„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №23 |
|
2016 წლის 18 იანვარი ქ. თბილისი |
ა) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტის თანადაფინანსება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და სხვა ნებადართული სახსრებით ხორციელდება ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“;
ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) თანადაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის/ გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ, მუნიციპალიტეტის/ გუბერნატორის ადმინისტრაციის საკუთარი სახსრებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით და აღემატება ამ წესის 31 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ თანადაფინანსების სავალდებულო ზღვრულ ოდენობას;“;
გ) მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
„მუხლი 31. თანადაფინანსების წესი
1. ფონდიდან თანხა გამოიყოფა, თუ მუნიციპალიტეტი ამ წესის შესაბამისად უზრუნველყოფს თანადაფინანსებას.
2. მუნიციპალიტეტი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანადაფინანსებისთვის გაითვალისწინოს შესაბამისი სახსრები, მათ შორის, აღნიშნული მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიღებული თანხებიც.
3. მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსების თანხა განისაზღვრება პროექტების ჯამური ღირებულების ფარგლებში, შესაბამის წელს ასანაზღაურებელი თანხების არანაკლებ 5 პროცენტის ოდენობით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსების თანხა განსაზღვროს ფიქსირებული ოდენობით.“.
|