სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლის 201 5 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ,,ინფორმაციის თავისუფლების“ თავით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის მე-3 თავით დადგენილ მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არ გაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ სსიპ –თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლის 201 5 წლის ანგარიშს:
ა) სსიპ – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლაში არ შემოსულა წერილი საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე, საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე, სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.
ბ) შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება.
გ) საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა,პერსონალური მონაცემების სხვისთვის გაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა;
დ) 201 5 წლის საანგარიშო პერიოდში სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირზე შესაბამისი დისციპლინარული სახდელი არ დადებულა.
ე) სსიპ – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლას ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები;
ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის ,,ზ“ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ , რომ სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.
ამასთან, სკოლის 2015 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით
| ანგარიში | რაოდენობა |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე | 0 (ნული) |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე | 0 (ნული) |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილებული | 0 (ნული) |
| გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული | 0 (ნული) |
| მოთხოვნა საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე | 0 (ნული) |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე | 0 (ნული) |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე | 0 (ნული) |
| ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ | 0 (ნული) |
| ინფორმაცია დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ | 0 (ნული) |
წინწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი ნ. ნიჟარაძე