ეს შეთანხმება ძალაშია ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმება მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში შეთანხმება წყვეტს მოქმედებას:

a) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომლებიც მიღებული ან დარიცხული იქნა მოსული შეტყობინებიდან წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;

b) შემოსავალზე და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება წერილობითი შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველი იანვრის შემდგომ.

რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შესრულებულია 2015 წლის 13 მაისს ქ. თბილისში ორ დედნად, თითოეული ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან სამივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია. მხარეთა მიერ ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს

მთავრობის სახელით

-----------------------------------

ნოდარ ხადური

ფინანსთა მინისტრი

კვიპროსის რესპუბლიკის

მთავრობის სახელით

-----------------------------------

ჰარის გეორგიადესი

ფინანსთა მინისტრი

ოქმი

საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის დროს ორივე მხარე შეთანხმდა, რომ აღნიშნული ოქმი წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს:

26-ე მუხლის „ინფორმაციის გაცვლა” მიმართ:

1. თუ ხელშემკვრელი სახელმწიფო აგზავნის მოთხოვნას ინფორმაციის გაცვლის შესახებ, 26-ე მუხლის საფუძველზე, იგი ვალდებულია მოთხოვნაში მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

a) ძიებას დაქვემდებარებული პირის პირადი მონაცემები;

b) ძიებას დაქვემდებარებული ინფორმაციის სახეობა და მთხოვნელი მხარისათვის მიწოდების ფორმა;

c) ძიებას დაქვემდებარებული ინფორმაციის საგადასახადო საფუძველი;

d) საფუძველი, რომ ძიებას დაქვემდებარებული ინფორმაცია შესაძლოა მოპოვებულ იქნეს თხოვნის მიმღებ სახელმწიფოში ან მფლობელობაში არის ან ექვემდებარება თხოვნის მიმღები მხარის რეზიდენტი პირის კონტროლს;

e) პირის სახელი და მისამართი, რომელიც შესაძლოა ფლობდეს ძიებას დაქვემდებარებულ ინფორმაციას;

f) მტკიცებულება, რომ ძიებას დაქვემდებარებული ინფორმაცია თანხმობაში მოდის თხოვნის წარდგენის მხარეს კანონმდებლობსა და ადმინისტრაციულ პრაქტიკასთან. თუ ძიებას დაქვემდებარებული ინფორმაციის მიმართ, თხოვნის წარმდგენი სახელმწიფო თავიანთ იურისდიქციას ახორციელებდა, ამ შემთხვევაში ამ სახელმწიფოს კომპეტენტური უწყებება ვალდებულია, თხოვნის წარმდგენ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის, ამ შეთანხმების დებულებათა ან ადმინისტრაციული გამოცდილების გათვალისწინიებით, მოიპოვოს ინფორმაცია;

g) მტკიცებულება, რომ თხოვნის წარმდგენმა სახელმწიფომ ამოწურა მის ტერიტორიაზე არსებული ყველა წყარო ინფორმაციის მოსაპოვებლად, გარდა იმისა, რომელიც დამატებით სირთულეებს წარმოქმნიდა;

2. ძიებას დაქვემდებარებული ინფორმაციის მიწოდება არ უნდა განხორციელდეს, სანამ თხოვნის წარმდგენ სახელმწიფოს არ გააჩნია ურთიერთდახმარების დებულება ან/და იყენებს 26-ე მუხლის დებულებათა მიმართ შესაბამის ადმინისტარციულ პრაქტიკას.

რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შესრულებულია 2015 წლის 13 მაისს ქ. თბილისში ორ დედნად, თითოეული ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან სამივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია. მხარეთა მიერ ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს

მთავრობის სახელით

------------------------------------

ნოდარ ხადური

ფინანსთა მინისტრი

კვიპროსის რესპუბლიკის

მთავრობის სახელით

-----------------------------------

ჰარის გეორგიადესი

ფინანსთა მინისტ