⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.03.2016)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.01.2016
ძალის დაკარგვა 04.03.2016
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.103.016198
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,074 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2016 მიღება
04.03.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის წესის დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №2 2016 წლის 27 იანვარი დაბა მესტია მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის წესის დამტკიცების შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4  პუნქტების, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების  შესახებ“ მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗  დამტკიცდეს თანდართული მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესი. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 მარტის №19 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე  დანართი№1 მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესი მუხლი 1🔗. 1. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით სოციალური სფეროსათვის სხვადასხვა ორგანიზაციული კოდით, ონკოლოგიურ ავადმყოფებზე, დიალიზით მოსარგებლე და ფსიქიურად დაავადებულ პირებზე, სტიქიით (მათ შორის – ხანძარი) დაზარალებულ ოჯახებზე,  გარდაცვლილ დევნილთა და ვეტერანთა ოჯახებზე დაკრძალვის ხარჯების, მრავალშვილიან (არასრულწლოვანი ხუთი შვილი და ზემოთ) ოჯახებზე, მარჩენალდაკარგულ ოჯახებსა და შშმ. ბავშვებზე, ახალშობილებზე, ხანდაზმულებზე (90 წელი და ზემოთ), ომის მონაწილე ვეტერანებსა და ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებზე, მკვეთრად გამოხატულ შშმ. პირებზე, სოციალურად დაუცველის ან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფებზე ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების, სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსებისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ C ჰეპატიტით დაავადებულთა გამოკვლევის თანადაფინანსებისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ  სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გადაუდებელი ენდოსკოპიური გამოკვლევის თანადაფინანსებისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ 0 დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი  ბავშვებისთვის  ფარისებრი ჯირკვლის  პათოლოგიათა ადრეული გამოვლენის მიზნით გამოკვლევების თანადაფინანსებისთვის გათვალისწინებული თანხების მიზნობრივად ხარჯვას უზრუნველყოფის მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის საბჭო (შემდგომ – კომისია). იმ შემთხვევაში, როდესაც ბენეფიციარი არ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს, მაგრამ მისი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე და საგანგებოა ასეთ დროს გადაწყვეტილებას საბჭო შეთანხმებით იღებს გამგებელი, გამგებლის ბრძანებით. 2.  ქმნის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით-ბრძანებით. 3. კომისიის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის კომისია. მუხლი 2🔗. საჯაროობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად კომისიის მუშაობაში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა. მუხლი 3🔗. 1. კომისიაზე წარმოსადგენი განცხადებების ფორმასა და თანდართული დოკუმენტების ნუსხას განსაზღვრავს კომისია.  2. განცხადებების (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) უტყუარობის შესწავლა ხდება კომისიაზე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების (დედნების) შეფასებით.  3. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საკითხის განხილვას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, თან უნდა ახლდეს სტიქიური მოვლენის შედეგად მიღებული ზარალის შემფასებელი კომისიის ან მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის სპეციალისტების დასკვნა ფოტომასალასთან ერთად კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში. მუხლი 4🔗. 1. ონკოლოგიურ ავადმყოფებზე, დიალიზით მოსარგებლე და ფსიქიკურად დაავადებულ პირებზე ერთჯერადი ფულადი დახმარებების ოდენობა განისაზღვროს  არანაკლებ 100 (ასი) და არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. 2. სტიქიით (მათ შორის – ხანძარი) დაზარალებულ ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარება: ა) ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები : ერთჯერადი ფულადი დახმარებების ოდენობა განისაზღვროს  არანაკლებ -500 (ხუთასი) ლარიდან , არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარამდე; ბ) სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული პირები: ერთჯერადი ფულადი დახმარებების ოდენობა განისაზღვროს  არანაკლებ  - 500 (ხუთასი) ლარიდან,  არაუმეტეს  2000 (ორი ათასი) ლარამდე. 3. გარდაცვლილ, დევნილთა და ვეტერანთა ოჯახებზე დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება განისაზღვროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 4. მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ: ა) მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი ხუთი და მეტი შვილი, ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; ბ) მარჩენალდაკარგულ  ოჯახებსა და  შშმ. ბავშვებზე –100 (ასი) ლარი; გ) ახალშობილებზე – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი; დ) ხანდაზმულებზე (90 წელი და ზემოთ) –150 (ას ორმოცდაათი ) ლარი; ე) ომის მონაწილე ვეტერანებსა და ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებზე – 50 (ორმოცდაათი) ლარი; ვ) მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის სამშვიდობო მისიების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (შემდგომში – ინვალიდი)  „ვეტერანების დღის“ (17 ოქტომბერს) აღსანიშნავად – საჩუქრის სახით, ერთჯერადი მატერიალური (ფულადი)  დახმარების გაწევა-  500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ( I ჯგუფი) –100 ( ასი) ლარი; თ) სოციალურად დაუცველის ან იძულებით გადაადგილებული პირის -დევნილის  სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფების (მათ შორის-შაქრიანი დიაბეტი, პარკინსონის დაავადება, ბრონქული ასთმა, იშემიური ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის მანკი, გულის უკმარისობა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ფსორიაზი, ეპილეფსია, გაფანტული სკლეროზი)  ერთჯერადი დახმარება – 100 (ასი) და არაუმეტეს 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; ი) საკრებულოს და გამგეობის გარდაცვლილ თანამშრომელთა ოჯახებზე (თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევაში) – 1500 ( ათას ხუთასი) ლარი. 5. ამბულატორიების, პოლიკლინიკების და საავადმყოფოების პროგრამების ფარგლებში: ა)  სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების (საავადმყოფოს) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშფაქტურის შესაბამისად, წარმოდგენილი თანხის 30%-ი (არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით) რასაც სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს; ბ) სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გადაუდებელი ენდოსკოპიური გამოკვლევის დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, შესაბამისი დაწესებულების (შპს რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი) საბანკო ანგარიშზე, ამ დაწსებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად 100%-ის ოდენობით  (საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში  ენდოსკოპიურ გამოკვლევები არ ფინანსდება); გ) მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ C ჰეპატიტით დაავადებულთა გამოკვლევის დაფინანსება  მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, შესაბამისი დაწესებულების  საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად 70 %-ის ოდენობით. (C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტთა მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 70%-ს , „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, თანაგადახდა შეადგენს 30 %-ს); დ) მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ 0 დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი  ბავშვების ფარისებრი ჯირკვლის ( პათოლოგიათა ადრეული გამოვლენის მიზნით) გამოკვლევების თანადაფინანსება  (რომელშიც შედის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა დიაგნოსტიკა – ულტრაბგერითი კვლევა, ფარისებრი ჯირკვლის სადიაგნოზო ჰორმონული კვლევებიდან – თირეოტროპული ჰორმონის (TSH) და პერიფერიული თავისუფალი თიროქსინის (FT4) გამოკვლევა). გამოკვლევების თანადაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშფაქტურების შესაბამისად. თანადაფინანსება განხორციელდება თანხით, რომლის დაფინანსებაც არ ხდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. 6. სოციალური დახმარების გაცემის კომისია იხილავს მესტიის რაიონში რეგისტრირებულ, მოქალაქეთა,  ოჯახთა განცხადებებს დახმარების გაწევის თაობაზე, ადგენს მათ უტყუარობას, ინდივიდუალურად შეისწავლის თითოეული მოქალაქის განცხადებას, რომლის შედეგადაც განსაზღვრავს ერთჯერადი ფულადი დახმარების რაოდენობას, ხოლო მესტიის მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებულ, მაგრამ მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს დახმარება გაეწევათ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ცნობის საფუძველზე. 7. ფულადი დახმარების გაცემა და თანხის ჩარიცხვა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზე, გარდა მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა (ამ შემთხვევაში თანხა ირიცხება შესაბამისი საავადმყოფოს საბანკო ანგარიშზე). მუხლი 5🔗. 1. კომისიის  სხდომა იმართება არანაკლებ თვეში ერთხელ. 2. კომისია საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე სწავლობს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ეფექტურობას, შედეგიანობას და დებს წინადადებებს დამტკიცებული პროგრამების გაგრძელებისა თუ გაუქმების, დაფინანსების შემცირების თუ სხვა ფორმით განხორციელების შესახებ. მუხლი 6🔗. 1. კომისია საქმის წარმოებისას ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის № 414 ბრძანებულებით „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“. 2. კომისიის სხდომის ოქმი იკვრება საქაღალდეში რიგის მიხედვით, მასში გასაგებად და დასაბუთებულად უნდა იყოს ასახული გადაწყვეტილების მიღებისა და გასაცემი თანხის ოდენობის აუცილებლობა. 3. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემა ხორციელდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.