განცხადება სს „ბადიაურის" აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს ბადიაურის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს ბადიაურის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ შემდეგი განცხადება:
2016 წლის 26 თებერვალს, 12:00 საათზე მოწვეულია სს ბადიაურის (საიდენტიფიკაციო კოდი: 238107204 ) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება მისამართზე თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 74ა, მე-7 სართული, ოფისი 714.
დღის წესრიგი:
1. 2015 წლის ყურძნის მოსავალის გადამუშავების პროცესის მიმდინარეობა და არსებული შედეგები;
2. საზოგადოების 2016 წლის სამეურნეო საქმიანობის გეგმების განხილვა;
3. სამეთვალყურეო საბჭოს შესახებ (წევრთა უფლებამოსილების ვადის გასვლა, წევრთა რაოდენობა, საბჭოს კომპეტენცია);
4. საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა.
5. საზოგადოების წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება.
სს ბადიაურის (საიდენტიფიკაციო კოდი 238107204 ) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების სააღრიცხვო დღეა 2016 წლის 28 იანვარი. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ სააღრიცხვო დღისთვის.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დრო - 2016 წლის 26 თებერვალი, 11.30 სთ.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა საერთო კრების ჩატარების ადგილის მისამართზე.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს დღის წესრიგის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის, ასევე გადაწყვეტილებისათვის საჭირო რეკომენდაციების მიღება შეუძლიათ სს ბადიაურის სამეთვალყურეო საბჭოში ან დირექციაში.
კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილეობის უფლება სს ბადიაურის მომსახურე ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან - სს საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორის მისამართზე: ქ თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74ა (მოსაშვილის 11), მე-7 სართული, ოფისი 714.
სს ბადიაურის დირექტორის თამაზ გეგეშიძის
მინდობილი პირი ლია ოთარაშვილი