დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ფორმების, მათი შევსებისა და გაგზავნის, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.08.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-37/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016402
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/08/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 531 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
  • სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით"

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მატარებლის მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მატარებლის მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) გაცემის უფლებამოსილების მქონე სამედიცინო დაწესებულებისა და ექიმის აღიარებისა და მათი მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 85% 27.08.2025 სამეანო სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებებიდან მელოგინისა და ახალშობილის გაწერის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 29.03.2018 მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის წესისა და პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 14.06.2016 „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევის და პერიოდული მონიტორინგის წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 84% 25.12.2014 პენიტენციურ დაწესებულებებში C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისათვის სერვისის მიწოდებისა და მედიკამენტების გაცემის წესის/პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 82% 30.11.2016

დოკუმენტის ტექსტი

დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ფორმების, მათი შევსებისა და გაგზავნის, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №01-37/ნ– №173 2016 წლის 24 აგვისტო ქ. თბილისი დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ფორმების, მათი შევსებისა და გაგზავნის, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე და 73-ე მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებთ: 1. დამტკიცდეს თანდართული: ა) დაბადების შესახებ  სრული სამედიცინო ცნობის ფორმა №IV-103/ს-84 (დანართი №1); ბ) დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის  ფორმა №103/ს-84 (დანართი №1.1); გ) გარდაცვალების შესახებ სრული სამედიცინო ცნობის ფორმა №IV-106/ს-4 (დანართი №2); დ) გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ფორმა №106/ს-4 (დანართი №2.1); ე) დაბადების და გარდაცვალების  შესახებ სამედიცინო ცნობის შევსების, გაგზავნისა და შენახვის წესი (დანართი №3); ვ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული  ბაზიდან დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ცენტრისათვის გადასაცემი ინფორმაციის  მოცულობა და გაცემის წესი (დანართი №4). 2. 2011 წლის 1 აპრილამდე გაცემული დაბადების და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობების ასლების გაცემა განხორციელდეს სამედიცინო დაწესებულებაში არსებული ეგზემპლარის ასლის სახით, ხოლო ცნობის გაუცემლობის ან ასლის გაცემის შეუძლებლობის შემთხვევაში, ამონაწერით სამედიცინო დოკუმენტაციიდან. დაბადების თაობაზე ამონაწერი უნდა შეიცავდეს ამ ბრძანებით დამტკიცებული დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობით (დანართი №1.1) გათვალისწინებულ ინფორმაციას, ქორწინების მოწმობის რეკვიზიტების და ბავშვის მამის თაობაზე ინფორმაციის გარდა, ხოლო ამონაწერი გარდაცვალების თაობაზე – ამ ბრძანებით დამტკიცებული გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობით (დანართი №2.1) გათვალისწინებულ ინფორმაციას. ამონაწერი დაბადებისა და გარდაცვალების თაობაზე გაიცემა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დაწესებულების ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული სახით. 3. დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ელექტრონული სამედიცინო ცნობების წარმოების პროცესის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით, იურიდიულ ძალას ინარჩუნებს „დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობების რეკვიზიტების, ფორმების, მათი შევსებისა და გაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვარის ერთობლივი №01-5/ნ-№19 ბრძანება (შემდგომში - ერთობლივი ბრძანება), ერთობლივი ბრძანების შესაბამისად რეგისტრირებული სამედიცინო დაწესებულებების ცნობის შემვსები პირების მიმართ, მათი  ელექტრონული სისტემის მომხმარებლად წინამდებარე ბრძანების შესაბამისად დარეგისტრირებამდე, მაგრამ არაუგვიანეს  2017 წლის 20 იანვრისა.  4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – სააგენტო) დაევალოს ერთობლივი ბრძანებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში შექმნილი და მასთან დაცული ელექტრონულ მონაცემთა ბაზის ასლის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – ცენტრი) ერთჯერადად გადაცემა ცენტრის წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, მას შემდეგ, რაც შეწყდება აღნიშნულ მონაცემთა ბაზაში მომხმარებლებისა და ცნობების რეგისტრაცია. 5. ამ ბრძანებით დამტკიცებული №4 დანართით გათვალისწინებული ინფორმაციის ცენტრისათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სააგენტოს.  6. სააგენტოს და ცენტრს  დაევალოთ ამ ბრძანების მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული მონაცემების გაცვლა საცდელ რეჟიმში, 2016 წლის 20 ოქტომბრამდე. 7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2016 წლის 20 ოქტომბრამდე უზრუნველყოს ,,ელექტრონული სისტემის მომხმარებლად დარეგისტრირების წესის“ შესახებ  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.  8. ბრძანება, გარდა მე-6 და მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2016 წლის 20 ოქტომბრიდან, ბრძანების მე-6 და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  მინისტრის მოვალეობის შემსრულებელივალერი კვარაცხელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბარამიძე