სს „ელმავალმშენებლის“ აქციების 87%-ის მფლობელის შპს „ლოკო ტრანს ჰოლდინგის“ გადაწყვეტილება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს „ელმავალმშენებლის” აქციონერებს გაცნობებთ, რომ კომპანია შპს ლოკო ტრანს ჰოლდინგის (LOKO TRANS HOLDINGS LTD) (შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია რეგისტრირებული ნიდერლანდების კანონმდებლობის შესაბამისად, სარეგისტრაციო ნომრით 34362504, მის.: ორლიპლეინის 10, სართ 24, 1043DP, ამსტერდამი)ერთადერთმა აქციონერმა განიხილა შემდეგი საკითხები:
1. კომპანია შპს ლოკო ტრანს ჰოლდინგის (LOKO TRANS HOLDINHS B.V) (კომპანია, რეგისტრირებული ნიდერლანდების კანონმდებლობის შესაბამისად, სავაჭრო სარეგისტრაციო ნომერი №34362504) მომავალი ლიკვიდაციის გამო, სს „ელმავალმშენებლის” (კომპანია, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო ნომერი №200002068) აქციების 87%-ის (44 118 535 ჩვეულებრივი აქცია, თითოეული აქციის ნომინალური ღირებულება 1 ლარი) უსასყიდლოდ გადაცემა ერთადერთ აქციონერ – შპს ლოკო ტრანს კომპანიზე” (LOKO TRANS COMPANY LTD) (კომპანია, რეგისტრირებული მალტის კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციის ნომრით C 46598, მის.: 5 პიაცა ტიგნე, ტიგნე ფოინთ, ტპ 01 სლიემა, მალტა).
2. 2014 წლის წმინდა მოგების განკარგვის უფლება.
საკითხების განხილვის შედეგად მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
1. კომპანია შპს ლოკო ტრანს ჰოლდინგის (LOKO TRANS HOLDINGS B.V) (კომპანია, რეგისტრირებული ნიდერლანდების კანონმდებლობის შესაბამისად, სავაჭრო სარეგისტრაციო ნომერი №34362504) მომავალი ლიკვიდაციის გამო, ერთადერთ აქციონერს – შპს ლოკო ტრანს კომპანის” (LOKO TRANS COMPANY LTD) (კომპანია, რეგისტრირებული მალტის კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციის ნომრით C 46598, მის.: 5 პიაცა ტიგნე, ტიგნე ფოინთ, ტპ 01 სლიემა, მალტა) უსასყიდლოდ გადაეცეს სს „ელმავალმშენებლის” (კომპანია, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო ნომერი №200002068) აქციების 87% (44 118 535 ჩვეულებრივი აქცია, თითოეული აქციის ნომინალური ღირებულება 1 ლარი).
სს „ელმავალმშენებლის” (კომპანია, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო ნომერი №200002068) აქციების 87% (44 118 535 ჩვეულებრივი აქცია, თითოეული აქციის ნომინალური ღირებულება 1 ლარი) უსასყიდლოდ გადაცემა ძალაში შედის დამოუკიდებელი რეგისტრატორის შპს „ეროვნული რეესტრის” (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომპანია, საიდენტიფიკაციო კოდით 204409906) მიერ რეგისტრაციისა და შესაბამისი ჩანაწერის განხორციელების მომენტიდან.
უფლებამოსილ წარმომადგენელს გაცემული მინდობილობის თანახმად გადაეცეს წინამდებარე დადგენილების სრული და შესაბამისი შესრულების უფლება.
2. შპს ლოკო ტრანს კომპანი (LOKO TRANS COMPANY LTD) (კომპანია, რეგისტრირებული მალტის კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციის ნომრით C 46598, მის.: 5 პიაცა ტიგნე, ტიგნე ფოინთ, ტპ 01 სლიემა, მალტა) იძენს აქციონერის ყველა უფლებას, მათ შორის უფლებას განკარგოს სს „ელმავალმშენებლის” (კომპანია, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო ნომერი №200002068) საქმიანობიდან მიღებული წმინდა მოგება, 31.12.2014 წლის მონაცემებით სს „ელმავალმშენებლის” ანგარიშზე ფიქსირებული 8 494 334 ლარის ოდენობით.
სს „ელმავალმშენებლის“ გენერალური დირექტორი გ. ბოიარსკიხი