სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიშს „საქართველოს ზოგადი ადმონისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის „ინფორმაციის თავისუფლების ” თვით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნის შესრულებისას და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არ გაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით , წარმოგიდგენთ სსიპ – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიშს.
ა) სკოლაში სულ 3 მოთხოვნა შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული ;
ბ) დაკმაყოფილდა 3 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ;
გ.) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების. დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა ;
დ) 2015 საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დიციპლინური სახდელი არ დადებულა ;
ე) სკოლის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები ;
ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სკოლის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა . სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.
ამასთან , სკოლის 2015 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:
| ანგარიში | რაოდენობა |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის თაობაზე | 2 |
| საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება | 0 |
| საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა. | 0 |
| პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცვლელი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე | 0 |
| საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ | 0 |
| დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებ ა სა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხის შესახებ | 0 |
სსიპ – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების
საჯარო სკოლის
დირექტორი თემურ მიქელაძე