზე მიმართეს სამინისტროს ამნისტიის მოთხოვნის შესახებ განცხადებით. სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილ სიას თან უნდა დაერთოს შესაბამისი განცხადებების ასლები. 2. ამ წესის შესაბამისად, სამინისტროს მიერ პირის განცხადების განხილვის შედეგად, თუ გამოვლინდა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის, სხვა სამგზავრო დოკუმენტის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) კომპეტენციის ფარგლებში გასაცემი სხვა ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების ფაქტი, სამინისტრო პირის შესახებ შესაბამის ინფორმაციას აწვდის სააგენტოს. 3. თუ სამინისტროს აქვს კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, პირის ნებაყოფლობითი მიმართვის გარეშეც, იგი ვალდებულია ეს ინფორმაცია გაუგზავნოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. დანართი №2 ––––––––––––––––––––––––––––––––                    –––––––––––––––––––––––––––––––– (დაწესებულების დასახელება) -----------------------------------------------  (განმცხადებლის სახელი და გვარი) მისამართი:--------------------- ------------------------------------ ტელეფონი:----------------------- გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გაცნობებთ, რომ ჩემს/ჩემი ახლო ნათესავის --------------- სახელზე გაცემულ (შედგენილ) დევნილის მოწმობაში შეტანილია ყალბი/არასაწორი მონაცემები. კერძოდ, _______________________________________________________________________ (მიუთითეთ, რა  ყალბი მონაცემები ფიქსირდება, რაში მდგომარეობს მათი სიყალბე, ასევე თქვენთვის ცნობილი ინფორმაცია – როდის იქნა დაშვებული და რამ განაპირობა აღნიშნული დარღვევა) ვეთანხმები 2015 წლის 24 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირობებს, თანახმა ვარ, შემეხოს ამნისტია და არ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ჩემს მიმართ. გთხოვთ, შეიტანოთ შესაბამისი ცვლილებები სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში და მომცეთ დევნილის მოწმობა კანონიერი (ნამდვილი) მონაცემებით, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.                                                                                                                                                                                                                               დანართი: ------------- -----------------------------------  განმცხადებლის ხელმოწერა .