ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.01.2016
ძალის დაკარგვა 04.02.2019
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.112.016254
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 563 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2016 მიღება
04.02.2019 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
ჯილდო
ერთჯერადი ფულადი ჯილდო
მუხლი 2
წარმატებული სპორტსმენი
ოფიციალურ საქართველოს ჩემპიონატში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი, ასევე სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი, ოფიციალურ ოლიმპიურ , მსოფლიოს და  ევროპის ჩემპიონატში
მუხლი 2
წარმატებული მწვრთნელი
ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმატებული სპორტსმენის მწვრთნელი
მუხლი 2
წარმატებული გუნდი
ოფიციალურ საქართველოს ჩემპიონატში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი .
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 2016 წლის 27 იანვარი ქ. ლანჩხუთი ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად,  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემის წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე დანართი ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები    ეს წესი არეგულირებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან წარმატებული ახალგაზრდებისა და პედაგოგების დაჯილდოების წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ჯილდო – ერთჯერადი ფულადი ჯილდო; ბ) წარმატებული სპორტსმენი – ოფიციალურ საქართველოს ჩემპიონატში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი, ასევე სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი, ოფიციალურ ოლიმპიურ , მსოფლიოს და  ევროპის ჩემპიონატში; გ) წარმატებული მწვრთნელი – ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმატებული სპორტსმენის მწვრთნელი; დ) წარმატებული გუნდი – ოფიციალურ საქართველოს ჩემპიონატში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი . მუხლი 3🔗. წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის დაჯილდოება 1.  წარმატებული სპორტსმენის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით: ა) საქართველოს ჩემპიონატის I ადგილი – 400 ლარი, II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200 ლარი; ბ) ევროპის ჩემპიონატის I ადგილი – 600 ლარი, II ადგილი – 400 ლარი, III ადგილი – 300 ლარი; გ) მსოფლიო ჩემპიონატის I ადგილი – 800 ლარი, II ადგილი – 600 ლარი, III ადგილი – 400 ლარი; დ) ოლიმპიური თამაშების I ადგილი – 1000 ლარი, II ადგილი – 800 ლარი, III ადგილი – 600 ლარი; 2. წარმატებული სპორტსმენის, მწვრთნელის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით: ა) საქართველოს ჩემპიონატის I ადგილი – 300 ლარი, II ადგილი – 200 ლარი, III ადგილი – 100 ლარი; ბ) ევროპის ჩემპიონატის I ადგილი – 500 ლარი, II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200 ლარი; გ) მსოფლიო ჩემპიონატის I ადგილი - 600 ლარი, II ადგილი - 400 ლარი, III ადგილი - 300 ლარი; დ) ოლიმპიური თამაშების I ადგილი - 1000 ლარი, II ადგილი - 800 ლარი, III ადგილი - 600 ლარი; 3. წარმატებული გუნდის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით: საქართველოს  ოფიციალური ჩემპიონატის I-ადგილი 1000 ლარი, II-ადგილი 700 ლარი,  III-ადგილი 500 ლარი. 4. წარმატებულმა სპორტსმენმა/შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელმა (კანონიერმა წარმომადგენელმა, არსრულწლოვანი სპორტსმენის შემთხვევაში) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) წარმატებული სპორტსმენის პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ); გ) შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) სპორტსმენის/კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან; 5. წარმატებულმა მწვრთნელმა/დაწესებულების ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) წარმატებული მწვრთნელის პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ); გ) შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) მწვრთნელის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან. მუხლი 4🔗. ჯილდოს გაცემის წესი 1. შესაბამისი მწვრთნელის/დაწესებულების მომართვას ჯილდოს გაცემის თაობაზე განიხილავს სამსახური და შესაბამის დასკვნას წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ჯილდოს გაცემის შესახებ. 2. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება იმ სპორტსმენის/მწვრთნელის დაჯილდოების შესახებ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაგრამ წლის განმავლობაში გამოირჩეოდა განსაკუთრებული წარმატებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე ვრცელდება გამგებლისათვის მომართვისა და გადაწყვეტილების მიღების ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. 4. ამ წესით განსაზღვრული ფულადი ჯილდოს გაცემა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გათვალისწინებით.