„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების“ შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.161.016268
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2016 წლის 25 იანვარი

ქ. გარდაბანი

 

,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების’’  შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის   შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/10/2014, 010250020.35.161.016182) შევიდეს ცვლილება:

დადგენილების დანართით დამტკიცებულ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მუნიციპალიტეტის გამგებლის უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) დასახლების საერთო კრების რჩეულის არჩევნების ბიულეტენის ფორმის დაამტკიცება;

ბ) ამომრჩეველთა სიის ფორმის დამტკიცება;

გ) საერთო კრების უფლებამოსილების დასადგენად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი ამომრჩეველთა საარჩევნო სიის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით დასახლების ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის აღრიცხვა;

დ) მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით საერთო კრებების ორგანიზებაზე ან/და რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის (სტრუქტურული ერთეულის) განსაზღვრა;

ე) საინიციატივო ჯგუფის ან რჩეულის მიერ წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, აგრეთვე, საკუთარი ინიციატივით საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ბრძანების გამოცემა საერთო კრების ჩატარებისთვის საჭირო ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესახებ.

ვ) საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობისა და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციის და საერთო კრების დღის წესრიგის  საჯაროდ გამოცხადებაზე - გამოქვეყნებაზე ან/და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე   უფლებამოსილი პირის/მუნიციპალური სამსახურის განსაზღვრა;

ზ) საერთო კრების დღის წესრიგის, მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ   გამოცხადებაზე - გამოქვეყნებაზე ან/და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე   უფლებამოსილი პირის/მუნიციპალური სამსახურის განსაზღვრა/

თ) საერთო კრების სხდომის ოქმის საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნებაზე უფლებამოსილი პირის/მუნიციპალური სამსახურის განსაზღვრა.“

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების“ შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.01.2016.
როდის იქნა მიღებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების“ შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების“ შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 25.01.2016. მიმღები ორგანო — გარდაბნის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №4. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.161.016268.
რამდენი მუხლისგან შედგება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების“ შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების“ შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების“ შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.01.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების“ შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №4, 25.01.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016268 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.01.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3171220/