სსიპ- საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად და ამ კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნილების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის /არგაცემის/ სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ, სსიპ – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიშს:
ა) სსიპ – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლის 2015 წლის განმავლობაში არ შემოსულა მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე. სსიპ – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.
ბ) საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე არ შემოსულა.
გ) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში სსიპ - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.
დ) სსიპ-საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლას ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის ,,ზ" პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სსიპ- საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. შესაბამისად არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.
იმერეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი/ქალაქ
საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრი/საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ
სპეთის საჯარო სკოლა დირექტორი ბონდო ხვედელიძე