1. საერთო კრების წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი.

2. საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვს,აგრეთვე:

ა)    შესაბამისი დასახლების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს;

ბ) ამ დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებ სხვა სრულწლოვან პირს.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტში მითითებული პირები საერთო კრების საქმიანობაში    მონაწილეობას    იღებენ    საქართველოს    ორგანული    კანონით „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსით“  (შემდგომ  -  კოდექსი)  და  ამ დებულებით განსაზღვრული წესით.

4. საერთო კრება უფლებამოსილია თავისი საქმიანობის წარმართვის და მისი ხელშეწყობის მიზნით საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს საერთო კრების რჩეული (შემდგომ - რჩეული).

5. საერთო კრებას ჰყავს საერთო კრების მდივანი (შემდგომ - მდივანი).

6. საერთო კრების მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით პირის მონაწილეობის თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, პირი საკუთარ უფლებას ადასტურებს, შესაბამის დასახლებაში ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტით ან/და საერთო კრებაზე დამსწრე არანაკლებ 3 სრულუფლებიანი წევრის ხელმოწერილი სამეზობლო აქტით.

7. საერთო კრების საქმიანობაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ქალისა და მამაკაცის თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობა