„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №17 |
|
2016 წლის 18 იანვარი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №77 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/04/2013, 140080000.10.003.017241) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში დანიშვნით მიღებულ სამოქალაქო პირთა ყოველთვიური ფულადი ანაზღაურება განისაზღვროს შესაბამისი საშტატო ერთეულისთვის (საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეთა კატეგორიის მიხედვით) დადგენილი ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს, ზღვრული წოდებრივი სარგოს, სასურსათო ულუფის ფულადი კომპენსაციისა და კუთვნილ წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატის ჯამური ოდენობით. შენიშვნა: ამ დადგენილების მიზნებისათვის: ა) „ფულადი სარგო“ გულისხმობს თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოთა ჯამს; ბ) „ფულადი ანაზღაურება“, „ფულადი კმაყოფა“ გულისხმობს ყველა სახის სარგოს, დანამატსა და კომპენსაციას.“. 2. პირველი მუხლის 101 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „101. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და საკონტრაქტო სამსახურში გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულ მოსამსახურეებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, აგრეთვე იმ სახელმწიფო ორგანოებში, რომლებშიც დაწესებულია სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებები, სამხედრო წოდებით, სახელმწიფო სპეციალური წოდებით ან/და სამოქალაქო პირად ნამსახურევი კალენდარული წლების (გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის პერიოდისა) მიხედვით ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი, ფულადი სარგოს შემდეგი ოდენობით: ა) 1-დან 2 წლამდე − 5%; ბ) 2-დან 5 წლამდე − 10%; გ) 5-დან 10 წლამდე − 15%; დ) 10 წელი და მეტი − 20%.“. 3. პირველი მუხლის 102 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „102. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში დანიშვნით მიღებულ სამოქალაქო პირებს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, აგრეთვე იმ სახელმწიფო ორგანოებში, რომლებშიც დაწესებულია სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებები, სამხედრო წოდებით, სახელმწიფო სპეციალური წოდებით ან/და სამოქალაქო პირად ნამსახურევი კალენდარული წლების (გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის პერიოდისა) მიხედვით, ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით: ა) 3-დან 5 წლამდე − 5%; ბ) 5-დან 10 წლამდე − 10%; გ) 10-დან 15 წლამდე −15%; დ) 15 წელი და მეტი − 20%.“. 4. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „251“ პუნქტი: „251. ამ დადგენილების №1 დანართით გათვალისწინებული არასრული განაკვეთის მიხედვით შრომის ანაზღაურების შემთხვევებს განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 5. დადგენილების №1 დანართის: ა) მე-8 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) მე-9 პუნქტის „დ − ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) მე-12 პუნქტს: გ.ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:
გ.ბ) „ზ − ჩ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
|