„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.038.016603
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №8

2016 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანებაში (სსმ, №159, 30.12.2009 წ.) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ელექტრონული ზედამხედველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო.“.

2. მე-9 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა პოლიტიკის ფარგლებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობით დაინტერესებულ საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ევროკავშირისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ანალოგიურ სისტემებთან აქტიური ურთიერთობა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროექტების მომზადება;

გ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის დავალებით, სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად საერთაშორისო ვიზიტების დაგეგმვა-ორგანიზება;

დ) საერთაშორისო ურთიერთობების ამსახველი მასალების მომზადება, უცხოეთიდან მიღებული (მოძიებული) კორესპონდენციის (ინფორმაციის) შესაბამისი დამუშავება, გავრცელება და სათანადო ფორმით ხელმძღვანელობისათვის მიწოდება;

ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემისა და მისი უფროსის ურთიერთობის კოორდინირება;

ვ) საზოგადოების ინფორმირება პრობაციის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის მიმდინარეობისა და სიახლეების შესახებ;

ზ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსისა და კურატორი მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.“.

3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

,,10. ელექტრონული ზედამხედველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების  სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) პრობაციის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა;

ბ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სერვერული ცენტრებისა და კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოების დაცვა და ადმინისტრირება, კომპიუტერული და სხვა ელექტრონული ტექნიკის გამართული ფუნქციონირება;

გ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა;

დ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული ბაზების მონიტორინგი, ლოკალურ და ცენტრალიზებულ ბაზებში არსებული შეცდომების გასწორება, მათი შევსება-სრულყოფა, საქმისწარმოების ბაზების და პროგრამების ადმინისტრირება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და მათი პროგრამული უზრუნველყოფა;

ე) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ზედამხედველობის მართვის ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ვ) ელექტრონული ზედამხედველობის სისტემის ადმინისტრირება და ამ სისტემაში ასახული შეტყობინებების გადამისამართება შესაბამისი პრობაციის ბიუროებისათვის;

ზ) ვიდეოპაემნის სერვისის ტექნიკური უზრუნველყოფა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა და მათი ადმინისტრირება;

ი) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის წარმოება-განახლების მიზნით, პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება;

კ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირება;

ლ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს შენობაში და მის ტერიტორიულ ორგანოებში მომუშავე თანამშრომელთა სამსახურში მოსვლისა და სამსახურიდან წასვლის აღრიცხვის ელექტრონული  სისტემის ადმინისტრირება;

მ) პრობაციის ეროვნულ სააგენტოში პროგრამული საშუალებების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით, პროგრამული საშუალებების პერიოდული მონიტორინგი;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსისა და კურატორი მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის პირველი თებერვლიდან.

 


საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი