„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 2)“

მიღების თარიღი 06.10.2015
ძალაში შესვლა 06.11.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №1005
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016370
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/02/2016
matsne.gov.ge 2,484 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.10.2015 მიღება
06.11.2015 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სესხის ნომერი 3417- GEO სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები)(შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 3)საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 97% 01.09.2016 „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 97% 26.10.2015 „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამა - ქვეპროგრამა 2) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 21.11.2022 „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (COVID-19-ის ვაქცინის მხარდამჭერი პროექტი აზია-წყნარი ოკეანეთის ვაქცინის ხელმისაწვდომობის ფარგლებში - სწრაფი რეაგირების კომპონენტი)“ სასესხო თანხების გამოთხოვა და ჩამორიცხვა 95% 28.10.2021 „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ელექტროენერგიის გადაცემის სექტორის რეფორმის პროგრამა)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 15.10.2021

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 2)“  სესხის ნომერი 3282- GEO საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 2)  2015 წლის 6 ოქტომბერი  GEO 48044 სასესხო ხელშეკრულება (ჩვეულებრივი ოპერაციები) სასესხო ხელშეკრულება, დათარიღებული 2015 წლის  6 ოქტომბერს საქართველოსა ("მსესხებელი") და აზიის განვითარების ბანკს ("ADB") შორის.  მასზედ, რომ (ა) ADB-მ მსესხებლისაგან მიიღო  წერილი განვითარების პოლიტიკის შესახებ, დათარიღებული 2015 წლის 20 აგვისტოს („პოლიტიკის წერილი“), რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ მიზნებს, პოლიტიკასა და ქმედებებს, აღწერილს  სპეციალური ოპერაციის სასესხო ხელშეკრულების (მოიხსენიება ქვემოთ მოცემული პრეამბულის ნაწილში (გ) განრიგში 1, რომელიც შემუშავდა  მსესხებლის ფინანსური სექტორის განვითარების მიზნით („პროგრამა“); (ბ) პროგრამა მოიცავს პროგრამული მიდგომის მეორე ქვეპროგრამას, როგორც ეს აღწერილია სპეციალური ოპერაციების სასესხო ხელშეკრულების („პროგრამული მიდგომა“) განრიგი 1-ის პუნქტ 1-ში, და მსესხებელმა მიმართა ADB-ს (i) სესხის თაობაზე აზიის განვითარების ბანკის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან და (ii) სესხის თაობაზე ADB-ს სპეციალური ფონდების რესურსებიდან, ორივე შემთხვევაში პროგრამის მიზნებისათვის; (გ)  იმავე დღით დათარიღებული შეთანხმების თანახმად, მსესხებელსა და ADB-ს შორის („სპეციალური ოპერაციების სასესხო ხელშეკრულება“), ADB დათანახმად, ასესხოს მსესხებელს ADB-ს სპეციალური ფონდების რესურსებიდან თანხა სხვადასხვა ვალუტაში, რომელიც ეკვივალენტურია ოცდაჩვიდმეტი მილიონ ცხრაას სამოცდაექვსი ათასი სპეციალური სასესხო უფლებებისა (SDR 37,966,000) პროგრამის მიზნებისათვის; და (დ) ADB დათანხმდა, გასცეს სესხი მსესხებელზე ADB-ს ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან წინამდებარე დოკუმენტში მოყვანილი ვადებისა და პირობების გათვალისწინებით; ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:  მუხლი I სესხის რეგულაციები განმარტებები პუნქტი 1.01. ჩვეულებრივი ოპერაციების სასესხო წესდებით განსაზღვრული ყველა დებულება, რომელიც ვრცელდება ADB-ს ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან გაცემულ და 2001 წლის 1 ივლისით დათარიღებულ  LIBOR-ზე დაფუძნებულ სესხებზე („სასესხო რეგულაციები“), გავრცელდეს წინამდებარე სასესხო შეთანხმებაზე და მათ შეუნარჩუნდეთ იგივე ძალა და ქმედითობა, როგორიც იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ისინი სრულად აისახებოდა  წინამდებარე დოკუმენტში, თუმცა, შემდეგი ცვლილებების შეტანის შემდგომ: (ა)    პუნქტი 2.01 (49) ამოღებულია და შეცვლილია შემდეგით:  49. ტერმინი „პროგრამა“ აღნიშნავს პროგრამას, რომლისთვისაც ADB დათანხმდა სესხის გაცემას, როგორც ეს აღწერილია სასესხო ხელშეკრულებაში და იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებულ აღწერილობაში შეიძლება დროდადრო  ცვლილებების შეტანა  ADB-სა და მსესხებელს შორის შეთანხმების საფუძველზე. (ბ)  ტერმინი „პროექტი“, სადაც არ უნდა იყოს იგი გამოყენებული სასესხო რეგულაციების   ფარგლებში, უნდა შეიცვალოს ტერმინით „პროგრამა“. (გ) პუნქტი 2.01 (51) ამოღებულია და შეცვლილია შემდეგით: 51. ტერმინი „პროგრამის განმახორციელებელი სააგენტო“ აღნიშნავს უწყებას ან უწყებებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პროგრამის განხორციელებაზე, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო ხელშეკრულებაში. (დ) ტერმინი „პროექტის განმახორციელებელი სააგენტო“, სადაც არ უნდა იყოს იგი გამოყენებული სასესხო რეგულაციების ფარგლებში, უნდა შეიცვალოს ტერმინით „პროგრამის განმახორციელებელი სააგენტო“. (ე) პუნქტი 3.03 ამოღებულია და შეცვლილია შემდეგით: ვალდებულების გადასახდელი; კრედიტი. (ა) მსესხებელი გადაიხდის ვალდებულების გადასახდელს სესხის თანხის აუთვისებელ ნაწილზე სასესხო ხელშეკრულებაში განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთისა და პირობების მიხედვით. (ბ) ADB გამოუყოფს მსესხებელს სესხს სასესხო ხელშეკრულებაში განსაზღვრული განაკვეთის შესაბამისად, განაკვეთი იქნება ფიქსირებული სესხის არსებობის მანძილზე. ADB სესხს დაარიცხავს საპროცენტო განაკვეთს, რომელსაც გადაიხდის მსესხებელი. (ვ) პუნქტი 3.06 ამოღებულია და შეცვლილია შემდეგით: შეღავათი. (ა) ADB-ს ნებისმიერ განცხადებას მასზედ,  რომ ახალი სესხებისათვის უნდა შემცირდეს ფიქსირებული სპრედი, უნდა მოჰყვეს ADB-ის მხრიდან შეღავათის გაკეთება ნებისმიერი მსესხებლისათვის, რომელსაც გააჩნია დაუფარავი სესხი, რომელზეც, თავის მხრივ, ვრცელდება უფრო მაღალი ფიქსირებული სპრედი. შეღავათის თანხა განისაზღვრება i) დაუფარავი სესხის ფიქსირებულ სპრედსა და ახალი სესხების (გამოსახული როგორც წლიური პროცენტი) შესაბამის ფიქსირებულ სპრედს შორის არსებული სხვაობის გამრავლებით ii) დაუფარავი სესხის ძირითად თანხაზე, რომელზეც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს პროცენტი ყველა საპროცენტო პერიოდში, დაწყებული იმ დაბალი ფიქსირებული  სპრედის ძალაში შესვლის თარიღიდან (და მის შემდეგ), რომელიც გამოყენებულ იქნება ახალი სესხებისათვის. (ბ)  ADB-ს ნებისმიერ განცხადებას იმის თაობაზე, რომ მისი დაფინანსების ხარჯების მარჟის დაანგარიშებამ ნებისმიერ სასესხო ვალუტასთან (ან დამტკიცებულ ვალუტასთან) მიმართებაში რომელიმე სემესტრში აჩვენა ADB-ს მიერ თანხების დაზოგვა, უნდა მოჰყვეს ADB-ს მიერ მსესხებლისთვის შეღავათის გაკეთება. შეღავათის თანხა განისაზღვრება (i) დაფინანსების ღირებულების მარჟის (გამოხატული წლიურ პროცენტში) გამრავლებით (ii) სესხის ძირითად თანხაზე, რომელზეც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს პროცენტი ყველა საპროცენტო პერიოდში, დაწყებული უშუალოდ იმ სემესტრის შემდეგ, რომლისთვისაც მოხდა დაფინანსების ღირებულების მარჟის გამოთვლა. ADB-ს შეღავათის თანხა შეეხება მსესხებლის მიერ გადასახდელ პროცენტს, რომელიც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს საპროცენტო პერიოდში დაწყებული იმ სემესტრიდან, რომლისთვისაც მოხდა დაფინანსების ღირებულების მარჟის გამოთვლა.". (ზ) პუნქტი 3.07 ამოღებულია და შეცვლილია შემდეგით: საურავი. (ა) ADB-ს ნებისმიერ განცხადებას მასზედ, რომ ფიქსირებული სპრედი, გამოყენებული ახალი სესხებისათვის, უნდა გაიზარდოს, უნდა მოყვეს ADB-სათვის საურავის გადახდა ნებისმიერი მსესხებლის მიერ, რომელსაც გააჩნია დაუფარავი სესხი, რომელზეც, თავის მხრივ, ვრცელდება დაბალი ფიქსირებული სპრედი. საურავის თანხა განისაზღვრება (i) ახალი სესხებისათვის გამოსაყენებელ ფიქსირებულ სპრედსა და დაუფარავი სესხისთვის გამოყენებულ ფიქსირებულ სპრედს შორის არსებული სხვაობის გამრავლებით (გამოსახული წლიურ პროცენტში) (ii) დაუფარავი სესხის ძირითად თანხაზე, რომელზეც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს სარგებლის პროცენტი ყველა საპროცენტო პერიოდში, დაწყებული იმ მაღალი ფიქსირებული  სპრედის ძალაში შესვლის თარიღიდან (და მის შემდეგ), რომელიც გამოყენებულ იქნება ახალი სესხებისათვის. (ბ) ADB-ს ნებისმიერ განცხადებაზე მასზედ, რომ მისი დაფინანსების ხარჯის მარჟის დაანგარიშებამ ნებისმიერ სასესხო ვალუტასთან (ან დამტკიცებულ ვალუტასთან) მიმართებაში  აჩვენა, რომ რომელიმე სემესტრში ADB-ს წარმოეშვა დამატებითი ხარჯები, უნდა მოჰყვეს მსესხებლის მიერ ADB-სათვის საურავის  გადახდა. მომსახურების გადასახდელის თანხა განისაზღვრება (i) დაფინანსების ღირებულების მარჟის (გამოხატული წლიურ პროცენტში) გამრავლებით (ii) სესხის ძირითად თანხაზე, რომელზეც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს სარგებლის პროცენტი ყველა საპროცენტო პერიოდში, დაწყებული უშუალოდ იმ სემესტრის შემდეგ, რომლისთვისაც მოხდა დაფინანსების ღირებულების მარჟის გამოთვლა. ADB-მ უნდა დაუმატოს საურავის თანხა იმ სარგებლის პროცენტს, რომელიც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს საპროცენტო პერიოდში, დაწყებული იმ სემესტრიდან, რომლისთვისაც მოხდა დაფინანსების ღირებულების მარჟის გამოთვლა. პუნქტი 1.02. რამდენიმე ტერმინს,  სადაც არ უნდა იყოს გამოყენებული წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, განსაზღვრულს სასესხო რეგულაციების და სპეციალური ოპერაციების სასესხო ხელშეკრულებაში,  გააჩნია აქ ჩამოყალიბებული შესაბამისი მნიშვნელობები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება ცვლილების შეტანა, ან კონტექსტი სხვაგვარად მოითხოვს. მუხლი II სესხი პუნქტი 2.01. (ა) ADB თანახმაა, ასესხოს მსესხებელს ADB-ს ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან თანხა ცხრამეტი მილიონ რვაას ოთხმოცდათერთმეტი ათას ხუთასი ევროს (€19,891,500) ოდენობით, იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებული თანხა შესაძლოა დროდადრო კონვერტირდეს ვალუტის კონვერტაციის საშუალებით, შესაბამისად წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების პუნქტი 2.06-ის დებულებებისა. (ბ) სესხს გააჩნია ძირითადი თანხის დაფარვის 12-წლიანი ვადა და შეღავათიანი პერიოდი განსაზღვრულია ამ პუნქტის (გ) პარაგრაფით. (გ) ტერმინი „შეღავათიანი პერიოდი“, რომელიც გამოყენებულია ამ პუნქტის (ბ) პარაგრაფში, აღნიშნავს პერიოდს, რომელიც წინ უსწრებს  ძირითადი თანხის დასაფარი პირველი გადახდის თარიღს, შესაბამისად ამორტიზაციის გრაფიკისა, რომელიც მოცემულია წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების  განრიგში 1. პუნქტი 2.02. მსესხებელმა უნდა გადაუხადოს ADB-ს პროცენტი ძირითად სესხის ათვისებულ და დროდადრო დაუფარავ თანხაზე თითოეული საპროცენტო პერიოდში განაკვეთით, რომელიც ტოლია: (ა) EURIBOR-ისა; და (ბ) 0.60%-ის ჯამისა, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო რეგულაციების პუნქტში 3.02, მინუს 0.10%, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო რეგულაციების პუნქტში 3.03. პუნქტი 2.03. მსესხებელმა უნდა გადაიხადოს ვალდებულების გადასახდელი წლიური 0.15%-ის ოდენობით. ვალდებულების გადასახდელი უნდა დაირიცხოს სესხის სრულ თანხაზე (მინუს დროდადრო ათვისებული თანხები), დაწყებული წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების თარიღიდან  60 დღის შემდეგ. პუნქტი 2.04. საპროცენტო და სხვა სასესხო გადასახდელები გადაიხდება ყოველ წელს, წელიწადში ორჯერ 15 მარტს და 15 სექტემბერს. პუნქტი 2.05. მსესხებელმა უნდა დაფაროს სესხის ანგარიშიდან ათვისებული სესხის ძირითადი თანხა,  შესაბამისად წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების განრიგი 1-ის დებულებებისა. პუნქტი 2.06. (ა) მსესხებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს სესხის პირობების შეცვლა ნებისმიერი ქვემოთ მოყვანილი სახით, რათა ხელი შეუწყოს სესხის გონივრულ მართვას:  i.  სესხის  ძირითადი თანხის მთლიანი ან მისი რომელიმე ნაწილის, იქნება ის ათვისებული და დაუფარავი თუ აუთვისებელი,  სასესხო ვალუტის  შეცვლა დამტკიცებული ვალუტით; ii.  ათვისებული და დაუფარავი სესხის სრულ ძირითად თანხაზე ან მის რომელიმე ნაწილზე გავრცელებული საპროცენტო განაკვეთის გადაყვანა ცვლადი განაკვეთიდან ფიქსირებულ განაკვეთზე, ან პირიქით;  iii.  ლიმიტების დაწესება ცვლად განაკვეთზე, რომელიც ვრცელდება ათვისებული და დაუფარავი სესხის სრულ ძირითად თანხაზე ან მის რომელიმე ნაწილზე, ხსენებულ ცვლად განაკვეთზე სარგებლის საპროცენტო განაკვეთის ფიქსირებული მაქსიმუმის ან სარგებლის საპროცენტო განაკვეთის ფიქსირებული მინიმუმისა და მაქსიმუმის დაწესებით. (ბ) ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მოითხოვება ამ პუნქტის (ა) პარაგრაფის შესაბამისად და რომელიც აღიარებულია ADB-ს მიერ, ჩაითვლება „ცვლილებად“, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო რეგულაციების პუნქტში 2.01(6), და იგი უნდა განხორციელდეს სასესხო რეგულაციების მუხლი V-ის დებულებებისა და კონვერსიის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.  მუხლი III სესხის სახსრების გამოყენება პუნქტი 3.01. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს სესხის სახსრების გამოყენება პროგრამის ხარჯების დასაფინანსებლად,  წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების დებულებების  შესაბამისად. პუნქტი 3.02. სესხის სახსრები ათვისებული უნდა იქნას  წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების განრიგი 2-ის დებულებების შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი განრიგი შეიძლება დროდადრო შეიცვალოს მსესხებლისა და ADB-ს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. პუნქტი 3.03. სესხის დახურვის თარიღად წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების პუნქტი 9.02-ით გათვალისწინებული მიზნებისათვის მიღებული უნდა იქნას 2015 წლის 31 დეკემბერი, ან სხვა რომელიმე თარიღი, რომლის შესახებაც შესაძლოა დროდადრო შეთანხმდნენ მსესხებელი და ADB. მუხლი IV კონკრეტული შეთანხმებები პუნქტი 4.01. (ა) მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამის ჯეროვნად და ეფექტურად განხორციელება, შესაბამისად სათანადო და მისაღები ტექნიკური, ფინანსური, ბიზნესსა და განვითარებასთან დაკავშირებული  პრაქტიკისა. (ბ) ამ პროგრამის განხორციელებისას მსესხებელმა უნდა შეასრულოს ან უზრუნველყოს შესრულება ყველა იმ ვალდებულებისა, რომელიც ჩამოყალიბებულია სპეციალური ოპერაციების სასესხო ხელშეკრულების განრიგში 4. პუნქტი 4.02. სესხის სახსრების გარდა, საჭიროების მიხედვით  მსესხებელმა ADB-სათვის მისაღები პირობებით დაუყოვნებლივ უნდა გამოჰყოს სახსრები, ნაგებობები, მომსახურება, მიწა და სხვა რესურსები პროგრამის განხორციელებისა და პროგრამის ფარგლებში არსებული ობიექტების ოპერირებისა და მომსახურებისათვის. პუნქტი 4.03. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისი  დეპარტამენტებისა და უწყებების საქმიანობა, მიმართული პროგრამის რეალიზაციაზე, ხორციელდებოდეს და კოორდინირებულ იქნას სათანადო ადმინისტრაციულ პოლიტიკასა და პროცედურებთან შესაბამისობის პირობებში. პუნქტი 4.04. (ა) მსესხებელმა უნდა აწარმოოს ან უზრუნველყოს ადეკვატური წარმოება ჩანაწერებისა და დოკუმენტებისა, რათა მოხდეს დაშვებული საგნების იდენტიფიცირება, რომელთა დაფინანსებაც სესხის სახსრებიდან ხდება, და ასახულ იქნას, თუ რა სტადიაშია პროგრამის განხორციელების პროცესი. (ბ) მსესხებელმა საშუალება უნდა მისცეს ADB-ს წარმომადგენლებს, შეამოწმონ ნებისმიერი  ჩანაწერი და დოკუმენტი, რომელიც მოხსენიებულია ამ პუნქტის (ა) პარაგრაფში. პუნქტი 4.05. როგორც სასესხო რეგულაციების პუნქტში 7.04 არის მითითებული ანგარიშებისა და ინფორმაციის ფარგლებში, მსესხებელი ADB-ს წარუდგენს ან უზრუნველყოფს წარდგენას ნებისმიერი ანგარიშისა და ინფორმაციისა, რომელსაც ADB ჯეროვნად მოითხოვს პროგრამის განხორციელებასთან, მათ შორის პოლიტიკის წერილში განსაზღვრული მიზნების მიღწევასა და ქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებით. მუხლი V  ეფექტურობა პუნქტი 5.01.      ქვემოთ მოცემული განსაზღვრულია როგორც დამატებითი პირობები ეფექტურობისა ამ სასესხო ხელშეკრულების სასესხო რეგულაციების პუნქტი 10.01 (ვ) მიზნებისთვის: სასესხო ხელშეკრულების სპეციალური ოპერაციები სათანადოდ უნდა იქნას შესრულებული მსესხებლის მიერ და ეფექტურობის ყველა წინაპირობა (იმ პირობებთან ერთად, რომელიც ითხოვს წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების ეფექტურობას) უნდა იყოს დასრულებული. პუნქტი 5.02.      ქვემოთ მოცემული განსაზღვრულია როგორც დამატებითი საკითხი სასესხო რეგულაციების პუნქტი 10.02 (დ) მიზნებისთვის, რომელიც მოიცავს მოსაზრებას ან მოსაზრებებს, რომელიც უნდა წარედგინოს ADB-ს: რომ სასესხო ხელშეკრულების სპეციალური ოპერაციები სათანადოდ იქნას დამტკიცებული ან რატიფიცირებული, შესრულებული და მიწოდებული მსესხებლის სახელით და მასში მოცემული პირობების შესაბამისად  სამართლებრივად იყოს მსესხებლისთვის სავალდებულო. პუნქტი 5.03.      სასესხო ხელშეკრულების ეფექტურობისთვის განსაზღვრულია წინამდებარე სასესხო ხელშეკრულებიდან 60 დღე, სესხის რეგულაციების პუნქტის 10.04 მიზნებისათვის. მუხლი VI სხვადასხვა პუნქტი 6.01. სასესხო რეგულაციების პუნქტი 12.02-ის მიზნებისთვის, მსესხებლის  ფინანსთა მინისტრი დასახელდა მსესხებლის  წარმომადგენლად. პუნქტი 6.02. სასესხო რეგულაციების პუნქტი 12.01-ის მიზნებისთვის მიეთითება შემდეგი მისამართები: მსესხებლისთვის:         ფინანსთა სამინისტრო         ვ. გორგასლის ქუჩა №16, 0114         თბილისი, საქართველო                                                ფაქსი:                                               (+995 32) 2262423  აზიის განვითარების ბანკისთვის: აზიის განვითარების ბანკი აზიის განვითარების ბანკის გამზირი № 6 ქალაქი მანდალიუონგი მეტრო მანილა 1550 ფილიპინები ფაქსი:                                               (632) 636-2444                                               (632) 636-2424. რის დასტურადაც მხარეები, რომლებიც მოქმედებენ მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ წინამდებარე ხელშეკრულებას ზემოთ მოცემული თარიღით. ხელშეკრულების წარდგენა უნდა მოხდეს აზიის განვითარების ბანკის სათავო ოფისში. საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის სახელით აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი იეშიმ ელჰან-კაიალარი განრიგი 1 გადახდის გრაფიკი (შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისთვის - ქვე-პროგრამა 2) 1.  წინამდებარე ცხრილში მოცემულია სესხის ძირითადი თანხის დაფარვის თარიღები და გადასახდელი სესხის მთლიანი ძირითადი თანხის პროცენტი, რომელიც გადახდილ უნდა იქნას ძირითადი თანხის თითოეული გადახდის თარიღისთვის (გადახდის წილი). იმ შემთხვევაში, თუ სესხის თანხები სრულად გამოიყენება პირველი გადახდის თარიღის დროს, მსესხებლის მიერ გადასახდელი სესხის ძირითადი თანხა, რომლის გადახდა უნდა მოხდეს გადახდის ძირითადი თარიღის მიხედვით,  განისაზღვროს ADB-ის მიერ შემდეგნაირად: (ა)პირველი გადახდის თარიღისთვის გამოყენებული და დასაფარი სესხის მთლიანი ძირითადი თანხის გამრავლებით; (ბ) პერიოდული შენატანის ნაწილით თითოეულ ძირითადი გადახდის თარიღზე; ასეთი გადახდა საჭიროებისამებრ უნდა დარეგულირდეს, რათა მოხდეს წინამდებარე განრიგის მე-4 პარაგრაფში მითითებული ნებისმიერი თანხის გამოკლება, რომელსაც ეხება ვალუტის კონვერტირება. გადახდის ვადა                                                        გადასახადის წილი                                                                                         (გამოხატული %-ში)* 15 მარტი 2019                                                       4.166667 15 სექტემბერი 2019                                              4.166667 15 მარტი 2020                                                       4.166667 15 სექტემბერი 2020                                              4.166667 15 მარტი 2021                                                       4.166667 15 სექტემბერი 2021                                              4.166667 15 მარტი 2022                                                       4.166667 15 სექტემბერი 2022                                              4.166667 15 მარტი 2023                                                       4.166667 15 სექტემბერი 2023                                              4.166667 15 მარტი 2024                                                       4.166667 15 სექტემბერი 2024                                              4.166667 15 მარტი 2025                                                       4.166667 15 სექტემბერი 2025                                              4.166667 15 მარტი 2026                                                       4.166667 15 სექტემბერი 2026                                              4.166667 15 მარტი 2027                                                       4.166667 15 სექტემბერი 2027                                              4.166667 15 მარტი 2028                                                       4.166667 15 სექტემბერი 2028                                              4.166667 15 მარტი 2029                                                       4.166667 15 სექტემბერი 2029                                              4.166667 15 მარტი 2030                                                       4.166667 15 სექტემბერი 2030                                              4.166659 სულ                                                                     100.000000 2.   იმ შემთხვევაში, თუ სესხის თანხები სრულად არ   გამოიყენება პირველი გადახდის თარიღის დროს, სესხის ძირითადი თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს მსესხებელმა თითოეული გადახდის თარიღზე, განისაზღვრება შემდეგნაირად: (ა) იმ შემთხვევაში, თუ სესხის თანხები გამოიყენება პირველი გადახდის თარიღისთვის, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს გამოყენებული თანხა და აღნიშნული თარიღისთვის დარიცხული გადასახდელი თანხა, ამ განრიგის 1 პარაგრაფის მიხედვით. (ბ) ნებისმიერი თანხა, რომლის გამოთხოვაც მოხდა პირველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღის შემდეგ, უნდა იქნას გადახდილი ყოველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღში, რომელიც დადგება აღნიშნული თანხის განაღდების თარიღის შემდეგ, ADB-ის მიერ განსაზღვრული რაოდენობით, თითოეული ასეთი განაღდებული თანხის გამრავლებით წილადზე, რის ასათვლელადაც, აღნიშნული ძირითადი გადახდის დღისთვის, აღებული უნდა იყოს თავდაპირველი პერიოდული შენატანის წილი, რომელიც მოცემულია წინამდებარე განრიგის პარაგრაფ 1-ში, ხოლო დენომინატორად ძირითადი თანხის გადახდის თარიღისთვის, რომელიც ასეთ თარიღს დაემთხვევა ან მის შემდეგ დადგება - დარჩენილი თავდაპირველი პერიოდული შენატანის ნაწილი.  გადასახდელი თანხა უნდა დარეგულირდეს საჭიროებისამებრ, რათა დაიქვითოს იმ თანხიდან, რომელიც მითითებულია წინამდებარე განრიგის პარაგრაფ 4-ში და რომელსაც ეხება ვალუტის კონვერტირება. 3.    თანხის გამოყენება, რომელიც განხორციელდება ძირითადი თანხის გადახდის თარიღამდე ორი თვის განმავლობაში, მხოლოდ იმ ძირითადი თანხის რაოდენობის გამოსათვლელად, რომელიც გადასახდელია ძირითადი თანხის გადახდის თარიღზე, უნდა ჩაითვალოს, როგორც ათვისებული და გადასახდელი მომდევნო ძირითადი თანხის დაფარვის თარიღის დადგომისას, რომელიც მოჰყვება თანხის ათვისების თარიღს. აღნიშნული თანხის გადახდა უნდა მოხდეს თითოეული ძირითადი თანხის გადახდის თარიღის დადგომისას, რომელიც დაიწყება მომდევნო ძირითადი თანხის გადახდის თარიღით. 4. მიუხედავად წინამდებარე განრიგის პარაგრაფი 1 და 2-ისა, რომელიც ეხება სესხის ძირითადი ათვისებული თანხის ყველა ან რომელიმე ნაწილისთვის ვალუტის კონვერტაციას ხელშეკრულებით დამტკიცებულ ვალუტაში, კონვერტირებული თანხა, რომლის გადახდა უნდა მოხდეს ძირითადი თანხის დაფარვის თარიღის მიხედვით, რომელიც წინ უსწრებს კონვერტაციის პერიოდს, უნდა განისაზღვროს ADB-ის მიერ უშუალოდ კონვერტაციამდე, აღნიშნული თანხის დენომინაციის ვალუტის გამრავლებით: (i) ან იმ სავალუტო კურსზე, რომელიც ასახავს ძირითადი თანხის რაოდენობას ზემოთ აღნიშნულ დამტკიცებულ ვალუტაში, რომლის გამოყოფა უნდა მოხდეს ADB-ის მიერ სავალუტო რისკის ჰეჯირების ფარგლებში, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ კონვერტაციასთან; ან (ii) იმ შემთხვევაში, თუ ADB განსაზღვრავს ამგვარად, კონვერტაციის სახელმძღვანელოს შესაბამისად, გამოცხადებული გაცვლითი კურსით. 5.  იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებული და გადასახდელი სესხის ძირითადი თანხა დენომინირდება სესხის ერთზე მეტ ვალუტაში, წინამდებარე განრიგის პირობები გამოყენებულ  იქნას კონკრეტულად სესხის თითოეულ ვალუტაში დენომინირებულ თანხასთან მიმართებაში, რათა ცალ-ცალკე შემუშავდეს  სესხის გადახდის გრაფიკი. განრიგი 2 სესხის თანხების ათვისება 1. სასესხო ანგარიშიდან სესხის თანხების ათვისებისთვის გამოყენებულ იქნას წინამდებარე განრიგით გათვალისწინებული პროცედურები, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ADB სხვაგვარად გადაწყვეტს. 2.  (ა) მსესხებელმა აზიის განვითარების ბანკს უნდა წარუდგინოს სასესხო ანგარიშიდან თანხის ათვისების აპლიკაცია. აპლიკაცია შედგენილი უნდა იყოს ADB-ის  მიერ მოთხოვნილი ფორმით. (ბ) აღნიშნულ აპლიკაციას მსესხებელმა თან უნდა დაურთოს დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც დადასტურდება, რომ იმპორტირებისთვის შესაფერისი პროდუქტის ღირებულება მეტი იქნება გამოსაყოფი სესხის რაოდენობაზე თითოეულ იმ წელთან მიმართებაში, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს სესხის თანხების გამოყოფა, (გ) მსესხებელმა აზიის განვითარების ბანკის მიერ დანიშნულ ექსპერტებს ნება უნდა დართოს, რომ შეამოწმონ იმპორტირებისთვის შესაფერისი პროდუქტი ნებისმიერ დროს, რომელთან მიმართებაში მსესხებელს, თანხის ათვისების აპლიკაციაში დადასტურებული აქვს იმპორტირებისთვის შესაფერისი პროდუქტის ღირებულება. 3.  (ა) სასესხო ანგარიშიდან თანხის ათვისების შესახებ, აზიის განვითარების ბანკისთვის აპლიკაციის წარდგენამდე, მსესხებელმა საქართველოს ეროვნულ ბანკში უნდა გახსნას სახელმწიფო ხაზინის სავალუტო ანგარიშის ქვეანგარიში (სადეპოზიტო ანგარიში), რომელზეც უნდა განთავსდეს სასესხო ანგარიშიდან ათვისებული ყველა თანხა. სადეპოზიტო ანგარიშის გახსნა, მართვა და დახურვა უნდა მოხდეს აზიის განვითარების ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი პირობების შესაბამისად. (ბ) სადეპოზიტო ანგარიშთან დაკავშირებული ცალკეული ანგარიშებისა და ჩანაწერების მართვა უნდა მოხდეს აზიის განვითარების ბანკისთვის მისაღები პრინციპების შესაბამისად. მსესხებელმა, აზიის განვითარების ბანკის მოთხოვნისამებრ, უნდა უზრუნველყოს ამონაწერი სადეპოზიტო ანგარიშიდან, რომლის დამოწმება მოხდება დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ, რომლის კვალიფიკაცია, გამოცდილება და კომპეტენციათა ჩამონათვალი მისაღები იქნება აზიის განვითარების ბანკისთვის და შეესაბამება აუდიტორებისთვის განსაზღვრულ საერთაშორისო სტანდარტებს ან ეროვნულ სტანდარტებს, რომლებიც ასევე უნდა აკმაყოფილებდნენ აზიის განვითარების ბანკის მოთხოვნებს. მათი მომზადებისთანავე, მაგრამ აზიის განვითარების ბანკის მიერ მოთხოვნიდან არაუგვიანეს 6 თვისა, ასეთი ფინანსური ამონაწერის ასლები და აუდიტორების მოსაზრება, აღნიშნული ამონაწერის შესახებ უნდა წარედგინოს აზიის განვითარების ბანკს ინგლისურ ენაზე. (გ) პროგრამის განხორციელების პერიოდში მსესხებელმა უნდა წარმოადგინოს სტატისტიკური მონაცემები ვაჭრობის შესახებ და ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაცია, აზიის განვითარების ბანკის მოთხოვნისამებრ, რათა მოხდეს იმპორტირებისთვის შესაფერისი პროდუქტის ფორმულასთან მსესხებლის შესაბამისობის განსაზღვრა. 4.   მსესხებელმა სესხის ათვისება უნდა მოახდინოს წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების ძალაში ყოფნის პერიოდში.