„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2016 წლის 28 იანვარი ქ. ხობი |
„1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური (შემდგომში - „სამსახური“) წარმოადგენს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის წინადადებებისა და პროგრამების შემუშავებას და მათ განხორციელებას, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობას, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას.“;
„დ1) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;
დ2) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
დ3) წინადადებების მომზადებას თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე;
დ4) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების, კერძოდ, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის, სახელდებისთვის წინადადებების შემუშავებას;“;
„3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ურბანული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილება;
ბ) ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის განყოფილება;
გ) ზედამხედველობის განყოფილება.“;
„მუხლი 61. ურბანული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილება
ურბანული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარებისთვის აუცილებელი წინადადებების შემუშავებას და განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით პრიორიტეტების შემუშავებას და განსახორციელებელ კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვას;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას; მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას, დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის უფლებრივი ზონირების, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების, დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების დაგეგმვას და შესაბამისი პროგრამების მომზადებას;
ვ) წინადადებების მომზადებას თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე;
ზ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების, კერძოდ, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის, სახელდებისთვის წინადადებების შემუშავებას;
თ) დასახლებებში ელექტროფიკაციის, გაზმომარაგების, წყალმომარაგების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვას და მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრას;
ი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფისა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირების მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავებას;
კ) წინადადებების შემუშავებას წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფისთვის;
ლ) განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროების განვითარების მიზნით მუნიციპალური პროგრამების მომზადების ორგანიზებას, მათ განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას; საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად; მუნიციპალიტეტის პროექტების და ინვესტიციების ხელშეწყობისთვის წინადადებების მომზადებას;
მ) საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.“;
„მუხლი 7. ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის განყოფილება
ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისთვის წინადადებების და სათანადო დოკუმენტაციის მომზადებას;
ბ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტების მომზადებას;
გ) საჭიროების შემთხვევაში, გამგებლის წინაშე საკითხის დასმას დამპროექტებელთა და ექსპერტთა ჯგუფების მოწვევის შესახებ;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში მონაწილეობას;
ე) ტერიტორიის კეთილმოწყობის, პარკების, სკვერების, ბულვარების, წყალსატევების და გამწვანების ზონების მოწყობის შესახებ სამუშაოთა დაპროექტებას; ამ მიზნებისთვის სათანადო წინადადებების შემუშავებას და მათი განხორციელების ორგანიზებას;
ვ) წინადადების მომზადებას შიდა სარგებლობის გზების, ტროტუარების, ხიდების, გვირაბების, მდინარეთა ჯებირების და სხვა საინჟინრო ნაგებობათა შეკეთებისა და ობიექტების ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად და მონაწილეობას მათ განხორციელებაში;
ზ) დასახლებებში გარე განათებისა და სანიაღვრე ქსელების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად სათანადო წინადადებების და პროექტების მომზადებას;
თ) სტიქიის შედეგად დაზიანებული, ან ამორტიზებული ობიექტების რეაბილიტაციისთვის წინადადებების მომზადებას და განსახორციელებელ სამუშაოთა ორგანიზებას;
ი) ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის პროექტების და ხარჯთაღრიცხვების შემოწმებას და სათანადო წინადადებების და რეკომენდაციების მომზადებას;
კ) საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.“.
|