სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ
მიღების თარიღი 18.01.2016
ძალის დაკარგვა 26.03.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-2/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016371
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/01/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 05.04.2005
დოკუმენტის ტექსტი
სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება
№01-2/ნ
2016 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 43-ე და 45-ე მუხლების, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და 25-ე მუხლებისა და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
სამედიცინო სტატისტიკაში ერთიანი ინფორმაციული სისტემის შექმნისა და შემდგომი სრულყოფის მიზნით, დამტკიცდეს:
ა)
სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებების და რაიონული (ქალაქის) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების წლიური ფორმების ჩამონათვალი (დანართი №1), ფორმები (დანართი №2) და მათი წარდგენის ვადები (დანართი №3);
ბ)
სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებების და რაიონული (ქალაქის) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების კვარტალური, ყოველთვიური და ელექტრონული ანგარიშგების ფორმების/რეგისტრების ჩამონათვალი (დანართი 4), კვარტალური და ყოველთვიური ფორმები და ელექტრონული ანგარიშგების ფორმები/რეგისტრები (დანართი №5) და მათი წარდგენის ვადები და წესი (დანართი №6);
გ)
საქართველოში ინფექციურ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის სააღრიცხვო და შეტყობინების ფორმები, მათი წარმოების და ანალიზის წესი და წარდგენის ვადები (დანართი №7).
2.
სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებათა ხელმძღვანელებმა, განურჩევლად მათი საკუთრების ფორმისა, ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონულმა (ქალაქის) ცენტრებმა უზრუნველყონ:
ა)
დაწესებულებების საქმიანობის შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და წარდგენა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ ტექსტსა და დანართებში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის (შემდგომ ტექსტსა და დანართებში - ცენტრი) სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ანგარიშების თანდართული ჩამონათვალის, ფორმებისა და ვადების მიხედვით (დანართი №1-№6), როგორც ქაღალდის მატარებელზე, ისე ელექტრონულად;
ბ)
სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულების ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ სტატისტიკური ფორმების შევსებაზე უფლებამოსილი პირის/პირების განსაზღვრა და სტატისტიკური ანგარიშების მაქსიმალური სიზუსტით წარმოებაზე კონტროლის განხორციელება;
გ)
ცენტრში დადგენილ ვადებში უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ანგარიშების ჩასაბარებლად პასუხისმგებელ პირთა მივლინება.
3.
ცენტრი უზრუნველყოფს:
ა)
სამინისტროსა და სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (საქსტატი) ნაერთი ანგარიშების წარდგენას დადგენილი წესის და ვადების მიხედვით;
ბ)
სამედიცინო დაწესებულებებში სტატისტიკურ ანგარიშებზე პასუხისმგებელ პირთა კონსულტირებას და სათანადო მომზადებასმოთხოვნის შემთხვევაში.
4.
ბრძანებით დამტკიცებული №1, №2, №3, №4, №5, №6 და №7 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
5.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 23 მაისის №01-27/ნ ბრძანება.
6.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო