სსიპ – სოფელ ალგეთის №3 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – სოფელ ალგეთის №3 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში
წარმოგიდგენთ სსიპ – სოფელ ალგეთის №3 საჯარო სკოლის (შემდგომში სკოლა) 2015 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის „ინფორმაციის თავისუფლების” თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:
სსიპ – სოფელ ალგეთის №3 საჯარო სკოლის 2015 წლის 6 დეკემბრის №41 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სსიპ – სოფელ ალგეთის №3 საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი მარიეტა სარქისიანი.
ა) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილს იქნა 3 (სამი) განცხადება. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული ;
ბ) დაკმაყოფილდა 3 (სამი) მოთხოვნა საჯარო ინფორმაცისს გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ;
გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა ;
დ) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა ;
ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები ;
ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის ,,ზ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სკოლის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახება გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე , არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.
სსიპ – სოფელ ალგეთის №3 საჯარო სკოლის 2015 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:
| ანგარიში | რაოდენობა |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე | 3 (სამი) |
| საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა | 0 (ნული) |
| საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება | 0 (ნული) |
| საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა | 0 (ნული) |
| პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა | 0 (ნული) |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე | 0 (ნული) |
| საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ | 0 (ნული) |
| დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ | 0 (ნული) |
სსიპ – სოფელ ალგეთის №3
საჯარო სკოლის დირექტორი მ. იუზბაშევი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ – სოფელ ალგეთის №3 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ – სოფელ ალგეთის №3 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2015.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ – სოფელ ალგეთის №3 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში“?
- „სსიპ – სოფელ ალგეთის №3 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში“ მიღებულია 10.12.2015. მიმღები ორგანო — სსიპ სოფ.ალგეთის №3 საჯარო სკოლა. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „სსიპ – სოფელ ალგეთის №3 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ – სოფელ ალგეთის №3 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში“, №0, 10.12.2015 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3166176/