მუხლი 798. დამატებითი ვადის დანიშვნა საქონლის მიღებისას
1. თუ შენახვის ვადის გასვლის შემდეგ სასაწყობო მოწმობის მფლობელი თავს არიდებს საწყობიდან საქონლის წაღებას, შემნახველმა უნდა დაუნიშნოს მას საქონლის წაღების დამატებითი ორკვირიანი ვადა; თუკი მოწმობის მფლობელი ამ ვადაშიც არ წაიღებს საქონელს, შემნახველს უფლება აქვს გაყიდოს იგი.
2. საქონლის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა შემნახველისათვის კუთვნილი ხარჯების გამოკლებით გადაეცემა სასაწყობო მოწმობის მფლობელს.
თავი მეოცე
დაზღვევა
I. ზოგადი დებულება
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1)
საქმე №ას-92-437-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2007
…თბოვალი ჟAN D ვგე-დან. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მიბარება იყო სასყიდლიანი და ანაზღაურება უნდა მომხდარიყო შპს “....” მიერ დაწესებული სტანდარტული ტარიფების შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 797-ე და 798-ე მუხლებზე მითითებით დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ე.წ. “განაწესები” თავისი შინაარსით სახელობითი სასაწყობო მოწმობებია. სააპელაციო სასამართლომ…