საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№673
სარეგისტრაციო კოდი
080.000.000.05.001.001.617
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 42, 31/12/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

��� მუხლი 1

� საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41 (48), 1999 წელი, მუხ. 209) 344-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 344. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა

1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, �

ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ექვს თვემდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;

ბ) ძალადობით ან ძალადობის მუქარით, �

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ხუთ წლამდე.

შენიშვნა:

1. ეს მუხლი არ ვრცელდება საქართველოში გადმოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალა-ქეობის არმქონე პირზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ხელისუფლებას თავ-შესაფარს სთხოვს, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.

2. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის სასჯელთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიება დანაშაულის საგნის ან საშუალების ჩამორთმევით.�.

��� მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი ������������������������ �მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 21 დეკემბერი.

№673�რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.12.2004.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 21.12.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №673. სარეგისტრაციო კოდი — 080.000.000.05.001.001.617.
სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.12.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №673, 21.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.001.617 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.12.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31606/