საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართვლოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების ყოველთვიური თანამდებობრივი განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე – 700 ლარი;

ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი – 630 ლარი;

გ) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი – 595 ლარი.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1974 - სსმ I, №19(26), 04.06.1999წ., მუხ.76

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამ კანონით განსაზღვრული თანამდებობრივი განაკვეთებით გათვალისწინებული ანაზღაურება  მოხდეს 1996 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 20 სექტემბერი.

№404Iს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1974 - სსმ I, №19(26), 04.06.1999წ., მუხ.76

2. საქართველოს 2004 წლის 21 დეკემბრის კანონი №680 - სსმ I, №2, 10.01.2005 წ., მუხ.6

3. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2484 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.423

4. ძალადაკარგულია - საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2485 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.424