ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების, მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.01.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №125
სარეგისტრაციო კოდი პროგრამა/ქვეპროგრამა
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,481 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (3)
თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი თავმჯდომარის მოადგილე
პროგრამული კოდი პროგრამა/ქვეპროგრამა
I II
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 07.05.2018 ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 19.12.2017 თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 29.01.2019 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტით მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 05.02.2018 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 22.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების, მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №125 2016 წლის 27 იანვარი ქ. ქუთაისი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების, მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი დანართი №1-ის შესაბამისად. /დანართი № 1 დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 2🔗 დამტკიცდეს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ​1.გ“ და „ბ​2.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტებისა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი დანართი №2-ის შესაბამისად. /დანართი № 2 დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმის ცვლილების ცნობის ნიმუში დანართი №3-ის შესაბამისად /დანართი № 3 დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. თავმჯდომარის მოადგილებექა ყანჩელი დანართი № 1 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების  წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე. 2. წესი განსაზღვრავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს. მუხლი 2🔗. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების ძირითადი პრინციპები 1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა,  შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით. 2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს (გარდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 67-ე და 68-ე მუხლების შესაბამისად გამოყოფილი ასიგნებებისა)  და მისი გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის  მერის ბრძანების შესაბამისად. 4. ერთი პროგრამის ფარგლებში ქვეპროგრამებს შორის თანხების გადანაწილება ხორციელდება მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მიერ,  ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის  ბრძანების საფუძველზე. 5. პრიორიტეტის პროგრამისა და ქვეპროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და ქვეპროგრამებს შორის თანხების გადანაწილება ხორციელდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მიერ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის  ბრძანების საფუძველზე. 6. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური უფლებამოსილია: ა) ქალაქ ქუთაისის  მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით მოამზადოს ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში; ბ) მოამზადოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის: პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებსა და შემოსულობებში. განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს; გ) მოამზადოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე, ბიუჯეტის სარეზერვო ან წინა წლების დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების  ფონდებიდან გამოყოფილი ასიგნებებით დააზუსტოს ბიუჯეტი. 7. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცებულ კვარტალურ განწერაში კვარტლებს შორის გადანაწილებას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური. მუხლი 3🔗. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება 1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, მიმართავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურს ასიგნებების გადანაწილების თაობაზე. წარდგენილ მოთხოვნაში  საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნებების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე. 2. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ასიგნებების გადანაწილებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, საბიუჯეტო ორგანიზაციამ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულებებისა და მოთხოვნის დოკუმენტები იმ თანხებზე, რომელთა გადანაწილებაზეც არსებობს მოთხოვნა. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური უფლებამოსილია, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გადანაწილების თაობაზე წარმოდგენილი მოთხოვნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, შეზღუდოს მოთხოვნით გათვალისწინებულ თანხებზე სახელმწიფო ხაზინაში გადახდაზე ვალდებულების დარეგისტრირების შესაძლებლობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასაბუთებული მომართვის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შემთხვევაში, ამზადებს  მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ბრძანების პროექტს. 4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური ამზადებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტს, ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 5. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში შესაბამისი არგუმენტაციისა და დასაბუთების წარმოდგენის შემთხვევაში, ერთსა და იმავე პროგრამაში/ქვეპროგრამაში ხარჯების ეკონომიკური, არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციების მუხლებითა და ქვეპროგრამებით გათვალისწინებულ ასიგნებებში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური, ამ სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანებით, უფლებამოსილია გაატაროს შესაბამისი ცვლილებები ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 6. მოთხოვნა წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურს წარედგინება წერილობითი სახით, შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე. 7. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არა უგვიანეს, ხუთი სამუშაო დღისა,  ამზადებს  ამ სამსახურის უფროსის ბრძანების პროექტს ასიგნების გადანაწილებაზე. გადანაწილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საბიუჯეტო ორგანიზაციას ეცნობება წერილობით. 8. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილებაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების  შემთხვევაში,  ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური ამზადებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმის ცვლილების ცნობას ამ დადგენილების N3 დანართით დამტკიცებული ნიმუშის მიხედვით, ელექტრონული ფორმით და ახორციელებს ცვლილებას განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმის ცვლილების ცნობას ადასტურებენ ამ სამსახურის უფროსი და ამ სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების უფროსი (ან პასუხისმგებელი პირი). აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი. 9. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმის ცვლილების ცნობის ელექტრონული ფორმით ასევე ზუსტდება ბიუჯეტის სარეზერვო ფონდისა და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც, წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გამოყოფა ხორციელდება ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. 10. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდისა და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდების ასიგნების საფუძველს წარმოადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. დანართი № 2 კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ​1.გ“ და „ბ​2.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტებისა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების  წესი მუხლი 1🔗 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ​1.გ“ და „ბ​2.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  (შემდგომ - სსიპი/ა(ა)იპი) ბიუჯეტების დაზუსტებისა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების  ნაწილში შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე. მუხლი 2🔗 სსიპის/ა(ა)იპის ბიუჯეტის კვარტალებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის ცვლილების შეტანის საკითხის გადაწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეს წესი არეგულირებს მხოლოდ განხორციელებული ცვლილების ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში ასახვის წესს, ასევე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების მექანიზმებს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების  ნაწილში. მუხლი 3🔗 ეს წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს, ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად შესაბამისი იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით. მუხლი 4🔗 სსიპი/ა(ა)იპი მოთხოვნას, მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ცვლილების შეტანის შესახებ წარუდგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის კურატორ საბიუჯეტო ორგანიზაციას, რომელიც მერის ბრძანებით განსაზღვრულია როგორც პროგრამის განმახორციელებელი და რომლის ფარგლებშიც სსიპი/ა(ა)იპი განკარგავს ასიგნებებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით. პროგრამის განმახორციელებელი საბიუჯეტო ორგანიზაცია წარუდგენს მოთხოვნას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურს  ასიგნებების გადანაწილებაზე სათანადო არგუმენტაციითა და შესაბამისი დასაბუთებით. მუხლი 5🔗 ის სსიპი/ა(ა)იპი, რომელიც თავად წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციას, ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ პროცედურას, როგორც პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია, ახორციელებს თავად. მუხლი 6🔗 კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბიუჯეტში ცვლილების განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმის ცვლილების  შესაბამისი ელექტრონული ცნობით ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). მუხლი 7🔗 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ​1.გ“ და „ბ​2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სსიპ(ებ)ის/ა(ა)იპ(ებ)ის ბიუჯეტებში ცვლილების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტა სცილდება ამ წესის რეგულაციებს და ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 8🔗 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმის ცვლილების ცნობას ადასტურებენ ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში ცნობის დადასტურებაზე უფლებამოსილი პირები. მუხლი 9🔗 განხორციელებული ცვლილებები სსიპის/ა(ა)იპისათვის ხელმისაწვდომი ხდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. დანართი №3 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმის  ცვლილების  ცნობა  № (ნიმუში) 20      წლის   “ __  ”   _________ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, პროგრამული კოდი) ______________________________________________________________________________ (ცვლილების საფუძველი: დადგენილება, ბრძანება) 20     წლის    “  __  ”   _________ ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ცვლილების შინაარსი) (ლარებში) პროგრამული კოდი პროგრამა/ქვეპროგრამა საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი ცვლილების თანხა +/– (გადიდებული, შემცირებული) I II III IV ჯ ა მ ი დაფარვის ან მიმართვის წყარო: 1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან 2. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 3. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა 4. დანარჩენი ცვლილება .