აღსრულების ეროვნული ბიურო - თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება №2/19492-15 - სს „პურის მიმღების” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/ 19492-15
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
18 იანვარი, 201 6 წელი
ქ . თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა სს „პურის მიმღების”კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე სს „პურის მიმღების” მიმართ.
2016 წლის 11 იანვარს სს „პურის მიმღების” გაკოტრების მმართველ ის სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი წიკლაურმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა კომპანიის ქონების სრულყოფილად მოძიების საკითხის განხილვის მიზნით.
სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნას სს „პურის მიმღების” კრედიტორთა კრება კომპანიის ქონების მოძიების საკითხის განხილვის მიზნით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.”
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეული იქნას სს „პურის მიმღების”კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1.ქონების მოძიების საკითხის განხილვა.
2. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნას 2016 წლის 03 თებერვალს 15:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომათა დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).
3. დაევალოს სს „პურის მიმღების” გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი