„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
010240010.32.061.016169
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/01/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №1

2016 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №4 დადგენილებაში (სსმ, 27/01/2012, 010240010.32.061.016021) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11

წარმომადგენლობის შემადგენლობაში შედის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: 

ა) წარმომადგენლობის აპარატი;

ბ) წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა სამსახური;

ბ.ა) წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პირველადი რეგისტრაციის განყოფილება;

გ) წარმომადგენლობის პრესასთან, საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური;

დ) წარმომადგენლობის რეგიონალური მართვის სამსახური;

ე) წარმომადგენლობის წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;

ვ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე სანიტარიის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მონიტორინგისა და რეაგირების სამსახური;

ვ.ა) ვეტერინარიის განყოფილება;

ვ.ბ) მცენარეთა დაცვის განყოფილება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა“ ქვეპუნქტი:

„ა) წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა სამსახური, მითითებული ამოცანებისა და უფლებამოსილებების გარდა, მასში სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შემავალი პირველადი რეგისტრაციის განყოფილების მეშვეობით უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილის სტატუსის მაძიებელი პირი), მათ შორის ახალშობილთა, პირველად რეგისტრაციაში გატარებას და მათთვის დევნილის სტატუსის მინიჭების ხელშეწყობას.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ოკუპირებულ ტერიტორიაზე სანიტარიის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მონიტორინგისა და რეაგირების სამსახური უზრუნველყოფს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგური მდგომარეობის შესწავლას, ვეტერინარულ-ინვაზიურ და სხვა სახის დაავადებათა მედიკამენტოზურ მკურნალობას, საშიშ ინფექციურ დაავადებათა და საკარანტინო მავნებელთა გამოვლენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში შემავალ შესაბამის დარგობრივ სტრუქტურებთან კოორდინირებულად და აწვდის მათ ინფორმაციას პრაქტიკული და კანონმდებლობით გათვალისწინებული აღმკვეთი ღონისძიებების ჩასატარებლად“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ოკუპირებულ ტერიტორიაზე სანიტარიის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მონიტორინგისა და რეაგირების სამსახური, ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული ამოცანებისა და უფლებამოსილებების გარდა, მასში სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შემავალი განყოფილებების მეშვეობით უზრუნველყოფს:

ა) ვეტერინარიის განყოფილება – უზრუნველყოფს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესწავლას, ვეტერინალურ-ინვაზიური და სხვა სახის დაავადებათა მედიკამენტოზურ მკურნალობას;

ბ) მცენარეთა დაცვის განყოფილება – უზრუნველყოფს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკარანტინო მავნებელთა გამოვლენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში შემავალ შესაბამის დარგობრივ სტრუქტურებთან კოორდინირებულად და აწვდის მათ ინფორმაციას პრაქტიკული და კანონმდებლობით გათვალისწინებული აღმკვეთი ღონისძიებების ჩასატარებლად.“.   

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის  თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                         ვახტანგ ყოლბაია