,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო სამმართველოს რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“ შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 30 ნოემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №8
2016 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო სამმართველოს რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 30 ნოემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო სამმართველოს რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“ შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 30 ნოემბრის N39 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 02/12/2015წ. სარეგისტრაციო კოდი 010320040.32.061.016166) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ1“ პუნქტი:
,,მ1) ოკუპირებულ ტერიტორიაზე სანიტარიის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მონიტორინგი და რეაგირება;“
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) გარემოს სამმართველო:
ა.ა) გარემოსდაცვითი პროექტებისა და პროგრამების განყოფილება;
ბ) აგრობიომრავალფეროვნების განყოფილება;
გ) გამწვანება-გატყევების განყოფილება;
დ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე სანიტარიის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მონიტორინგისა და რეაგირების სამსახური:
დ.ა) ვეტერინარიის განყოფილება;
დ.ბ) მცენარეთა დაცვის განყოფილება.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
,,6. ოკუპირებულ ტერიტორიაზე სანიტარიის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მონიტორინგისა და რეაგირების სამსახურის ფუნქციებია:
ა) ოკუპირებულ ტერიტორიაზე სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგური მდგომარეობის შესწავლა, ვეტერინარულ-ინვაზიურ და სხვა სახის დაავადებათა მედიკამენტოზური მკურნალობის უზრუნველყოფა;
ბ) საშიშ ინფექციურ დაავადებათა და საკარანტინო მავნებელთა გამოვლენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში შემავალ შესაბამის დარგობრივ სტრუქტურებთან კოორდინირებულად და მათთვის ინფორმაციის მიწოდება პრაქტიკული და კანონმდებლობით გათვალისწინებული აღმკვეთი ღონისძიებების ჩასატარებლად.
6.1 ვეტერინარიის განყოფილების ფუნქციაა უზრუნველყოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესწავლა, ვეტერინალურ-ინვაზიური და სხვა სახის დაავადებათა მედიკამენტოზური მკურნალობა;
6.2 მცენარეთა დაცვის განყოფილების ფუნქციაა უზრუნველყოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკარანტინო მავნებელთა გამოვლენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში შემავალ შესაბამის დარგობრივ სტრუქტურებთან კოორდინირებულად და მიაწოდოს მათ ინფორმაცია პრაქტიკული და კანონმდებლობით გათვალისწინებული აღმკვეთი ღონისძიებების ჩასატარებლად.“.
მუხლი 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (მ. ფარფალია) უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებების ასახვა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტში.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 თებერვლიდან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია