„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (სპეციალური ოპერაციები) (შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 2)“
მიღების თარიღი 06.10.2015
ძალაში შესვლა 06.11.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №1006
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016371
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სესხის ნომერი -3418-GEO(SF) სასესხო შეთანხმება (სპეციალური ოპერაციები) (შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 3)საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (1 სექტემბერი GEO 48044) „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 2)“ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი
ოპერაციები) (ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტი)“ „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო ხელშეკრულება (ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტი)“ „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტი)"
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (სპეციალური ოპერაციები) (შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 2)“
სასესხო ხელშეკრულება
(სპეციალური ოპერაციები)
(შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური
ზრდის პროგრამისათვის – ქვე-პროგრამა 2)
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს
შორის
GEO 48044
სასესხო ხელშეკრულება
(სპეციალური ოპერაციები)
სასესხო ხელშეკრულება, დათარიღებული 2015 წლის 6 ოქტომბერს საქართველოსა („მსესხებელი") და აზიის განვითარების ბანკს („ADB") შორის.
მასზედ, რომ
(ა) ADB-მ მსესხებლისაგან მიიღო წერილი განვითარების პოლიტიკის შესახებ, დათარიღებული 2015 წლის 20 აგვისტოს („პოლიტიკის წერილი“), რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ მიზნებს, პოლიტიკასა და ქმედებებს, რაც წინამდებარე სესხის ხელშეკრულების განრიგში 1 არის აღწერილი და რომელიც შემუშავდა მსესხებლის ფინანსური სექტორის განვითარების მიზნით („პროგრამა“);
(ბ) პროგრამა შედგება პროგრამული მიდგომის მეორე ქვე-პროგრამისაგან, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე სესხის ხელშეკრულების 1 განრიგის 1 პარაგრაფში („პროგრამული მიდგომა“) და მსესხებელმა მიმართა ბანკს (i) სესხის თაობაზე აზიის განვითარების ბანკის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან და (ii) სესხის თაობაზე ADB-ს სპეციალური ფონდების რესურსებიდან, ორივე შემთხვევაში პროგრამის მიზნებისათვის;
(გ) იმავე დღით დათარიღებული შეთანხმების თანახმად, მსესხებელსა და ADB-ს შორის („ჩვეულებრივი ოპერაციის სასესხო ხელშეკრულება“), ADB დათანახმდა, ასესხოს მსესხებელს ADB-ს ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან ცხრამეტი მილიონ რვაას ოთხმოცდათერთმეტი ათას ხუთასი ევრო (€19,891,500 ) პროგრამის მიზნებისათვის; და
(დ) ADB დათანხმდა, გასცეს სესხი მსესხებელზე ADB-ს სპეციალური რესურსების ფონდიდან წინამდებარე დოკუმენტში მოყვანილი ვადებისა და პირობების გათვალისწინებით;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
სესხის რეგულაციები, განმარტებები
პუნქტი 1.01. ბანკის მიერ სესხის გაცემის მარეგულირებელი სპეციალური ოპერაციები, დათარიღებული 2006 წლის 1 იანვრით („სესხის რეგულაციები“) სრულად ვრცელდება წინამდებარე სასესხო ხელშეკრულებაზე ისეთივე ძალით და შედეგებით, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი, ამასთანავე, ექვემდებარება შემდეგ ცვლილებას:
(ა) პუნქტი 2.01(24) ამოღებულია და შეცვლილია შემდეგით:
24. ტერმინი „პროგრამა“ აღნიშნავს პროგრამას, რომლისთვისაც ADB დათანხმდა სესხის გაცემას, როგორც ეს აღწერილია სასესხო ხელშეკრულებაში და იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებულ აღწერილობაში შეიძლება დროდადრო ცვლილებების შეტანა ADB-სა და მსესხებელს შორის შეთანხმების საფუძველზე.
(ბ) ტერმინი „პროექტი“, სადაც არ უნდა იყოს იგი გამოყენებული სასესხო რეგულაციების ფარგლებში, უნდა შეიცვალოს ტერმინით „პროგრამა“.
(გ) პუნქტი 2.01(26) ამოღებულია და შეცვლილია შემდეგით:
26. ტერმინი „პროგრამის განმახორციელებელი სააგენტო“ აღნიშნავს უწყებას ან უწყებებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პროგრამის განხორციელებაზე, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო ხელშეკრულებაში.
(დ) ტერმინი „პროექტის განმახორციელებელი სააგენტო“ სადაც გვხვდება სესხის რეგულაციებში უნდა ჩანაცვლდეს ტერმინით „პროგრამის განმახორციელებელი სააგენტო“.
პუნქტი 1.02. წინამდებარე სასესხო ხელშეკრულებაში გამოყენებულ, სესხის რეგულაციებში განმარტებულ რამდენიმე ტერმინს აქვთ სპეციფიკური მნიშვნელობა თუ არ მოხდა მათი მოდიფიკაცია ან მათი სხვაგვარი ინტერპრეტაცია კონტექსტიდან გამომდინარე. წინამდებარე სასესხო ხელშეკრულებაში გამოყენებულ დამატებით ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
(ა) „თანამონაწილეობის თანხები“ ნიშნავს ეროვნულ ვალუტას, რომელიც მიღებულია პროგრამის ფარგლებში სესხის თანხებიდან და რომელიც აღნიშნულია წინამდებარე სესხის ხელშეკრულების მე-4 განრიგის მე-6 პარაგრაფში;
(ბ) „სადეპოზიტო ანგარიში“ ნიშნავს ანგარიშს მითითებულს წინამდებარე სესხის ხელშეკრულების მე-3 განრიგის მე-3 პარაგრაფში;
(გ) „დაშვებული იმპორტი“ ნიშნავს შესაბამისი პერიოდის განმავლობაში მსესხებლის მთლიან იმპორტს გამოკლებული იმავე პერიოდის შემდგომი სახის იმპორტი:
(i) იმპორტი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ არიან ADB-ის წევრები;
(ii) ისეთი საგნების იმპორტი, რომლებიც წინამდებარე სესხის ხელშეკრულების, მე-3 განრიგის დანართი 1-ში არის დაკონკრეტებული, როგორც დაუშვებელი; და
(iii) ოფიციალური საერთაშორისო და ორმხრივი ფორმატის დახმარების სააგენტოების მიერ დაფინანსებული იმპორტი ან ADB-ის მიერ გაცემული სხვა სესხები ან გრანტები;
(დ) „დასაშვები საგნები“ ნიშნავს დასაშვებ იმპორტს და სერვისებს, რომლებიც დაკავშირებულია მსგავსი იმპორტის განხორციელებასა თუ მოწოდებასთან;
(ე) „სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელო“ ნიშნავს ADB- ის სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოს (2012, რომელიც დროდადრო განიცდის შესწორებებს);
(ვ) “MOESD” ნიშნავს მსესხებლის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან მის შესაძლო სამართალმემკვიდრეს;
(ზ) “MOF” ნიშნავს მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს ან მის შესაძლო სამართალმემკვიდრეს;
(თ) “NBG” ნიშნავს საქართველოს ეროვნულ ბანკს ან მის შესაძლო სამართალმემკვიდრეს;
(ი) „პოლიტიკის მატრიცა“ ნიშნავს პოლიტიკურ ქმედებათა გრაფიკულ აღწერილობას მსესხებლის და ბანკის ხელშეკრულების შესაბამისად, და რომელიც მოცემულია წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების მე-3 განრიგის მე-2 დანართს, რომელიც აყალიბებს განსახორციელებელ ქმედებებს, რომლებიც განხორციელდა ან უნდა განხორციელდეს მსესხებლის მიერ პროგრამული მიდგომის შესაბამისად, და
(კ) „პროგრამის განმახორციელებელი სააგენტო“ სესხის გაცემის რეგულაციების თანახმად და მათი განხორციელების მიზნით ნიშნავს ფინანსთა სამინისტროს ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს, რომელიც მისაღებია ADB-ისთვის და რომელიც არის პასუხისმგებელი პროგრამის განხორციელებაზე.
მუხლი II
სესხი
პუნქტი 2.01. ADB დათანხმდა სესხი გასცეს მსესხებელზე ბანკის სპეციალური რესურსების ფონდიდან სხვადასხვა ვალუტაში ოცდაჩვიდმეტი მილიონ ცხრაას სამოცდაექვსი ათასი სპეციალური სასესხო უფლება (SDR 37,966,000).
პუნქტი 2.02. (ა) მსესხებელმა უნდა გადაუხადოს ბანკს წლიურად 2% შეღავათიანი პერიოდის განმავლობაში და მის შემდგომ, სესხის ანგარიშიდან პერიოდულად ჩამორიცხულ და გადაუხდელ სესხის თანხებზე.
(ბ) ტერმინი „შეღავათიანი პერიოდი“, როგორც არის გამოყენებული ამ პუნქტის (ა) პარაგრაფში ნიშნავს პირველი ძირითადი გადახდის თარიღის წინა პერიოდს წინამდებარე სესხის ხელშეკრულების მე-2 განრიგის ამორტიზაციის გრაფიკის შესაბამისად.
პუნქტი 2.03. მოგებიდან დარიცხული პროცენტი და ამ სესხის ნებისმიერი სხვა დარიცხვა უნდა იყოს გადახდილი ნახევარ წელიწადში ერთხელ ყოველი წლის 15 მარტი და 15 სექტემბერი.
პუნქტი 2.04 მსესხებელმა უნდა გადაიხადოს სესხის ძირითადი თანხა, რომელიც გაიტანა სესხის ანგარიშიდან წინამდებარე სესხის ხელშეკრულების მე-2 განრიგში მოცემული ამორტიზაციის გრაფიკის შესაბამისად.
პუნქტი 2.05. სესხის ძირითადი თანხის გადახდის ვალუტა და სესხის პროცენტის გადახდის ვალუტა სესხის რეგულაციების 4.03(ა) და 4.04 პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე უნდა იყოს დოლარი.
მუხლი III
სესხის სახსრების გამოყენება
პუნქტი 3.01. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს სესხის სახსრების გამოყენება პროგრამის ხარჯების დასაფინანსებლად, წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად.
პუნქტი 3.02. სესხის სახსრები ათვისებულ უნდა იქნას წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების განრიგი 3-ის დებულებების შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი განრიგი შეიძლება დროდადრო შეიცვალოს მსესხებლისა და ADB-ს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
პუნქტი 3.03. სესხის ანგარიშიდან თანხის გატანა შესაძლოა მოხდეს მხოლოდ დაშვებულ ერთეულებთან დაკავშირებული ხარჯების ანგარიშის გამოყენებით. ასეთი შესაძლოა იყოს:
(ა) წარმოებული და მოწოდებული ბანკის იმ წევრი ქვეყნებიდან, რომლებიც ბანკის მიერ დროდადრო არიან დაკონკრეტებული შესყიდვების დასაშვებ წყაროდ; და
(ბ) დასაშვები ერთეულების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, რაც დროდადრო კონკრეტდება ბანკის მიერ.
პუნქტი 3.04. სესხის დახურვის თარიღად წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების პუნქტი 8.02-ით გათვალისწინებული მიზნებისათვის მიღებულ უნდა იქნას 2015 წლის 31 დეკემბერი, ან სხვა რომელიმე თარიღი, რომლის შესახებაც შესაძლოა დროდადრო შეთანხმდნენ მსესხებელი და ADB.
მუხლი IV
კონკრეტული შეთანხმებები
პუნქტი 4.01. ამ პროგრამის განხორციელებისას მსესხებელმა უნდა შეასრულოს ან უზრუნველყოს შესრულება ყველა იმ ვალდებულებისა, რომელიც ჩამოყალიბებულია წინამდებარე სესხო ხელშეკრულების მე-4 განრიგში.
პუნქტი 4.02. (ა) მსესხებელმა უნდა აწარმოოს ან უზრუნველყოს ადეკვატური წარმოება ჩანაწერებისა და დოკუმენტებისა, რათა მოხდეს დაშვებული საგნების იდენტიფიცირება, რომელთა დაფინანსებაც სესხის სახსრებიდან ხდება, და ასახულ იქნას, თუ რა სტადიაშია პროგრამის განხორციელების პროცესი.
(ბ) მსესხებელმა საშუალება უნდა მისცეს ADB-ს წარმომადგენლებს, შეამოწმონ ნებისმიერი ჩანაწერი და დოკუმენტი, რომელიც მოხსენიებულია ამ პუნქტის (ა) პარაგრაფში
პუნქტი 4.03. როგორც სასესხო რეგულაციების პუნქტში 6.05 არის მითითებული ანგარიშებისა და ინფორმაციის ფარგლებში, მსესხებელი ADB-ს წარუდგენს ან უზრუნველყოფს წარდგენას ნებისმიერი ანგარიშისა და ინფორმაციისა, რომელსაც ADB ჯეროვნად მოითხოვს პროგრამის განხორციელებასთან, მათ შორის პოლიტიკის წერილში განსაზღვრული მიზნების მიღწევასა და ქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებით.
მუხლი V
ეფექტურობა
პუნქტი 5.01. ქვემოთ მოცემული განსაზღვრულია როგორც დამატებითი პირობები ეფექტურობისა ამ სასესხო ხელშეკრულების სასესხო რეგულაციების პუნქტი 9.01(ვ) მიზნებისთვის: სასესხო ხელშეკრულების ჩვეულებრივი ოპერაციები სათანადოდ უნდა იქნას შესრულებული მსესხებლის მიერ და ეფექტურობის ყველა წინაპირობა (იმ პირობებთან ერთად, რომელიც ითხოვს წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების ეფექტურობას) უნდა იყოს დასრულებული.
პუნქტი 5.02. ქვემოთ მოცემული განსაზღვრულია როგორც დამატებითი საკითხი სასესხო რეგულაციების პუნქტი 9.02(დ) მიზნებისთვის, რომელიც მოიცავს მოსაზრებას ან მოსაზრებებს, რომელიც უნდა წარედგინოს ADB-ს: რომ სასესხო ხელშეკრულების ჩვეულებრივი ოპერაციები სათანადოდ იქნას დამტკიცებული ან რატიფიცირებული, შესრულებული და მიწოდებული მსესხებლის სახელით და მასში მოცემული პირობების შესაბამისად სამართლებრივად იყოს მსესხებლისთვის სავალდებულო.
პუნქტი 5.03. სასესხო ხელშეკრულების ეფექტურობისთვის განსაზღვრულია წინამდებარე სასესხო ხელშეკრულებიდან 60 დღე, სესხის რეგულაციების პუნქტის 9.04 მიზნებისათვის.
მუხლი VI
სხვადასხვა
პუნქტი 6.01. სასესხო რეგულაციების პუნქტი 11.02-ის მიზნებისთვის, მსესხებლის ფინანსთა მინისტრი დასახელდა მსესხებლის წარმომადგენლად.
პუნქტი 6.02. სასესხო რეგულაციების პუნქტი 12.01-ის მიზნებისთვის მიეთითება შემდეგი მისამართები:
მსესხებლისთვის:
ფინანსთა სამინისტრო
ვ. გორგასლის ქუჩა №16, 0114
თბილისი, საქართველო
ფაქსი:
(+995 32) 2262423
აზიის განვითარების ბანკისთვის:
აზიის განვითარების ბანკი
აზიის განვითარების ბანკის გამზირი №6
ქალაქი მანდალიუონგი
მეტრო მანილა 1550
ფილიპინები
ფაქსი:
(632) 636-2444
(632) 636-2424.
რის დასტურადაც მხარეები, რომლებიც მოქმედებენ მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ წინამდებარე ხელშეკრულებას ზემოთ მოცემული თარიღით. ხელშეკრულების წარდგენა უნდა მოხდეს აზიის განვითარების ბანკის სათავო ოფისში.
საქართველოს სახელით
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური
აზიის განვითარების ბანკის სახელით იეშიმ ელჰან-კაიალარი
აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი
წარმომადგენლობის დირექტორი
განრიგი 1
პროგრამის აღწერა
1. პროგრამული მიდგომის ძირითადი მიზანია სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდის მიზნით შიდა რესურსების უფრო ეფექტური მობილიზაცია. პროგრამული მიდგომა შედგება სამი ქვეპროგრამისაგან და პროგრამა მისი მეორე ქვეპროგრამაა. პროგრამა უფრო დეტალურადაა აღწერილი პოლიტიკის წერილში და პოლიტიკის მატრიცაში.
2. პროგრამა დასრულდა 2015 წლის 19 აგვისტოს.
განრიგი 2
ამორტიზაციის გრაფიკი
(შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის –
ქვეპროგრამა 2)
გადახდის ვადა ძირითადი თანხის გადახდა
(გამოხატული სპეციალური
სასესხო უფლებებში)*
15 მარტი 2021 949,150.00
15 სექტემბერი 2021 949,150.00
15 მარტი 2022 949,150.00
15 სექტემბერი 2022 949,150.00
15 მარტი 2023 949,150.00
15 სექტემბერი 2023 949,150.00
15 მარტი 2024 949,150.00
15 სექტემბერი 2024 949,150.00
15 მარტი 2025 949,150.00
15 სექტემბერი 2025 949,150.00
15 მარტი 2026 949,150.00
15 სექტემბერი 2026 949,150.00
15 მარტი 2027 949,150.00
15 სექტემბერი 2027 949,150.00
15 მარტი 2028 949,150.00
15 სექტემბერი 2028 949,150.00
15 მარტი 2029 949,150.00
15 სექტემბერი 2029 949,150.00
15 მარტი 2030 949,150.00
15 სექტემბერი 2030 949,150.00
15 მარტი 2031 949,150.00
15 სექტემბერი 2031 949,150.00
15 მარტი 2032 949,150.00
15 სექტემბერი 2032 949,150.00
15 მარტი 2033 949,150.00
15 სექტემბერი 2033 949,150.00
15 მარტი 2034 949,150.00
15 სექტემბერი 2034 949,150.00
15 მარტი 2035 949,150.00
15 სექტემბერი 2035 949,150.00
15 მარტი 2036 949,150.00
15 სექტემბერი 2036 949,150.00
15 მარტი 2037 949,150.00
15 სექტემბერი 2037 949,150.00
15 მარტი 2038 949,150.00
15 სექტემბერი 2038 949,150.00
15 მარტი 2039 949,150.00
15 სექტემბერი 2039 949,150.00
15 მარტი 2040 949,150.00
15 სექტემბერი 2040 949,150.00
სულ 37,966,000.00
*გადახდის პროცედურა ექვემდებარება სესხის რეგულაციების პუნქტებს 3.04 და 4.03.
განრიგი 3
სესხის თანხების გამოტანა
1. წინამდებარე განრიგის შემდეგი დებულებები, გარდა ბანკისგან მიღებული სხვა თანხმობისა, გავრცელდება სესხის ანგარიშიდან სესხის თანხების გატანაზე.
2. (ა) სასესხო ანგარიშიდან თანხის გატანის მოთხოვნა მსესხებლის მიერ უნდა გაეგზავნოს ბანკს და უნდა იყოს ბანკისათვის მისაღები ფორმით.
(ბ) თანხის გატანის მსგავს განაცხადებს თან უნდა ერთვოდეს მსესხებლის სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ სესხის გატანის მოსალოდნელი თითოეული წლისათვის იმპორტის დასაშვები ერთეულების ღირებულება წლის განმავლობაში გასატანად დაგეგმილი სესხის ოდენობაზე დიდია.
(გ) მსესხებელმა უნდა დართოს ნება ADB-ის მიერ დანიშნულ ექსპერტებს დაადასტურონ იმპორტის დაშვებული ერთეულების ღირებულება ნებისმიერი პერიოდისათვის, რომლის დროსაც მსესხებელმა სესხის გამოტანის განაცხადში დაადასტურა იმპორტის დაშვებული ერთეულების ღირებულება.
3. (ა) სესხის ანგარიშიდან ბანკისათვის პირველი განაცხადის გაგზავნამდე მსესხებელმა საქართველოს ეროვნულ ბანკში უნდა გამოყოს სახელმწიფო ხაზინის სავალუტო ანგარიშიs ქვეანგარიში (სადეპოზიტო ანგარიში), სადაც მოხდება სესხის ანგარიშიდან გამოტანილი მთელი თანხის დეპონირება. სადეპოზიტო ანგარიში უნდა შეიქმნას, იმართოს და გაუქმდეს ADB-oსთვის მისაღები პირობების და ვადების დაცვით.
(ბ) სადეპოზიტო ანგარიშის განცალკევებული ანგარიშები და ჩანაწერები უნდა შენარჩუნდეს ბანკისთვის მისაღები ხარჯთაღრიცხვის პრინციპების შესაბამისად. ბანკის მოთხოვნის საფუძველზე მსესხებელს უნდა ხელთ ჰქონდეს სადეპოზიტო ანგარიშის ფინანსური ანგარიშები, შემოწმებული დამოუკიდებელი აუდიტების მიერ, რომელთა კვალიფიკაცია, გამოცდილება და სამუშაოს აღწერილობა მისაღებია ბანკისათვის, არის აუდიტის საერთაშორისო პრინციპებთან ან ეროვნულ დონეზე არსებული აღნიშნულის ეკვივალენტური და ბანკისთვის მისაღები პრინციპების შესაბამისი. მათი შემუშავების შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არაუგვიანეს ბანკის მიერ მოთხოვნიდან 6 თვისა, მსგავსი ფინანსური ანგარიშების აუდიტის შედეგთა და მათზე აუდიტორთა მოსაზრებების ასლები ინგლისურ ენაზე უნდა მიეწოდოს ბანკს.
(გ) პროგრამის განხორციელების დროის მონაკვეთში მსესხებელმა უნდა წარადგინოს ვაჭრობის შედეგთა სტატისტიკური მონაცემები და ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა ბანკს დასჭირდეს, რათა დროდადრო შეაფასოს მსესხებლის მიერ იმპორტის დასაშვები ერთეულების განსაზღვრის ფორმულის დაცვა.
4. მსესხებელს შეუძლია სესხის გამოტანა სესხის ხელშეკრულების ეფექტიანობის შესაბამისად.
განრიგი 3-ის დანართი 1
უარყოფითი სია
თანხის გატანა არ მოხდება შემდეგი იმპორტისათვის:
(i) ხარჯები იმ საქონლისათვის, რომელიც შედის გაეროს სტანდარტული საერთაშორისო ვაჭრობის კლასიფიკაციის, შესწორებული ვერსია 3 (SITC, Rev. 3) შემდეგ ჯგუფებსა თუ ქვეჯგუფებში ან მომავალში შევა SITC-ის შესწორებული ვერსიების შესაბამის ჯგუფებსა და ქვეჯგუფებში, რომლის შესახებაც ბანკი აცნობებს მსესხებელს:
ცხრილი: დაუშვებელი ერთეულები
თავი სათაური ერთეულთა აღწერილობა
112 ალკოჰოლური სასმელები;
121 თამბაქო, გადაუმუშავებელი; თამბაქოს ნარჩენები;
122 თამბაქო, გადამუშავებული (შეიცავს თუ არ შეიცავს თამბაქოს შემცვლელს);
525 რადიაქტიური და მასთან დაკავშირებული მასალები
667 მარგალიტები, ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი მასალები, დამუშავებული და დაუმუშავებელი
718 718.7 ბირთვული რეაქტორები და ნაწილები, საწვავის ელემენტები (კატრიჯები), არარადიაციული ბირთვული რეაქტორებისათვის
728 728.43 თამბაქოს გადამამუშავებელი დანადგარები
897 897.3 ოქროს, ვერცხლის ან პლატინის ჯგუფის მეტალები (გარდა საათებისა და საათის ქეისებისა) და გოლდსმისის ან სილვერსმისის ნაწარმები (ძვირფასეულობის ჩათვლით)
971 ოქრო, არამონეტარული (გარდა ოქროს საბადოებისა და კონცენტრატების)
წყარო: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
(ii) ხარჯები მსესხებელის ვალუტაში ან საქონლისათვის, რომლის მიწოდებაც მსესხებლის ტერიტორიიდან ხდება;
(iii) ხარჯები კონტრაქტის ფარგლებში უზრუნველყოფილი საქონლის მიწოდებისთვის, რომელიც დაფინანსდება ნებისმიერი ეროვნული ან საერთაშორისო დამფინანსებელი ინსტიტუტის ან ორგანიზაციის მიერ ან მოხდა შეთანხმება ამგვარ დაფინანსებაზე, ADB-ს ნებისმიერი სესხიდან ან გრანტიდან ფინანსების კონტრაქტის ჩათვლით;
(iv) ხარჯები საქონლისათვის, რომელიც გამიზნულია სამხედრო ან ნახევრად სამხედრო მიზნებისათვის ან ფუფუნების მოხმარებისათვის;
(v) ხარჯები ნარკოტიკებისათვის;
(vi) ხარჯები საქონლისათვის, რომელიც ზიანს აყენებს გარემოს, რომელთა წარმოება, გამოყენება ან იმპორტი აკრძალულია მსესხებლის კანონების ან იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვით, რომელთა მხარესაც მსესხებელი წარმოადგენს; და
(vii) ხარჯები ნებისმიერი გადახდის ანგარიშზე, რომელიც მსესხებლის მიერაა აკრძალული გაეროს წესდების VII თავის მიხედვით მიღებული გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
განრიგი 3-ის დანართი 2
პოლიტიკის მატრიცა
პოლიტიკის საქმიანობები
ქვეპროგრამა 1
2014
ქვეპროგრამა 2
2015
(საჩვენებელი)
ქვეპროგრამა 3
2016
(საჩვენებელი)
შედეგი 1: ვალის, ნაღდი ფულისა და ფისკალური რისკის გაუმჯობესებული მართვა
ვალის და ნაღდი ფულის მართვის გაძლიერება
ფინანსთა სამინისტრო ამტკიცებს პროექტების დაფინანსებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერისათვის საგარეო წყაროებიდან სესხის აღებისათვის შიდა პროცედურების სახელმძღვანელოს, რომელიც აღწერს პროცესის სქემას, მათ შორის საქართველოს ეროვნულ ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და პარლამენტის როლის ჩათვლით, ხელშეკრულების ხელმოწერისათვის, რატიფიკაციისა და ეფექტურობისათვის
ფინანსთა სამინისტრო ამტკიცებს სახელმწიფო ვალის მომსახურების დამუშავებისათვის, ვალის მონაცემების აღრიცხვის და შემოწმების პროცედურების სახელმძღვანელოს ვალის მართვის და მონიტორინგის ეფექტური პროცესის უზრუნველსაყოფად
ფინანსთა სამინისტრო თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს: ა) ინფორმაციას პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომლებიც საგარეო წყაროებით ფინანსდება, მოცემული ინფორმაცია მოიცავს: სესხის მთლიან თანხებს, ინფორმაციას ჩამორიცხული და სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული თანხების შესახებ; და ბ)სახელმწიფო ვალის შესახებ სტატისტიკურ ბიულეტენს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ზოგადი მახასიათებლების, სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოცემისა და პირველად ბაზრებზე განთავსების შესახებ
ფინანსთა სამინისტრო ამზადებს და ამტკიცებს საშუალოვადიან პერიოდში ვალის მართვისათვის ვალის სტრატეგიას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ვალისპორტფელის, ახალი სესხების აღების მიზნებისა და პრინციპების და ვალის მდგრადობის საკითხების შესახებ
მთავრობის პროექტებისათვის დაფინანსების პირობებისა და სახელმწიფო ვალის პორტფელის შეფასების შესახებ რჩევების მომზადების მიზნით
ფინანსთა სამინისტრო ამზადებს სამოქმედო გეგმას, სახელმწიფო ვალისა და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის შუალედური რგოლის (ანალიტიკური) ფუნქციის გაძლიერებისათვის
ფინანსთა სამინისტრო განავითარებს სისტემატიზებულ პროცესს ვალისა და სესხისთვის გარანტიების მონაცემების ჩანაწერების, ანგარიშისა და შემოწმების შესახებ
ფინანსთა სამინისტრო ასრულებს ანალიტიკურ ფუნქციას ნაღდი ფულის მიმოქცევის პროგნოზირების კუთხით ადეკვატური ბიუჯეტითა და შესაბამისი პერსონალით
ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ვალის მარეგულირებელ კანონმდებლობაში განსახორციელებელ ნებისმიერ საჭირო ცვლილებას, რაც საფუძვლად უდევს ვალის სტრატეგიას
ფინანსთა სამინისტრო აძლიერებს სახელმწიფო ვალისა და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის შუალედურ რგოლს
ვალის მართვისა და რისკის ანალიზის განახლებული სისტემით, რომელიც ინტეგრირებულია ელექტრონული ბიუჯეტისა და ელექტრონული ხაზინის სისტემებში
ფინანსთა სამინისტრო წარადგენს ანგარიშს მთავრობის იმ ფინანსური ანგარიშების გარანტიების შესახებ, რომლებიც ფარავს ნომინალურ ღირებულებას
ფისკალური რისკის გაძლიერებული მართვა
ფინანსთა სამინისტრო ატარებს ინვენტარიზაციას სახელმწიფო მფლობელობაში არსებული დიდი საწარმოების ფისკალური მდგომარეობისა და მათი აუდიტირებული ფინანსური მდგომარეობის მითითებით
ფინანსთა სამინისტრო ავითარებს სტრატეგიულ მოდელს ქვეყნისთვის არსებული ყველა ტიპის ფისკალური რისკების მონიტორინგისა და მათთან გამკლავებისათვის
ფინანსთა სამინისტრო აყალიბებს სამსახურს, რომლიც დაკომპლექტდება შესაბამისი თანამშრომლებითა და საჭირო ბიუჯეტით, სადაც მოხდება ფისკალური რისკების, მათ შორის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული საწარმოების პირობითი ვალდებულებებისა და სახელმწიფო და კერძო სექტორის პარტნიორობის პროექტების მართვა.
ფინანსთა სამინისტრო აყალიბებს პროცედურებს, განსაზღვრავს ინსტიტუციონალურ პასუხისმგებლობებს და გამოყოფს ადექვატურ ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს მთავრობის წინაშე მდგარი სხვადასხვა ტიპის ფისკალური რისკების მართვის მონიტორინგისა და რჩევებისათვის
ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს პირველ სრულ შეფასებას:
1. მაკრო რისკების;
2. საგარეო ვალის მდგრადობის ანალიზის;
3. სესხებზე გაცემულ გარანტიებთან და სხვა მსგავს პირობით ვალდებულებებთან დაკავშირებული რისკის შეფასებას
ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას სახელმწიფო მფლობელობაში არსებული საწარმოების ვალის შესახებ და სახელმწიფო მფლობელობაში არსებული საწარმოებისა და სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობის პროექტების (PPP) პირობითი ვალდებულებების შესახებ, რაც წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის დოკუმენტების პაკეტზე დანართის სახით
ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს პირველ სრულ შეფასებას:
1. ფინანსური სექტორის რისკების;
2. სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული საწარმოების ფისკალური რისკების შეფასებას
შედეგი 2: შემოსავლისა და სახელმწიფო ხარჯების გაძლიერებული მართვა
შემოსავლის აკრეფის გაზრდილი ეფექტურობა და ეფექტიანობა
საქართველოს შემოსავლების სამსახური ახორციელებს გადასახადების აკრეფის გაძლიერებულ პროცედურებს ახალი პერსონალით დაკომპლექტებული და შესაბამისი დაფინანსების მქონე ადმინისტრაციული დეპარტამენტის ჩამოყალიბებით
საქართველოს შემოსავლების სამსახური ამტკიცებს სტრატეგიას საგადასახადო ცნობების ხანდაზმულობის დროის და გადასახადის გადამხდელის შეტყობინებების 6 წლიდან 3 წლამდე შემცირებისათვის, რათა მოხდეს საგადასახადო ვალდებულების დაკისრების პერიოდის შემცირება, გადასახადის გადამხდელებისთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად
საქართველოს შემოსავლების სამსახური ამტკიცებს სამოქმედო გეგმას ალტენატიული აუდიტის პროგრამის დასასრულებლად და აუდიტის შიდა შესაძლებლობების გასაძლიერებლად, მათ შორის სპეციალიზირებულ სექტორებში
საქართველოს შემოსავლების სამსახური ამოიღებს დავალიანებას აქტიური გადასახადის გადამხდელებისაგან სულ მცირე 80 მილიონი ლარის ოდენობით მიმდინარე საგადასახადო წლისათვის
საქართველოს შემოსავლების სამსახური ამცირებს საგადასახადო ცნობების ხანდაზმულობის დროს და გადასახადის გადამხდელის შეტყობინებების პერიოდს 6 დან 5 წლამდე, რაც ამცირებს საგადასახადო ვალდებულების დაკისრების პერიოდს და გადასახადის გადამხდელებს მდგომარეობას შეუმსუბუქებს
საქართველოს შემოსავლების სამსახური ზრდის აუდიტის შიდა პერსონალის რაოდენობას საგადასახადო აუდიტორების კუთხით *286-დე (რომელთაგან 147 ქალია) ალტერნატიული აუდიტორების რაოდენობის შემცირების პარალელურად
საქართველოს შემოსავლების სამსახური წამოიწყებს საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის პროცესს უმოქმედო საწარმოებისათვის, იურიდიულად დამტკიცებული კატეგორიების საფუძველზე
საქართველოს შემოსავლების სამსახური ამცირებს საგადასახადო ცნობების ხანდაზმულობის დროს და გადასახადის გადამხდელის შეტყობინებების პერიოდს 5 დან 4 წლამდე, რაც ამცირებს საგადასახადო ვალდებულების დაკისრების პერიოდს და გადასახადის გადამხდელებს მდგომარეობას შეუმსუბუქებს
საქართველოს შემოსავლების სამსახური დაასრულებს ალტერნატიული აუდიტორების შერჩევას შიდა საგადასახადო აუდიტორების რაოდენობის სულ მცირე 330-მდე გაზრდით, რომელთაგან 150 ქალია
სახელმწიფო ხარჯების გაუმჯობესებული მართვა
ფინანსთა სამინისტრო ამზადებს ბიუჯეტის კოდექსში ცვლილებებს, რათა შესაძლებელი გახადოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯაროს სამართლის იურიდიული პირების ფინანსების მართვა ელექტრონული PFMS-ის მეშვეობით და მათი გადახდებისა და შემოსავლების TSA-ს მეშვეობით მართვა
ფინანსთა სამინისტრო აწვდის დამატებით ინფორმაციას სახელმწიფო ბიუჯეტის დოკუმენტებში კაპიტალური პროექტების სახეებისა და დაფინანსების შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა ბაღებისა და სკოლებისა) ყველა ნაღდი ფულით განხორციელებული ოპერაციები იმართება TSA-ისა და ბიუჯეტირების მეშვეობით, ხოლო ბიუჯეტის შესრულება და საბუღალტრო პროცესები PFMS–ს მეშვეობით
შესაბამისი სამთავრობო უწყებები განსაზღრავენ სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის პროექტების მომზადების, შეფასებისა და განხორციელებისთვის საჭირო სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს ნაკლოვანებებს
შესაბამისი სამთავრობო უწყებები ამზადებენ რეგულაციების პროექტებს სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს ნებისმიერი გამოვლენილი ნაკლოვანების აღმოსაფხრველად, რომელიც ეხება სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის პროექტებს, და ამზადებენ ნებისმიერ საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს
ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსების გაძლიერება
პარლამენტი ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს 2014 წლის თებერვალში, რომელიც გზას გაუკაფავს რეფორმებს სამთავრობოშორისო ფინანსებში, მათ შორის კაპიტალური ტრანსფერების და სპეციალური ტრანსფერების კუთხით
მთავრობა პარლამენტს წარუდგენს წინანადებებს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შესახებ, განსაზღვრავს რა შემოსავლების განაწილება სსახელმწიფო ბიუჯეტს, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის
მთავრობა უზრუნველყოფს ტრანსფერების ზრდას მშპ ზრდის თანმიმდევრულად ან სულ მცირე 30-40 მილიონი ლარით მიმდინარე საბიუჯეტო წლისათვის
შედეგი 3: შიდა დანაზოგების გაძლიერებული გენერირება
საყოველთაო პენსიის – ნულოვანი საფუძვლის რაციონალიზაცია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დაასრულებს საყოველთაო პენსიების სხვადასხვა სცენარების მიმდინარე და სამომავლო ხარჯების სრულ პროგნოზირებას საპენსიო რეფორმის მოდელირების ინსტრუმენტის ვერსიისა და სხვა მიდგომების გამოყენებით
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მთავრობას წარუდგენენ საპენსიო სისტემის ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალებისა და კაცების თანაბარ პირობებში ყოფნას
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად წარუდგენს სამომავლო ნულოვანი საფუძვლის საერთო პოლიტიკის დოკუმენტს
მთავრობა ამტკიცებს საპენსიო სისტემის შესწორებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალებისა და კაცების თანაბარ პირობებში ყოფნას
მდგრადი კერძო საპენსიო დანაზოგების სისტემის ჩამოყალიბება ნახევრად სავალდებულო ელემენტებით – ჰიბრიდული ან ერთობლივი საფუძვლით (მე-2 და მე-3 საფუძვლების კომბინაცია)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აყალიბებს საპენსიო რეფორმის ერთეულს, რომელსაც გააჩნია ადექვატური ბიუჯეტი და დაკომპლექტდება შესაბამისი პერსონალით და ასევე ქმნის უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს, დროში განსაზღვრული სამოქმედო გეგმის მოსაფიქრებლად ახალი საპენსიო სისტემის შემუშავებისთვის
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოსცემს საჯარო შეტყობინებას საპენსიო რეფორმების, მათ შორის სავალდებულო და ნებაყოფილობითი სისტემების ფართო კონცეფციისა და მიმართულების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაასრულებს საპენსიო სისტემის დიზაინისა და სტრუქტურის ძირითადი საკითხების ანალიზს, ქალებისა და კაცების თანაბარ პირობებში ყოფნის და ჰიბრიდული/კომბინირებული ტიპის ჩათვლით, რომელსაც გააჩნია სავალდებულო და ნებაყოფილობითი ხასიათი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოსცემს კონსენსუსზე დაფუძნებულ დოკუმეტს ჰიბრიდული ტიპის საფუძველზე, მათ შორის წევრობის, შენატანების, საგადასახადო მოსაზრებების, შეღავათების, გენდერისა და კავშირს ნულოვან საფუძველთან
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კაბინეტს დამტკიცებისათვის წარუდგენს სტრატეგიას და დროში გაწერილ სამოქმედო გეგმას საპენსიო რეფორმის, მათ შორის სამართლებრივი და მარეგულირებელი ხარვეზების, მონაცემთა კონფიდენციალურობისა და საგადასახადო კანონმდებლობის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო შეიმუშავებს მიდგომას ნულოვანი და ჰიბრიდული/კომბინირებული ტიპის საფუძვლების შესახებ საჯარო ინფორმირებულობის გაზრდის პროგრამებთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ქალებისა და კაცების თანაბარ პირობებში ყოფნის უწყვეტობის კონკრეტულ ზომებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ასრულებს კერძო პენსიების არსებული სტრუქტურის შეფასებას შესაბამის კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებების გათვალისწინების მიზნით
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახალი სისტემის ამოქმედების მიზნით
შეიმუშავებს და ახორციელებს პერსონიფიცირებული ანგარიშგების, საქმისწარმოებისა და ინდივიდუალური ანგარიშის სისტემას
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოამზადებს კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს პენსიების ძირითად კანონში ცვლილებების სახით ჰიბრდული ერთობლივი საყრდენებისათვის ან დამოუკიდებელი კანონდებლობის დანერგვით, რომელიც საშუალებას იძლევა მოგვიანებით მიღებულ იქნას დამატებითი/ნორმატიული აქტები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იწყებს კამპანიას მთელი ქვეყნის მაშტაბით რომლის მიზანიცაა მოქალაქეთა ინფორმირებულობის ამაღლება ჰიბრიდული სისტემის სარგებლიანობის შესახებ, გენდერული ასპექტების ჩათვლით
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამზადებს ცვლილებების პროექტს კანონში ნებაყოფილობითი დანაზოგების შესახებ, რომელიც კერძო პენსიებს მოიცავს და წარუდგენს მას პარლამენტს დასამტკიცებლად
შედეგი 4: ინვესტიციების განხორციელებისათვის საჭირო კერძო რესურსების მობილიზაციის ზრდა
კაპიტალური ბაზრების განვითარება გრძელვადიანი ფინანსების მობილიზებისათვის
2014 წლის ივნისში მთავრობა ამტკიცებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას 2020 და იღებს ვალდებულებას განახორციელოს ღონისძიებები ინვესტიციების მობილიზებისა და ფინანსური შუამავლობის განვითარებისათვის
მთავრობა საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად აყალიბებს უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს კაპიტალური ბაზრების რეფორმისა და განვითარების დროში გაწერილი სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოსცემს საჯარო შეტყობინებას კაპიტალური ბაზრის რეფორმების კონცეფციისა და მიმართულების შესახებ, მათ შორის კორპორატიული ფასიანი ქაღალდების შესახებ ობლიგაციების ბაზრისა და ფულადი ბაზრის ინსტრუმენტების გაფართოებისათვის და უსაფრთხო ბანკთაშორისი ვაჭრობისათვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ეკონომიკურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სტრატეგიას და დროში გაწერილ სამოქმედო გეგმას კაპიტალური ბაზრის რეფორმებისათვის, მათ შორის სამართლებრივი და მარეგულირებელი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და სტრუქტურისა და ბაზრის ინფრასტრუქტურის ეფექტიანობის გასაზრდელად
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იწყებს ინფორმირებულობის ამაღლების კამპანიას
კაპიტალური ბაზრის რეფორმის გეგმის შეღავათების, მათ შორის ინვესტორების დაცვის, ინვესტიციისათვის ფინანსური ინსტრუმენტების, ხანგძლივმოქმედი დანაზოგების, გენდერული ასპექტების და საპენსიო რეფორმებთან მჭიდრო კავშირების შესახებ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ასრულებს კანონების, წესდებების, რეგულაციების მიმოხილვას/შეფასებას, რომლებიც ეხება ინვესტიციებს, მმართველობას, რისკის მართვას და ფონდების მენეჯერებს ინვესტიციების მართვისათვის, მათ შორის კერძო საპენსიო დანაზოგების კუთხით რომლებიც მოკლედ მოცემულია პოლიტიკის დოკუმენტში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ხელს უწყობს ფულადი ბაზრის განვითარებას საბუღალტრო და გონივრული კონტროლის რეგულაციების დამტკიცებით ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის გარიგებებისა და ფასიანი ქაღალდების დაკრედიტების შესახებ
მცირე ბიზნესის დაფინანსების და განვითარების გაზრდილი ხელმისაწვდომობა გენდერული ფაქტორების გათვალისწინებით
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აყალიბებს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, რომელსაც ეყოლება შესაბამისი პერსონალი, ექნება სამუშაო გეგმა და 110 მილიონი ლარის ბიუჯეტი 2014-2018 წლებისათვის, 2014 წლისათვის სააგენტოსათვის 19 მლნ ლარი გამოიყოფა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აყალიბებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (EDA) რომელსაც ეყოლება შესაბამისი პერსონალი, ექნება სამუშაო გეგმა და 20 მილიონი ლარის ბიუჯეტი 2014-2016 წლებისათვის, მათ შორის 6 მილიონი ლარი 2014 წლისთვის
EDA (თავისი ბიუჯეტის ფარგლებში) ამზადებს თანმდევი გრანტის კონცეფციას და სხვა ფინანსურ პროდუქტებს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის, რომლისათვისაც გამოიყოფა 3 მლნ ლარი, თანხის 20% მოხმარედება ქალების ბიზნეს საქმიანობებს
მეწარმეობის განვითარების სააგენტო (საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში) აყალიბებს ფინანსურ ინსტრუმენტებს მცირე გრანტების, თანმდევი გრანტებისა და ინოვაციური ვაუჩერების სახით, რომლის მიზანიც კერძო სექტორის ინოვაციისა და ტექნოლოგიის განვითარებაა, ამისათვის გამოიყოფა 2 მლნ ლარი, თანხის 20% მოხმარდება ქალების ბიზნეს საქმიანობებს
მთავრობა ამტკიცებს გენდერულ სამოქმედო გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს კაცთა და ქალთა თანაბარ მონაწილეობას ეკონომიკურ და ბიზნეს საქმიანობებში, თანაბარ მონაწილეობას პროფესიონალურ და ბიზნესთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო პროგრამებში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ბიზნეს ტრენინგებზე, რომლებიც გაზრდიან ქალ-მეწარმეთა ფინანსებთან ხელმისაწვდომობას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოყოფს 21 მლნ ლარს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსათვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოყოფს 6 მილიონ ლარს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსათვის
EDA აფართოვებს თანმდევი გრანტის კონცეფციას და სხვა ფინანსურ პროდუქტებს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის, რომლისათვისაც გამოიყოფა 4 მლნ ლარი შესრულების/ფონდების ათვისების მხედველობაში მიღებით, თანხის 30% მოხმარდება ქალების ბიზნეს საქმიანობებს
მეწარმეობის განვითარების სააგენტო (საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში) აფართოვებს ფინანსურ ინსტრუმენტებს კერძო სექტორის ინოვაციისა და ტექნოლოგიის განვითარებისათვის, ამისათვის გამოიყოფა 3 მლნ ლარი, თანხის 30% მოხმარდება ქალების ბიზნეს საქმიანობებს
მთავრობა ახორციელებს გენდერულ სამოქმედო გეგმას და მისი შედეგების შესახებ საზოგადოებას ანგარიშს აბარებს პროგრამის სამოქმედო სფეროებში, როგორიცაა მცირე ბიზნესის ტრენინგისა და დაფინანსების სფეროებში არსებული შედეგების შესახებ
დამატებით EDA იწყებს ახალ პროგრამას ‘’აწარმოე საქართველოში’’რომლის მიზანია სოფლებში მიკრო და მცირე საწარმოების განვითარება. გამოყოფილი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია (2015-2017 წლებისთვის)
დამატებით GITA ქმნის სატრენინგო და ცოდნის გაცვლით პლატფორმა გეოლაბორატორიას და ასევე ანვითარებს ფაბ ლაბორატორიას რომლისთვისაც გამოყოფილია ბიუჯეტი 1.1 ლარის ოდენობით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოყოფს 25 მლნ ლარს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსათვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოყოფს 8 მილიონ ლარს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსათვის
EDA აფართოვებს თანმდევი გრანტის კონცეფციას და სხვა ფინანსურ პროდუქტებს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის, რომლისათვისაც გამოიყოფა 5 მლნ ლარი შესრულების/ფონდების ათვისების მხედველობაში მიღებით, თანხის 40% მოხმარდება ქალების ბიზნეს საქმიანობებს
მეწარმეობის განვითარების სააგენტო (საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში) აფართოვებს ფინანსურ ინსტრუმენტებს კერძო სექტორის ინოვაციისა და ტექნოლოგიის განვითარებისათვის, ამისათვის გამოიყოფა 4.5 მლნ ლარი შესრულების/ფონდების ათვისების მხედველობაში მიღებით, თანხის 40% მოხმარდება ქალების ბიზნეს საქმიანობებს
მთავრობა ახორციელებს გენდერულ სამოქმედო გეგმას და მისი შედეგების შესახებ საზოგადოებას ანგარიშს აბარებს პროგრამის სამოქმედო სფეროებში, როგორიცაა მცირე ბიზნესის ტრენინგისა და დაფინანსების სფეროებში არსებული შედეგების შესახებ
EDA = მეწარმეობის განვითარების სააგენტო
EU = ევროკავშირი
GDP = მთლიანი შიდა პროდუქტი
GEL= ქართული ლარი
GITA= საქართველოს ინოვაციისა და ტექნოლოგიების სააგენტო
GRS = საქართველოს შემოსავლების სამსახური
LEPL = საჯარო სამართლის იუდიული პირი
LSG = ადგილობრივი თვითმმართველობები
MOESD = ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
MOF = ფინანსთა სამინისტრო
MOLHSA= შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
NBG = საქართველოს ეროვნულ ბანკი
PFMS = საჯარო ფინანსების მართვის საინფორმაციო სისტემა
PDEFD = სახელმწიფო ვალისა და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი
PPP = სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის პროექტები
SOEs = ახელმწიფო მფლობელობაში არსებული საწარმოები
TSA = ხაზინის ერთიანი ანგარიში
*გამუქებული ტექსტი გვიჩვენებს დამატებით მიზნებს.
განრიგი 4
პროგრამის განხორციელება და სხვა საკითხები
განხორციელების ღონისძიებები
1. ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს პროგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციას და პასუხისმგებელია საერთო პროგრამული მიდგომის განხორციელებაზე, მათ შორის პოლიტიკის ყველა საქმიანობის, თანხის ჩამორიცხვის და ჩანაწერების წარმოებაზე. ფინანსთა სამინისტრო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმოადგენს პროგრამული მიდგომის განმახორციელებელ ორგანიზაციებს.
2. მსესხებელი აყალიბებს პროგრამის განსახილველ კომიტეტს, რომელიც შედგება ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებისაგან და რომელსაც უხელმძღვანელებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. პროგრამის განსახილველი კომიტეტი იკრიბება ნახევარ წელიწადში ერთხელ რათა შეაფასოს პროგრამული მიდგმომის ფარგლებში პოლიტიკის შეთანხმებული საქმიანობების მიღწევის პროგრესი.
3. მსესხებელი უზრუნველყოფს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პერსონალით ადექვატურად დაკომპლექტებას და საჭირო ფინანსური, ტექნიკური და სხვა რესურსებით მომარაგებას პროგრამული მიდგმომის ფარგლებში მათი როგორც შემსრულებელი ან განმახორციელებელი ორგანაზაციების ფუნქციების შესასრულებლად. ADB მჭიდროდ თანამშრომლობს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან პროგრამული მიდგომის შესაბამისი მეორე ქვეპროგრამების ფარგლებში განხორციელებული პოლიტიკის საქმიანობების ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
პოლიტიკის საქმიანობები და დიალოგი
4. მსესხებელი უზრუნველყოფს პროგრამის ფარგლებში მიღებული პოლიტიკის ყველა საქმიანობის, როგორც ეს პოლიტიკის წერილსა და პოლიტიკის მატრიცაშია ჩამოყალიბებული, მოქმედების ვადას პროგრამული მიდგომის ხანგძლივობის განმავლობაში.
5. მსესხებელი უზრუნველყოფს ბანკის ინფორმირებულობას მრავალმხრივ და ორმხრივ დახმარების ორგანიზაციებთან პოლიტიკის განხილვების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ პროგრამულ მიდგომაზე და მისცემს ბანკს შესაძლებლობას კომენტარი გააკეთოს აქედან გამომდინარე პოლიტიკის ნებისმიერ წინადადებაზე. მსესხებელმა მხედველობაში უნდა მიიღოს ბანკის მოსაზრებები ამგვარი ნებისმიერი წინადადების დასრულებამდე და განხორციელებამდე.
თანამშრომლობის ფონდების გამოყენება
6. მსესხებელი უზრუნველყოფს თანამშრომლობის ფონდების პროგრამული მიდგომის ამოცანების გარკვეული პროგრამებისა და საქმიანობების განხორციელების დაფინანსების შესაბამისი მხარდაჭერისათვის გამოყენებას.
მმართველობა და ანტი-კორუფციული პოლიტიკა
7. მსესხებელი, ფინანსთა სამინისტრო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: ა) ასრულებს ბანკის ანტიკორუფციულ პოლიტიკას (1998 წელს მიღებული დოკუმენტის ბოლო ვერსია) და აღიარებს რომ ბანკი იტოვებს უფლებას პირდაპირ ან მისი აგენტების მეშვეობით გამოიძიოს პროგრამასთან დაკავშირებული ნებისმიერი კორუფციული, თაღლითური, საიდუმლო შეთანხმების ან იძულებითი პრაქტიკა; და (ბ) ითანამშრომლოს ნებისმიერ მსგავს გამოძიებასთან და გაუწიოს ყველა სახის საჭირო დახმარება ამგვარი გამოძიების დამაკმაყოფილებლად დასასრულებლად.
შეფასება
8. მსესხებელი ახორციელებს პროგრამის შეფასებას ბანკის მონაწილეობით პროგრამული უზრუნველყოფის დარჩენილი ქვეპროგრამების დაგეგმისათვის. შემფასებელი მხედველობაში იღებს პროგრამის განხორციელების გამოცდილებას და ბანკის მიერ მსესხებლის მიმართ ფინანსურ სექტორში აღმოჩენილ სხვა დახმარებათა რეკომენდაციებს. მსესხებელი აღიარებს რომ ამ პარაგრაფში აღწერილი შეფასება არ ავალდებულებს ბანკს გამოყოს სესხები პროგრამული მიდგომის ფარგლებში ნებისმიერი შემდგომი ქვეპროგრამისათვის და რომ ნებისმიერი შემდგომი ქვეპროგრამა პროგრამული მიდგომისათვის წარმოადგენს ბანკის საბჭოს დამტკიცების საგანს.