1. ამ თავით გათვალისწინებული ნორმები ვრცელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებების საერთო კრებებზე, რომლებშიც რეგისტირებული ამომრჩევლების რაოდენობა შეადგენს 501-დან 2000 ამომრჩევლამდე.

2. ამ თავით განსაზღვრულ ნორმებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ დებულების პირველი-მე-3 თავით გათვალისწინებულ ნორმებთან მიმართ.

3. იმ დასახლებაში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2000-ს აღემატება, შესაქმნელი საერთო კრებების საზღვრები შეიძლება დაემთხვეს იმ საარჩევნო უბნების საზღვრებს, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა მერყეობს 500-1500 ამომრჩევლამდე. ასევე, რამდენიმე საარჩევნო უბანი შეიძლება გაერთიანდეს და შეიქმნას ერთი საერთო კრება, ხოლო საერთო კრების უბნები საარჩევნო უბნების საზღვრებს დაემთხვე