საჩხერის მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ. „საჩხერის სასპორტო სკოლის“ სპორტსმენების სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.01.2016
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.130.016180
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/02/2016
matsne.gov.ge 286 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და სამტრედიის მუნიციპალიტეტის პროგრამულ დაფინანსებაზე მყოფი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სპორტსმენების სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 01.12.2022 ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სპორტსმენების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართობის ქირავნობის და კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 07.04.2021 დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სპორტსმენების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართობის ქირავნობის და კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 30.03.2023 ონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სპორტსმენების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართობის ქირავნობის და კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 27.10.2022 ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სპორტსმენების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართობის ქირავნობის და კვებთი უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 19.12.2022

დოკუმენტის ტექსტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ. „საჩხერის სასპორტო სკოლის“ სპორტსმენების სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №5 2016 წლის 27 იანვარი ქ. საჩხერე       საჩხერის მუნიციპალიტეტის  ა(ა)იპ ,,საჩხერის სასპორტო სკოლის“  სპორტსმენების  სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილისა  და მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის  შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს,  ა(ა)იპ  ,,საჩხერის სასპორტო სკოლის“  სპორტსმენების სპორტულ ღონისძიებებზე  გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესი, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე დანართი   ა(ა)იპ  ,,საჩხერის სასპორტო სკოლის“  სპორტსმენების  სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗 ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი არეგულირებს  ა(ა)იპ  საჩხერის სასპორტო სკოლის სპორტსმენების სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესს. მუხლი 2🔗 1. ა(ა)იპ  ,,საჩხერის სასპორტო სკოლის“  სპორტსმენების სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხების ანაზღაურება განხორციელდეს  ა(ა)იპ ,,საჩხერის სასპორტო სკოლისათვის“  დამტკიცებული სუფსიდიის ფარგლებში დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. 2. დაფინანსება განხორციელდეს ღონისძიებათა გეგმით, რომელიც შედგენილია შესაბამისი სპორტის სახეობის ფედერაციების კალენდრის მიხედვით, აგრეთვე სხვადასხვა ტურნირებისა და შეჯიბრებების დებულების მიხედვით. მუხლი 3🔗 ა(ა)იპ საჩხერის სასპორტო სკოლის სპორტსმენების კვებისათვის საჭირო თანხა ანაზღაურდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის. მუხლი 4🔗 რეგიონულ და რესპუბლიკურ  სასპორტო ღონისძიებებში მონაწილე სპორტსმენთა კვების დღიური ნორმა განისაზღვროს 15 (თხუთმეტი) ლარით, მათ შორის : 1.    საუზმე  - 4 (ოთხი) ლარი; 2. სადილი - 7 (შვიდი) ლარი; 3. ვახშამი - 4 (ოთხი) ლარი. მუხლი 5🔗  წინამდებარე  დანართით განსაზღვრულ ღონისძიებებში სპორტსმენების კვებისათვის გამოყოფილი თანხის  ხარჯვაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ა(ა)იპ ,,საჩხერის სასპორტო სკოლის“ ბუღალტერიაში (ან შესაბამის, ფინანსურ ოპერაციებზე და აღრიცხვაზე პასუხისმგებელ სტრუქტურაში) წარმოადგინოს ხარჯვის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია, არაუგვიანეს ღონისძიების დასრულებიდან 5 კალენდარული დღისა.