პოლიტიკის საქმიანობები ქვეპროგრამა 1 2014 ქვეპროგრამა 2 2015 (საჩვენებელი) ქვეპროგრამა 3 2016 (საჩვენებელი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
(სპეციალური ოპერაციები)
(შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური
ზრდის პროგრამისათვის – ქვე-პროგრამა 2)
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს
შორის
სასესხო ხელშეკრულება
(სპეციალური ოპერაციები)
სასესხო ხელშეკრულება, დათარიღებული 2015 წლის 6 ოქტომბერს საქართველოსა („მსესხებელი") და აზიის განვითარების ბანკს („ADB") შორის.
მასზედ, რომ
(ა) ADB-მ მსესხებლისაგან მიიღო წერილი განვითარების პოლიტიკის შესახებ, დათარიღებული 2015 წლის 20 აგვისტოს („პოლიტიკის წერილი“), რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ მიზნებს, პოლიტიკასა და ქმედებებს, რაც წინამდებარე სესხის ხელშეკრულების განრიგში 1 არის აღწერილი და რომელიც შემუშავდა მსესხებლის ფინანსური სექტორის განვითარების მიზნით („პროგრამა“);
(ბ) პროგრამა შედგება პროგრამული მიდგომის მეორე ქვე-პროგრამისაგან, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე სესხის ხელშეკრულების 1 განრიგის 1 პარაგრაფში („პროგრამული მიდგომა“) და მსესხებელმა მიმართა ბანკს (i) სესხის თაობაზე აზიის განვითარების ბანკის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან და (ii) სესხის თაობაზე ADB-ს სპეციალური ფონდების რესურსებიდან, ორივე შემთხვევაში პროგრამის მიზნებისათვის;
(გ) იმავე დღით დათარიღებული შეთანხმების თანახმად, მსესხებელსა და ADB-ს შორის („ჩვეულებრივი ოპერაციის სასესხო ხელშეკრულება“), ADB დათანახმდა, ასესხოს მსესხებელს ADB-ს ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან ცხრამეტი მილიონ რვაას ოთხმოცდათერთმეტი ათას ხუთასი ევრო (€19,891,500 ) პროგრამის მიზნებისათვის; და
(დ) ADB დათანხმდა, გასცეს სესხი მსესხებელზე ADB-ს სპეციალური რესურსების ფონდიდან წინამდებარე დოკუმენტში მოყვანილი ვადებისა და პირობების გათვალისწინებით;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
|
პოლიტიკის საქმიანობები |
ქვეპროგრამა 1 2014 |
ქვეპროგრამა 2 2015 (საჩვენებელი) |
ქვეპროგრამა 3 2016 (საჩვენებელი) |
|---|---|---|---|
|
შედეგი 1: ვალის, ნაღდი ფულისა და ფისკალური რისკის გაუმჯობესებული მართვა |
|||
|
ვალის და ნაღდი ფულის მართვის გაძლიერება |
ფინანსთა სამინისტრო ამტკიცებს პროექტების დაფინანსებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერისათვის საგარეო წყაროებიდან სესხის აღებისათვის შიდა პროცედურების სახელმძღვანელოს, რომელიც აღწერს პროცესის სქემას, მათ შორის საქართველოს ეროვნულ ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და პარლამენტის როლის ჩათვლით, ხელშეკრულების ხელმოწერისათვის, რატიფიკაციისა და ეფექტურობისათვის
ფინანსთა სამინისტრო ამტკიცებს სახელმწიფო ვალის მომსახურების დამუშავებისათვის, ვალის მონაცემების აღრიცხვის და შემოწმების პროცედურების სახელმძღვანელოს ვალის მართვის და მონიტორინგის ეფექტური პროცესის უზრუნველსაყოფად
ფინანსთა სამინისტრო თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს: ა) ინფორმაციას პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომლებიც საგარეო წყაროებით ფინანსდება, მოცემული ინფორმაცია მოიცავს: სესხის მთლიან თანხებს, ინფორმაციას ჩამორიცხული და სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული თანხების შესახებ; და ბ)სახელმწიფო ვალის შესახებ სტატისტიკურ ბიულეტენს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ზოგადი მახასიათებლების, სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოცემისა და პირველად ბაზრებზე განთავსების შესახებ
|
ფინანსთა სამინისტრო ამზადებს და ამტკიცებს საშუალოვადიან პერიოდში ვალის მართვისათვის ვალის სტრატეგიას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ვალისპორტფელის, ახალი სესხების აღების მიზნებისა და პრინციპების და ვალის მდგრადობის საკითხების შესახებ
მთავრობის პროექტებისათვის დაფინანსების პირობებისა და სახელმწიფო ვალის პორტფელის შეფასების შესახებ რჩევების მომზადების მიზნით ფინანსთა სამინისტრო ამზადებს სამოქმედო გეგმას, სახელმწიფო ვალისა და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის შუალედური რგოლის (ანალიტიკური) ფუნქციის გაძლიერებისათვის
ფინანსთა სამინისტრო განავითარებს სისტემატიზებულ პროცესს ვალისა და სესხისთვის გარანტიების მონაცემების ჩანაწერების, ანგარიშისა და შემოწმების შესახებ
ფინანსთა სამინისტრო ასრულებს ანალიტიკურ ფუნქციას ნაღდი ფულის მიმოქცევის პროგნოზირების კუთხით ადეკვატური ბიუჯეტითა და შესაბამისი პერსონალით |
ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ვალის მარეგულირებელ კანონმდებლობაში განსახორციელებელ ნებისმიერ საჭირო ცვლილებას, რაც საფუძვლად უდევს ვალის სტრატეგიას
ფინანსთა სამინისტრო აძლიერებს სახელმწიფო ვალისა და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის შუალედურ რგოლს ვალის მართვისა და რისკის ანალიზის განახლებული სისტემით, რომელიც ინტეგრირებულია ელექტრონული ბიუჯეტისა და ელექტრონული ხაზინის სისტემებში
ფინანსთა სამინისტრო წარადგენს ანგარიშს მთავრობის იმ ფინანსური ანგარიშების გარანტიების შესახებ, რომლებიც ფარავს ნომინალურ ღირებულებას |
|
ფისკალური რისკის გაძლიერებული მართვა |
ფინანსთა სამინისტრო ატარებს ინვენტარიზაციას სახელმწიფო მფლობელობაში არსებული დიდი საწარმოების ფისკალური მდგომარეობისა და მათი აუდიტირებული ფინანსური მდგომარეობის მითითებით
ფინანსთა სამინისტრო ავითარებს სტრატეგიულ მოდელს ქვეყნისთვის არსებული ყველა ტიპის ფისკალური რისკების მონიტორინგისა და მათთან გამკლავებისათვის
|
ფინანსთა სამინისტრო აყალიბებს სამსახურს, რომლიც დაკომპლექტდება შესაბამისი თანამშრომლებითა და საჭირო ბიუჯეტით, სადაც მოხდება ფისკალური რისკების, მათ შორის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული საწარმოების პირობითი ვალდებულებებისა და სახელმწიფო და კერძო სექტორის პარტნიორობის პროექტების მართვა.
ფინანსთა სამინისტრო აყალიბებს პროცედურებს, განსაზღვრავს ინსტიტუციონალურ პასუხისმგებლობებს და გამოყოფს ადექვატურ ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს მთავრობის წინაშე მდგარი სხვადასხვა ტიპის ფისკალური რისკების მართვის მონიტორინგისა და რჩევებისათვის
ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს პირველ სრულ შეფასებას: 1. მაკრო რისკების; 2. საგარეო ვალის მდგრადობის ანალიზის; 3. სესხებზე გაცემულ გარანტიებთან და სხვა მსგავს პირობით ვალდებულებებთან დაკავშირებული რისკის შეფასებას |
ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას სახელმწიფო მფლობელობაში არსებული საწარმოების ვალის შესახებ და სახელმწიფო მფლობელობაში არსებული საწარმოებისა და სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობის პროექტების (PPP) პირობითი ვალდებულებების შესახებ, რაც წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის დოკუმენტების პაკეტზე დანართის სახით
ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს პირველ სრულ შეფასებას: 1. ფინანსური სექტორის რისკების; 2. სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული საწარმოების ფისკალური რისკების შეფასებას |
|
შედეგი 2: შემოსავლისა და სახელმწიფო ხარჯების გაძლიერებული მართვა |
|||
|
შემოსავლის აკრეფის გაზრდილი ეფექტურობა და ეფექტიანობა |
საქართველოს შემოსავლების სამსახური ახორციელებს გადასახადების აკრეფის გაძლიერებულ პროცედურებს ახალი პერსონალით დაკომპლექტებული და შესაბამისი დაფინანსების მქონე ადმინისტრაციული დეპარტამენტის ჩამოყალიბებით
საქართველოს შემოსავლების სამსახური ამტკიცებს სტრატეგიას საგადასახადო ცნობების ხანდაზმულობის დროის და გადასახადის გადამხდელის შეტყობინებების 6 წლიდან 3 წლამდე შემცირებისათვის, რათა მოხდეს საგადასახადო ვალდებულების დაკისრების პერიოდის შემცირება, გადასახადის გადამხდელებისთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად
საქართველოს შემოსავლების სამსახური ამტკიცებს სამოქმედო გეგმას ალტენატიული აუდიტის პროგრამის დასასრულებლად და აუდიტის შიდა შესაძლებლობების გასაძლიერებლად, მათ შორის სპეციალიზირებულ სექტორებში |
საქართველოს შემოსავლების სამსახური ამოიღებს დავალიანებას აქტიური გადასახადის გადამხდელებისაგან სულ მცირე 80 მილიონი ლარის ოდენობით მიმდინარე საგადასახადო წლისათვის
საქართველოს შემოსავლების სამსახური ამცირებს საგადასახადო ცნობების ხანდაზმულობის დროს და გადასახადის გადამხდელის შეტყობინებების პერიოდს 6 დან 5 წლამდე, რაც ამცირებს საგადასახადო ვალდებულების დაკისრების პერიოდს და გადასახადის გადამხდელებს მდგომარეობას შეუმსუბუქებს
საქართველოს შემოსავლების სამსახური ზრდის აუდიტის შიდა პერსონალის რაოდენობას საგადასახადო აუდიტორების კუთხით *286-დე (რომელთაგან 147 ქალია) ალტერნატიული აუდიტორების რაოდენობის შემცირების პარალელურად |
საქართველოს შემოსავლების სამსახური წამოიწყებს საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის პროცესს უმოქმედო საწარმოებისათვის, იურიდიულად დამტკიცებული კატეგორიების საფუძველზე
საქართველოს შემოსავლების სამსახური ამცირებს საგადასახადო ცნობების ხანდაზმულობის დროს და გადასახადის გადამხდელის შეტყობინებების პერიოდს 5 დან 4 წლამდე, რაც ამცირებს საგადასახადო ვალდებულების დაკისრების პერიოდს და გადასახადის გადამხდელებს მდგომარეობას შეუმსუბუქებს
საქართველოს შემოსავლების სამსახური დაასრულებს ალტერნატიული აუდიტორების შერჩევას შიდა საგადასახადო აუდიტორების რაოდენობის სულ მცირე 330-მდე გაზრდით, რომელთაგან 150 ქალია |
|
სახელმწიფო ხარჯების გაუმჯობესებული მართვა
|
ფინანსთა სამინისტრო ამზადებს ბიუჯეტის კოდექსში ცვლილებებს, რათა შესაძლებელი გახადოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯაროს სამართლის იურიდიული პირების ფინანსების მართვა ელექტრონული PFMS-ის მეშვეობით და მათი გადახდებისა და შემოსავლების TSA-ს მეშვეობით მართვა
ფინანსთა სამინისტრო აწვდის დამატებით ინფორმაციას სახელმწიფო ბიუჯეტის დოკუმენტებში კაპიტალური პროექტების სახეებისა და დაფინანსების შესახებ
|
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა ბაღებისა და სკოლებისა) ყველა ნაღდი ფულით განხორციელებული ოპერაციები იმართება TSA-ისა და ბიუჯეტირების მეშვეობით, ხოლო ბიუჯეტის შესრულება და საბუღალტრო პროცესები PFMS–ს მეშვეობით
შესაბამისი სამთავრობო უწყებები განსაზღრავენ სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის პროექტების მომზადების, შეფასებისა და განხორციელებისთვის საჭირო სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს ნაკლოვანებებს |
შესაბამისი სამთავრობო უწყებები ამზადებენ რეგულაციების პროექტებს სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს ნებისმიერი გამოვლენილი ნაკლოვანების აღმოსაფხრველად, რომელიც ეხება სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის პროექტებს, და ამზადებენ ნებისმიერ საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს |
|
ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსების გაძლიერება |
პარლამენტი ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს 2014 წლის თებერვალში, რომელიც გზას გაუკაფავს რეფორმებს სამთავრობოშორისო ფინანსებში, მათ შორის კაპიტალური ტრანსფერების და სპეციალური ტრანსფერების კუთხით |
მთავრობა პარლამენტს წარუდგენს წინანადებებს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შესახებ, განსაზღვრავს რა შემოსავლების განაწილება სსახელმწიფო ბიუჯეტს, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის |
მთავრობა უზრუნველყოფს ტრანსფერების ზრდას მშპ ზრდის თანმიმდევრულად ან სულ მცირე 30-40 მილიონი ლარით მიმდინარე საბიუჯეტო წლისათვის |
|
შედეგი 3: შიდა დანაზოგების გაძლიერებული გენერირება |
|||
|
საყოველთაო პენსიის – ნულოვანი საფუძვლის რაციონალიზაცია |
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დაასრულებს საყოველთაო პენსიების სხვადასხვა სცენარების მიმდინარე და სამომავლო ხარჯების სრულ პროგნოზირებას საპენსიო რეფორმის მოდელირების ინსტრუმენტის ვერსიისა და სხვა მიდგომების გამოყენებით
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მთავრობას წარუდგენენ საპენსიო სისტემის ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალებისა და კაცების თანაბარ პირობებში ყოფნას |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად წარუდგენს სამომავლო ნულოვანი საფუძვლის საერთო პოლიტიკის დოკუმენტს
მთავრობა ამტკიცებს საპენსიო სისტემის შესწორებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალებისა და კაცების თანაბარ პირობებში ყოფნას |
|
მდგრადი კერძო საპენსიო დანაზოგების სისტემის ჩამოყალიბება ნახევრად სავალდებულო ელემენტებით – ჰიბრიდული ან ერთობლივი საფუძვლით (მე-2 და მე-3 საფუძვლების კომბინაცია)
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აყალიბებს საპენსიო რეფორმის ერთეულს, რომელსაც გააჩნია ადექვატური ბიუჯეტი და დაკომპლექტდება შესაბამისი პერსონალით და ასევე ქმნის უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს, დროში განსაზღვრული სამოქმედო გეგმის მოსაფიქრებლად ახალი საპენსიო სისტემის შემუშავებისთვის
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოსცემს საჯარო შეტყობინებას საპენსიო რეფორმების, მათ შორის სავალდებულო და ნებაყოფილობითი სისტემების ფართო კონცეფციისა და მიმართულების შესახებ
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაასრულებს საპენსიო სისტემის დიზაინისა და სტრუქტურის ძირითადი საკითხების ანალიზს, ქალებისა და კაცების თანაბარ პირობებში ყოფნის და ჰიბრიდული/კომბინირებული ტიპის ჩათვლით, რომელსაც გააჩნია სავალდებულო და ნებაყოფილობითი ხასიათი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოსცემს კონსენსუსზე დაფუძნებულ დოკუმეტს ჰიბრიდული ტიპის საფუძველზე, მათ შორის წევრობის, შენატანების, საგადასახადო მოსაზრებების, შეღავათების, გენდერისა და კავშირს ნულოვან საფუძველთან
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კაბინეტს დამტკიცებისათვის წარუდგენს სტრატეგიას და დროში გაწერილ სამოქმედო გეგმას საპენსიო რეფორმის, მათ შორის სამართლებრივი და მარეგულირებელი ხარვეზების, მონაცემთა კონფიდენციალურობისა და საგადასახადო კანონმდებლობის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო შეიმუშავებს მიდგომას ნულოვანი და ჰიბრიდული/კომბინირებული ტიპის საფუძვლების შესახებ საჯარო ინფორმირებულობის გაზრდის პროგრამებთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ქალებისა და კაცების თანაბარ პირობებში ყოფნის უწყვეტობის კონკრეტულ ზომებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ასრულებს კერძო პენსიების არსებული სტრუქტურის შეფასებას შესაბამის კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებების გათვალისწინების მიზნით |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახალი სისტემის ამოქმედების მიზნით შეიმუშავებს და ახორციელებს პერსონიფიცირებული ანგარიშგების, საქმისწარმოებისა და ინდივიდუალური ანგარიშის სისტემას
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოამზადებს კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს პენსიების ძირითად კანონში ცვლილებების სახით ჰიბრდული ერთობლივი საყრდენებისათვის ან დამოუკიდებელი კანონდებლობის დანერგვით, რომელიც საშუალებას იძლევა მოგვიანებით მიღებულ იქნას დამატებითი/ნორმატიული აქტები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იწყებს კამპანიას მთელი ქვეყნის მაშტაბით რომლის მიზანიცაა მოქალაქეთა ინფორმირებულობის ამაღლება ჰიბრიდული სისტემის სარგებლიანობის შესახებ, გენდერული ასპექტების ჩათვლით
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამზადებს ცვლილებების პროექტს კანონში ნებაყოფილობითი დანაზოგების შესახებ, რომელიც კერძო პენსიებს მოიცავს და წარუდგენს მას პარლამენტს დასამტკიცებლად |
|
შედეგი 4: ინვესტიციების განხორციელებისათვის საჭირო კერძო რესურსების მობილიზაციის ზრდა |
|||
|
კაპიტალური ბაზრების განვითარება გრძელვადიანი ფინანსების მობილიზებისათვის |
2014 წლის ივნისში მთავრობა ამტკიცებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას 2020 და იღებს ვალდებულებას განახორციელოს ღონისძიებები ინვესტიციების მობილიზებისა და ფინანსური შუამავლობის განვითარებისათვის
მთავრობა საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად აყალიბებს უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს კაპიტალური ბაზრების რეფორმისა და განვითარების დროში გაწერილი სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოსცემს საჯარო შეტყობინებას კაპიტალური ბაზრის რეფორმების კონცეფციისა და მიმართულების შესახებ, მათ შორის კორპორატიული ფასიანი ქაღალდების შესახებ ობლიგაციების ბაზრისა და ფულადი ბაზრის ინსტრუმენტების გაფართოებისათვის და უსაფრთხო ბანკთაშორისი ვაჭრობისათვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ეკონომიკურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სტრატეგიას და დროში გაწერილ სამოქმედო გეგმას კაპიტალური ბაზრის რეფორმებისათვის, მათ შორის სამართლებრივი და მარეგულირებელი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და სტრუქტურისა და ბაზრის ინფრასტრუქტურის ეფექტიანობის გასაზრდელად |
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იწყებს ინფორმირებულობის ამაღლების კამპანიას კაპიტალური ბაზრის რეფორმის გეგმის შეღავათების, მათ შორის ინვესტორების დაცვის, ინვესტიციისათვის ფინანსური ინსტრუმენტების, ხანგძლივმოქმედი დანაზოგების, გენდერული ასპექტების და საპენსიო რეფორმებთან მჭიდრო კავშირების შესახებ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ასრულებს კანონების, წესდებების, რეგულაციების მიმოხილვას/შეფასებას, რომლებიც ეხება ინვესტიციებს, მმართველობას, რისკის მართვას და ფონდების მენეჯერებს ინვესტიციების მართვისათვის, მათ შორის კერძო საპენსიო დანაზოგების კუთხით რომლებიც მოკლედ მოცემულია პოლიტიკის დოკუმენტში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ხელს უწყობს ფულადი ბაზრის განვითარებას საბუღალტრო და გონივრული კონტროლის რეგულაციების დამტკიცებით ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის გარიგებებისა და ფასიანი ქაღალდების დაკრედიტების შესახებ |
|
მცირე ბიზნესის დაფინანსების და განვითარების გაზრდილი ხელმისაწვდომობა გენდერული ფაქტორების გათვალისწინებით |
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აყალიბებს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, რომელსაც ეყოლება შესაბამისი პერსონალი, ექნება სამუშაო გეგმა და 110 მილიონი ლარის ბიუჯეტი 2014-2018 წლებისათვის, 2014 წლისათვის სააგენტოსათვის 19 მლნ ლარი გამოიყოფა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აყალიბებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (EDA) რომელსაც ეყოლება შესაბამისი პერსონალი, ექნება სამუშაო გეგმა და 20 მილიონი ლარის ბიუჯეტი 2014-2016 წლებისათვის, მათ შორის 6 მილიონი ლარი 2014 წლისთვის
EDA (თავისი ბიუჯეტის ფარგლებში) ამზადებს თანმდევი გრანტის კონცეფციას და სხვა ფინანსურ პროდუქტებს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის, რომლისათვისაც გამოიყოფა 3 მლნ ლარი, თანხის 20% მოხმარედება ქალების ბიზნეს საქმიანობებს
მეწარმეობის განვითარების სააგენტო (საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში) აყალიბებს ფინანსურ ინსტრუმენტებს მცირე გრანტების, თანმდევი გრანტებისა და ინოვაციური ვაუჩერების სახით, რომლის მიზანიც კერძო სექტორის ინოვაციისა და ტექნოლოგიის განვითარებაა, ამისათვის გამოიყოფა 2 მლნ ლარი, თანხის 20% მოხმარდება ქალების ბიზნეს საქმიანობებს
მთავრობა ამტკიცებს გენდერულ სამოქმედო გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს კაცთა და ქალთა თანაბარ მონაწილეობას ეკონომიკურ და ბიზნეს საქმიანობებში, თანაბარ მონაწილეობას პროფესიონალურ და ბიზნესთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო პროგრამებში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ბიზნეს ტრენინგებზე, რომლებიც გაზრდიან ქალ-მეწარმეთა ფინანსებთან ხელმისაწვდომობას |
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოყოფს 21 მლნ ლარს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსათვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოყოფს 6 მილიონ ლარს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსათვის
EDA აფართოვებს თანმდევი გრანტის კონცეფციას და სხვა ფინანსურ პროდუქტებს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის, რომლისათვისაც გამოიყოფა 4 მლნ ლარი შესრულების/ფონდების ათვისების მხედველობაში მიღებით, თანხის 30% მოხმარდება ქალების ბიზნეს საქმიანობებს
მეწარმეობის განვითარების სააგენტო (საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში) აფართოვებს ფინანსურ ინსტრუმენტებს კერძო სექტორის ინოვაციისა და ტექნოლოგიის განვითარებისათვის, ამისათვის გამოიყოფა 3 მლნ ლარი, თანხის 30% მოხმარდება ქალების ბიზნეს საქმიანობებს
მთავრობა ახორციელებს გენდერულ სამოქმედო გეგმას და მისი შედეგების შესახებ საზოგადოებას ანგარიშს აბარებს პროგრამის სამოქმედო სფეროებში, როგორიცაა მცირე ბიზნესის ტრენინგისა და დაფინანსების სფეროებში არსებული შედეგების შესახებ
დამატებით EDA იწყებს ახალ პროგრამას ‘’აწარმოე საქართველოში’’რომლის მიზანია სოფლებში მიკრო და მცირე საწარმოების განვითარება. გამოყოფილი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია (2015-2017 წლებისთვის)
დამატებით GITA ქმნის სატრენინგო და ცოდნის გაცვლით პლატფორმა გეოლაბორატორიას და ასევე ანვითარებს ფაბ ლაბორატორიას რომლისთვისაც გამოყოფილია ბიუჯეტი 1.1 ლარის ოდენობით. |
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოყოფს 25 მლნ ლარს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსათვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოყოფს 8 მილიონ ლარს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსათვის
EDA აფართოვებს თანმდევი გრანტის კონცეფციას და სხვა ფინანსურ პროდუქტებს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის, რომლისათვისაც გამოიყოფა 5 მლნ ლარი შესრულების/ფონდების ათვისების მხედველობაში მიღებით, თანხის 40% მოხმარდება ქალების ბიზნეს საქმიანობებს
მეწარმეობის განვითარების სააგენტო (საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში) აფართოვებს ფინანსურ ინსტრუმენტებს კერძო სექტორის ინოვაციისა და ტექნოლოგიის განვითარებისათვის, ამისათვის გამოიყოფა 4.5 მლნ ლარი შესრულების/ფონდების ათვისების მხედველობაში მიღებით, თანხის 40% მოხმარდება ქალების ბიზნეს საქმიანობებს
მთავრობა ახორციელებს გენდერულ სამოქმედო გეგმას და მისი შედეგების შესახებ საზოგადოებას ანგარიშს აბარებს პროგრამის სამოქმედო სფეროებში, როგორიცაა მცირე ბიზნესის ტრენინგისა და დაფინანსების სფეროებში არსებული შედეგების შესახებ |