სს „სანატორიუმი სურამი“ გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/22195-15
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2016 წლის 14 იანვარი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: სს ,,სანატორიუმი სურამი’’ (ს/კ 243863333)
წარმომადგენელი: დირექტორის შპს „რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - ბიძინა ჩიკვილაძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს ,,სანატორიუმ სურამის’’ (ს/კ 243863333) წარმომადგენლის შპს „რეაბილიტაციის” ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა ბიძინა ჩიკვილაძემ და მოითხოვა სს ,,სანატორიუმი სურამის’’ (ს/კ 243863333) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ საწარმო წარმოადგენს 100% შპს „რეაბილიტაციის” წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. ის დღეისათვის არ ფუნქიონირებს, მას არც ბალანსზე და არც საკუთრებაში არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება. ორგანიზაციას არ ჰყავს არაუზრუნველყოფილი კრედიტორი, ხოლო უზრუნველყოფილ კრედიტორს კი წარმოადგენს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი. ორგანიზაციის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენს 6 011.44 ლარს. საწარმო ამჟამად მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს კრედიტორის მოთხოვნები. ამ გარემოებებზე მითითებით განმცხადებელი ითხოვს სს ,,სანატორიუმი სურამის’’ (ს/კ 243863333) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 ნოემბრის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სს ,,სანატორიუმ სურამს’’ (ს/კ 243863333) უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, კრედიტორს განემარტა, რომ შეეძლო მოემართა სასამართლოსათვის სს ,,სანატორიუმი სურამის’’ (ს/კ 243863333) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განცხადებით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 ნოემბრის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 13 ნოემბერს. სსიპ - შემოსავლების სამსახურს ჩაბარდა 2015 წლის 11 ნოემბერს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში სს ,,სანატორიუმ სურამის’’ (ს/კ 243863333) კრედიტორს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
ის გარემოება, რომ სს ,,სანატორიუმ სურამის’’ (ს/კ 243863333) კრედიტორმა კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში არ მიმართა სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია სს ,,სანატორიუმი სურამის’’ (ს/კ 243863333) გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284- 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,სანატორიუმი სურამი’’ (ს/კ 243863333) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. სს ,,სანატორიუმ სურამს’’ (ს/კ 243863333) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მოვალემ.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით, განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე