„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №4
2016 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.”;
2. დებულების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართებზე (ორგანიზებულ ჩასახლებებში) საყოფაცხოვრებო პირობების სისტემატური შესწავლა, დოკუმენტური აღრიცხვა და ამავე ობიექტის ტექნიკური ინვენტარიზაციის მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვ. ყოლბაია