ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სარეკრეაციო ტერიტორიების განვითარებისა და დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით ზონების დადგენისა და სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის და არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 21.01.2016
ძალის დაკარგვა 28.02.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.175.016115
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/01/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი | ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის და არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისათვის, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.09.2015
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სარეკრეაციო ტერიტორიების განვითარებისა და დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით ზონების დადგენისა და სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის და არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2016 წლის 21 იანვარი
ქ. მცხეთა
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სარეკრეაციო ტერიტორიების განვითარებისა და დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით ზონების დადგენისა და სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის და არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 46-ე და 47-ე მუხლების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დადგინდეს შემდეგი ზონები, სადაც სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის და არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის განისაზღვრება შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომა:
„ზონა 1“ – „ ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №1750 განკარგულების საფუძველზე განსაზღვრული ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონები.
„ზონა 2“ – ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში „ ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №1750 განკარგულების საფუძველზე დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონის ფარგლებს გარეთ არსებული ტერიტორია.
მუხლი 2🔗
სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვროს ჯარიმა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი (სადემონტაჟო) შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე, შემოწმების აქტის შედგენის დღიდან დარღვევის გამოსწორების დღემდე, წინამდებარე დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ „ზონა 1“-ში 0,5 ლარის ოდენობით, ხოლო „ზონა 2“-ში 0,2 ლარის ოდენობით.
მუხლი 3🔗
არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისათვის პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვროს ჯარიმა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე, შემოწმების აქტის შედგენის დღიდან დარღვევის გამოსწორების დღემდე, წინამდებარე დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ „ზონა 1“-ში 0,5 ლარის ოდენობით, ხოლო „ზონა 2“-ში 0,2 ლარის ოდენობით.
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის და არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის №39 დადგენილება (www.matsne.gov.ge. 30/09/2015, 010250000.35.175.016091).
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი