მუხლი 771. მიბარებული ნივთის უკან წაღების მოვალეობა
1. შემნახველს შეუძლია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მიმბარებელს შესანახად მიბარებული ნივთის უკან წაღება, თუ შენახვის ვადა განსაზღვრული არ იყო.
2. შემნახველს შეუძლია ეს უფლება განახორციელოს მხოლოდ ისე, რომ მიმბარებელს სხვა გზით შეეძლოს ნივთის შენახვა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი მიბარებული ნივთის უკან დაბრუნებისათვი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(3)
საქმე №ას-92-437-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2007
…შპს “ფ...” ვალდებული იყო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მიბარებული კონტეინერი უკან წაეღო. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ დანარჩენი ორი კონტეინერის მიბარების ხელშეკრულების ვადა განსაზღვრული არ ყოფილა და სამოქალაქო კოდექსის 771-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შპს “....” შეეძლო ნებისმიერ დროს მოეთხოვა მათი უკან წაღება. ეს უფლება შემნახველმა განახორცილა 2005 წლის 3…
საქმე №ბს-52-43-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2004
…16 ივლისის გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად. განჩინების სამოტივაციო ნაწილში სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააღსრულებო ბიურომ იხელმძღვანელა “სააღსრულებო წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე, 74-ე, 75-ე, 77-ე და 771-ე მუხლებით და 2002წ. 27 დეკემბერს მიიღო განკარგულება _ “აუქციონზე ქონების შეძენის უფლებამოსილების შესახებ" რომლითაც ც. კ.-ას სახელზე ქ. ბათუმში,... მდებარე…
საქმე №3კ/288-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2001
…კანონის 53-ე მუხლის შესაბამისად, მოვალესთან შეთანხმებით თვითონ მოახდინოს რეალიზაცია ანდა ამის უფლება მისცეს მოვალეს. ასევე, სააღსრულებო კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, მოვალის მიერ სადავო ნივთი ნატურით გადაეცეს მას, ანდა ამავე კანონის 771-ე მუხლის და სამოქალაქო კოდექსის 310-ე მუხლის შესაბამისად, აუქციონზე იძულებით გასხვისების ნაცვლად, მისი განცხადების საფუძველზე, დადგინდეს ნივთის…