სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმონისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის მე-3 თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით.
რესურსცენტრის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.
კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შამგონის საჯარო სკოლა:
· განურჩევლად პასუხობს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების, ისე ეთნიკური უმცირესობებისა და „ რიგითი “ მოქალაქეების განცხადებებს ;
· შამგონის საჯარო სკოლაში შემოვიდა 28 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ ;საჯარო ინფორმაციის შესწორების თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა ;სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული ;
· 28-ვე მოთხოვნა დაკმაყოფილდა, აქედან გამომდინარე არ მიგვიღია გადაწყვეტილება მოთხოვნის არდაკმაყოფილებაზე ;
· არ შემოსულა მოთხოვნა: საჯარო მონაცემთა ბაზების, საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე;
· 2015 წლის საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად დისციპლინური სახდელი არ დადებულა;
· სკოლას არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტი, რადგან საჯარო ინფორმაცია მოთხოვნის შესაბaმისად ყველამ მიიღო;
· საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ ზ “ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები არ გაგვაჩნია, რადგან სკოლას ინფორმაციის დამუშავება-გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
ამასთან, შამგონის საჯარო სკოლა 2015 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით (დანართი №1) თან ერთვის.
| ანგარიში
| რაოდენობა |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე | 28 |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე | 0 |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილებული | 0 |
| გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული | 0 |
| მოთხოვნა საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე | 0 |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე | 0 |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე | 0 |
| ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ | 0 |
| ინფორმაცია დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ | 0 |
სსიპ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
სოფელ შამგონის საჯარო სკოლის დირექტორი მ/შ ნინო ლეჟავა