„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (პირველი პროგრამული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება)“

მიღების თარიღი 22.05.2015
ძალაში შესვლა 12.06.2015
გამომცემი ორგანო თანხების გამოყოფა
ნომერი №1007
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016373
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2016
matsne.gov.ge 3,522 სიტყვა · ~18 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.05.2015 მიღება
12.06.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (7)
თანხების გამოყოფა გამოყოფილი სესხის მოცულობა (USD)
(1) ერთჯერადად ჩამოსარიცხი ტრანში 59,850,000
(2) ადმინისტრირების გადასახადი (Front-End Fee) 150,000
(3) საპროცენტო განაკვეთის ზედა და ქვედა ზღვრის დაფიქსირებისთვის გადასახდელი პრემია 0
მთლიანი მოცულობა 60,000,000.00
სესხის დაფარვის თარიღი დაფარვის წილი (პროცენტებში)
2040 წლის 15 აპრილს 4.45%
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (პირველი ინკლუზიური ზრდის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 98% 22.05.2015 „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიების დაფინანსება)“ სასესხო ხელშეკრულება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 96% 09.07.2014 მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 93% 12.07.2024 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 18.03.2022 „საქართველოს, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (განრიგი 4-ის მიზნებისათვის) შორის სასესხო შეთანხმება (რეგიონალური განვითარების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსება)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 07.05.2016

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (პირველი პროგრამული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება)“  სესხის ნომერი 8504 - GE სასესხო ხელშეკრულება ,,საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის  (პირველი პროგრამული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება)“ თარიღი  22 მაისი,  2015                                   სასესხო ხელშეკრულება                                                                             სესხის ნომერი 8504 - GE წინამდებარე ხელშეკრულება, დათარიღებული 2015 წლის 22 მაისით, გაფორმდა საქართველოს (“მსესხებელი”) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (“ბანკი”) პროგრამის (როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართში) ფინანსური მხარდაჭერის მიზნით. ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოეყო ეს დაფინანსება იმის გათვალისწინებით, რომ (ა) მსესხებელმა უკვე განახორციელა პროგრამით დადგენილი ქმედებები, რომლებიც განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულების პირველი განრიგის I ნაწილში; და (ბ) მსესხებელი ინარჩუნებს შესაბამის მაკრო-ეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს. შესაბამისად, მსესხებელი და ბანკი თანხმდებიან შემდეგზე:     I მუხლი. ზოგადი პირობები; განმარტებები 1.01. ზოგადი პირობები (როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართში) წარმოადგენენ მოცემული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. 1.02. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონტექსტი სხვაგვარად მოითხოვს, წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც ზოგად პირობებში და წინამდებარე ხელშეკრულების დანართში. მუხლი II. სესხი 2.01. ბანკი თანახმაა წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მსესხებელს ასესხოს თანხა სამოცი მილიონი აშშ დოლარის (60,000,000.00 აშშ დოლარი) ოდენობით, რომელიც პერიოდულად კონვერტირებადია ვალუტის კონვერტაციის საშუალებით, წინამდებარე ხელშეკრულების 2.08 ნაწილში მოცემული პირობების თანახმად (`სესხი”). 2.02. მსესხებელს შეუძლია ჩამორიცხოს სესხის თანხები ანგარიშიდან პროგრამის მხარდაჭერის მიზნით, წინამდებარე ხელშეკრულების პირველი განრიგის II ნაწილის შესაბამისად. 2.03. მსესხებლის მიერ დასაფარი ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო უნდა შეადგენდეს სესხის თანხის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%). 2.04 მსესხებლის მიერ დასაფარი ვალდებულების გადასახადი უნდა შეადგენდეს აუთვისებელი სესხის თანხის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%). 2.05 მსესხებლის მიერ გადასახდელი პროცენტი ყოველი საპროცენტო პერიოდისთვის უნდა შეესაბამებოდეს სესხის ვალუტისთვის განსაზღვრული საბაზისო პროცენტის ექვივალენტს, რომელიც დადგენილია სესხის ვალუტისათვის და რომელსაც დაემატება ცვლადი მარჟა. სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ან ნაწილობრივი ოდენობის კონვერსიის შემთხვევაში, კონვერსიის პერიოდში მსესხებლის მიერ გადასახდელი პროცენტი აღნიშნულ თანხაზე უნდა განისაზღვროს ზოგადი პირობების IV მუხლის დებულებების შესაბამისად. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, თუ ათვისებული სესხის ბალანსის ნებისმიერი ოდენობა რჩება დაუფარავი ვადის დადგომის მომენტში და ამგვარი გადაუხდელობა გრძელდება ოცდაათი დღის განმავლობაში, მსესხებლის მიერ გადასახადი პროცენტის გამოანგარიშება უნდა მოხდეს ზოგადი პირობების 3.02 (ე) პუნქტის შესაბამისად. 2.06. გადახდის თარიღებია ყოველი წლის 15 აპრილი და 15 ოქტომბერი. 2.07. კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვა განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების II განრიგში განსაზღვრული ამორტიზაციის გრაფიკის შესაბამისად. 2.08. (ა) სესხის გონივრული მართვის ხელშესაწყობად, მსესხებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს სესხის პირობების ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი კონვერსია: (i) სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი, ათვისებული ან აუთვისებელი თანხის ვალუტის დამტკიცებული ვალუტით შეცვლა; (ii) საბაზისო საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ა) ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის საბაზისო საპროცენტო ცვალებადი განაკვეთის ფიქსირებული განაკვეთით, ან პირიქით, შეცვლა. ბ) ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის მთლიანი თანხის ან მისი ნაწილის საპროცენტო ცვალებადი განაკვეთიდან, რომელიც დაფუძნებულია საბაზისო განაკვეთზე (reference rate) ცვლადი დანამატით ცვლადი საპროცენტო განაკვეთზე დაფუძნებული ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთზე და ცვლად დანამატზე, ან პირიქით, შეცვლა. გ) ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის მთლიანი თანხის ან მისი ნაწილის ცვლადი საპროცენტო განაკვეთიდან, რომელიც დაფუძნებულია ცვლად დანამატზე შეცვლა ცვლადი საპროცენტო განაკვეთზე რომელიც დაფუძნებულია ფიქსირებულ დანამატზე. და (iii) ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის ცვლად განაკვეთზე ლიმიტების დაწესება, ცვლად განაკვეთზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის ან საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის დაწესების გზით. (ბ) წინამდებარე ნაწილის (ა) პუნქტის თანახმად, საჭირო ნებისმიერი ცვლილება, რომელიც დადასტურებულია ბანკის მიერ, უნდა განისაზღვროს როგორც „კონვერსია”, როგორც ეს განმარტებულია ზოგად პირობებში, და ძალაში შევა ზოგადი პირობების IV მუხლის და კონვერსიის სახელმძღვანელოს შესაბამისად. (გ) საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის ან საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის გადახდის თარიღის დადგომისთანავე, რომლისთვისაც მსესხებელმა მოითხოვა გადასახდელის სესხის თანხებიდან დაფარვა, ბანკმა, მსესხებლის სახელით, სესხის ანგარიშიდან უნდა გამოიტანოს და გადაუხადოს თავის თავს ის თანხები, რაც საჭიროა ნებისმიერი გადასახდელის დასაფარად, ზოგადი პირობების 4.05 (გ) ნაწილის შესაბამისად, იმ ოდენობამდე, რაც პერიოდულად გამოიყოფა წინამდებარე ხელშეკრულების I განრიგის II ნაწილის მიზნებისთვის. 2.09. ზოგადი პირობების 5.08 ნაწილის პირობების შეზღუდვების გარეშე (გადანომრილი ამ ხელშეკრულების დანართის II ნაწილის მე-5 პუნქტის მიხედვით და დაკავშირებული თანამშრომლობასა და კონსულტაციებთან) მსესხებელმა დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ბანკს II მუხლის პირობებთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც დროდადრო შესაძლოა სათანადოდ იქნეს მოთხოვნილი ბანკის მიერ. III მუხლი -პროგრამა 3.01. მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას პროგრამაზე და მის განხორციელებაზე და ამასთან დაკავშირებით და შემდგომი ზოგადი პირობების 5.08 ნაწილის თანახმად: (ა) რომელიმე მხარის მოთხოვნის საფუძველზე, მსესხებელი და ბანკი დროდადრო განიხილავენ მიმღების მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს და პროგრამის განხორციელების მიმდინარეობას. ბ) ყოველ ასეთ განხილვამდე, მსესხებელი ბანკს განსახილველად და კომენტარებისათვის წარუდგენს ანგარიშს პროგრამის განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე, ისეთი ფორმით, როგორც ამას ბანკი სათანადოდ მოითხოვს. (გ) წინამდებარე ნაწილის (ა) და (ბ) პუნქტების დებულებების შეუზღუდავად, მსესხებელი დაუყოვნებლივ აცნობებს ბანკს ნებისმიერი ისეთი სიტუაციის შესახებ, რომელსაც შეუძლია პროგრამის ფარგლებში დასახული მიზნების ან პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერ ქმედების არსებითი შეცვლა, წინამდებარე ხელშეკრულების პირველი განრიგის I ნაწილში მითითებული ღონისძიებების ჩათვლით. IV მუხლი. ბანკის პრევენციული დებულებები 4.01. შეჩერების დამატებით გარემოებას წარმოადგენენ: ისეთი გარემოების წარმოქმნა, რომელიც საეჭვოს გახდის წინამდებარე პროგრამის, ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილის განხორციელებას. 4.02. დაჩქარების დამატებით გარემოებას წარმოადგენს ისეთი გარემოების წარმოქმნა, რომელიც გვხვდება მიმდინარე ხელშეკრულების 4.01 ნაწილში და გრძელდება შეტყობინების მიღებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში ბანკის მიერ მსესხებლის მიმართ. V მუხლი. ძალაში შესვლა; შეწყვეტა 5.01. ძალაში შესვლისათვის დამატებითი პირობები მოიცავს შემდეგს: ბანკი უნდა დაკმაყოფილდეს მსესხებლის მიერ პროგრამის შესრულებით მიღწეული შედეგებით და მსესხებლის მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს ადეკვატურობით. 5.02. ძალაში შესვლის ბოლო ვადა არის ას ოცი (120) დღე წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან. VI მუხლი – წარმომადგენლები, მისამართები 6.01. მსესხებლის წარმომადგენელია მსესხებლის ფინანსთა მინისტრი. 6.02. მსესხებლის მისამართია:  ფინანსთა სამინისტრო გორგასლის ქ.№16 0114, თბილისი, საქართველო  ფაქსიმილე: +995322-262422 6.03. ბანკის მისამართია:   International Bank for Reconstruction and Development   1818 H Street, N.W.  Washington, D.C. 20433  United States of America  ტელეგრაფი                             ტელექსი:                            ფაქსიმილე:  INTBAFRAD                             248423 (MCI) or                   1-202-477-6391  Washington, D.C.                     64145 (MCI)  შეთანხმდნენ თბილისში, საქართველოში, ზემოთ მითითებულ დღესა და წელს.  საქართველო  უფლებამოსილი წარმომადგენელი  სახელი: ნოდარ ხადური  თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი  უფლებამოსილი წარმომადგენელი  სახელი: ჰენრი კერალი  თანამდებობა: რეგიონალური დირექტორი  განრიგი 1 პროგრამის ღონისძიებები; სესხის თანხების ხელმისაწვდომობა ნაწილი I. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები. მსესხებლის მიერ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები მოიცავს შემდეგს: ნაწილი 1. ბიზნესგარემოს რეფორმების მეორე ფაზა  მეწარმეობისთვის ინსტიტუციონალური ჩარჩოს შემუშავება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად 1. მსესხებელმა დაარსა მეწარმეობის განვითარების სააგენტო (EDA) იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს დამწყებ, მცირე და საშუალო საწარმოების შექმნას და ზრდას. მტკიცებულებად მსესხებლის მიერ წარმოდგენილია 2014 წლის 19 თებერვლის დადგენილება №173, რომელიც იმავე დღეს გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში. საჯარო შესყიდვების გაძლიერება 2. მსესხებელმა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მეშვეობით (SPA) დააარსა გადამზადების ცენტრი იმისათვის, რომ გააუმჯობესოს შესყიდვების პროცედურებთან დაკავშირებული ცოდნა და შესაძლებლობები შემსყიდველი და მიმწოდებელი პირების. მტკიცებულებად წარმოდგენილია 2014 წლის 23 აპრილის დადგენილება №306, რომელიც იმავე დღეს გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში. და აგრეთვე სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 7 მაისის ბრძანება №1, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა იმავე დღეს. ნაწილი 2. ფინანსური სექტორის გაღრმავება და დივერსიფიცირება დანაზოგის მობილიზაცია 3. მსესხებელმა დაიწყო მომზადება, რათა შექმნას დეპოზიტების დაზღვევის სისტემა (DIS), ჩამოაყალიბა სამუშაო ჯგუფი და დაამტკიცა შესაბამისი სამუშაო გეგმა. მტკიცებულებად წარმოდგენილია 2015 წლის 16 იანვრის საქართველოს მთავრობის განკარგულება №33, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 2015 წლის 23 იანვარს. 4. მსესხებელმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეშვეობით შეიმუშავა საყოველთაო საპენსიო რეფორმის კონცეფციის პროექტი და წარუდგინა ეკონომიკურ საბჭოს. მტკიცებულებად წარმოდგენილია i) 2014 წლის 30 დეკემბრის ეკონომიკური საბჭოს შეხვედრის ოქმი ii) 2015 წლის 4 მარტის ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ბანკისადმი გაგზავნილი წერილი. ნაწილი 3. კომპანიების შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა ექსპორტის წახალისების და სიახლეების დანერგვის მიზნით  სატელეკომუნიკაციო და ინტერნეტმომსახურებაზე ეფექტურობის, კონკურენციისა და წვდომის გაუმჯობესება 5. მსესხებელმა: i) შეცვალა ,,საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ (რომელიც ძალაშია შესული); და (ii) საქართველოს კომუნიკაციების ელექტრონული კომისიის მეშვეობით (GNCC) დაამტკიცა ცვლილებები წინა დადგენილებებში №6 და №13, რომელიც დაკავშირებულია რადიოსიხშირის სპექტრის განაწილებასთან. ეს ყველაფერი ემსახურება უკაბელო ინტერნეტ მომსახურებების გაუმჯობესებას. მტკიცებულებად წარმოდგენილია 2014 წლის 1 აგვისტოს ცვლილება ,,საქართველოს კანონში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 2014 წლის 12 აგვისტოს და ასევე GNCC-ის 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილებები №7 და №8, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულია 2014 წლის 12 ნოემბერს. 6. მსესხებელმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მეშვეობით (GNCC) მიიღო განახლებული მეთოდოლოგია სპექტრუმის ფასების დაფარვის, მათ შორის, სარეზერვო ფასები აუქციონებისთვის და საფასურისთვის, რომელიც საჭიროა ლიცენზიის განახლებისთვის. მტკიცებულებად წარმოდგენილია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №7, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 2014 წლის 12 ნოემბერს. ასევე, 2014 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №9, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 5 დეკემბერს. დინამიური ინოვაციების და ტექნოლოგიური გადაცემის სისტემების განვითარება 7. მსესხებელმა დაარსა (i) საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო შესაბამისი მანდატით და ბიუჯეტით, რათა განახორციელოს პროგრამები. შესაბამის მტკიცებულებად წარმოდგენილია 2014 წლის 19 თებერვლის დადგენილება №172, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულია იმავე დღეს. ii)კვლევებისა და ინოვაციების საბჭო, რომლის მტკიცებულებად წარმოდგენილია 2015 წლის 3 თებერვლის მთავრობის №32 დადგენილება, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 2015 წლის 4 თებერვალს. საქართველოს ეროვნული ინფრასტრუქტურის ხარისხის საერთაშორისო ცნობადობა 8. მსესხებელმა i) მიაღწია საერთაშორისო ცნობადობას საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GeoSTM) მაღალი ხარისხის მართვის სისტემა ISO/IEC 17025-ის მიხედვით. მტკიცებულებად წარმოდგენილია სერტიფიკატი, რომელიც გამოშვებულია ევროპა-აზიის თანამშრომლობის ეროვნული მეტროლოგიის ინსტიტუტის მიერ (COOMET), დათარიღებული 11 თებერვლით, 2014 წელი. ii) საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის მეშვეობით მიმართა ევროპის თანააკრედიტაციის თანამშრომლობას (EA) იმისათვის, რომ წამოეწყო პროცესი, საერთაშორისო ცნობადობის მისაღებად მტკიცებულებად წარმოდგენილია 2014 წლის 19 სექტემბრის ოფიციალური განაცხადი, რომელიც გაგზავნილია EA-ში.  ნაწილი II. სესხის თანხების ხელმისაწვდომობა. ა) ზოგადი. მსესხებელს შეუძლია ჩამორიცხოს სესხის თანხები წინამდებარე ნაწილის და ბანკის მიერ განსაზღვრული და მსესხებლისთვის წარდგენილი დამატებითი შეტყობინების შესაბამისად. ბ) სესხის თანხის გამოყოფა. სესხის თანხა (გარდა იმ თანხებისა, რომელიც ადმინისტრირების გადასახდელს საჭიროებს (Front-end Fee)) გამოიყოფა ერთ ტრანშად, საიდანაც მსესხებელს შეუძლია ჩამორიცხოს სესხის თანხები. აღნიშნულთან დაკავშრებით, სესხის თანხის გამოყოფა ასახულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში: თანხების გამოყოფა გამოყოფილი სესხის მოცულობა (USD) (1) ერთჯერადად ჩამოსარიცხი ტრანში 59,850,000 (2) ადმინისტრირების გადასახადი (Front-End Fee) 150,000 (3) საპროცენტო განაკვეთის ზედა და ქვედა ზღვრის დაფიქსირებისთვის გადასახდელი პრემია 0 მთლიანი მოცულობა 60,000,000.00 გ) ჩამოსარიცხი ტრანშის გამოყოფის პირობები. ერთჯერადად ჩამოსარიცხი ტრანში არ ჩამოირიცხება, თუ ბანკის მიერ არ იქნა მოწონებული: (ა) მსესხებლის მიერ განხორციელებული პროგრამა; (ბ) მსესხებლის მაკროეკონომიკური პოლიტიკის ადეკვატურობა. დ) დაფინანსების თანხების განთავსება. თუ ბანკთან სხვა შეთანხმება არ მოხდა: 1. სესხის ანგარიშიდან ჩამორიცხულ თანხებს ბანკი განათავსებს მსესხებლის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რომელიც მისაღებია ბანკისთვის; და 2. ზემოთ აღნიშნულ ანგარიშზე სესხის თანხების ყოველი ჩარიცხვისას, მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ეკვივალენტური თანხის მოცულობის აღრიცხვა მის საბიუჯეტო მართვის სისტემაში, ბანკისთვის მისაღები ფორმით. ე) დაუშვებელი ხარჯები. მსესხებელი იღებს ვალდებულებას, რომ სესხის თანხები არ იქნეს გამოყენებული დაუშვებელი ხარჯების დასაფინანსებლად. თუ ნებისმიერ დროს, ბანკი მიიჩნევს, რომ სესხის თანხები დაუშვებელი ხარჯების დასაფინანსებლად იქნა გამოყენებული, მსესხებელი, ბანკისგან შესაბამისი შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აუნაზღაურებს ბანკს ამ თანხის მოცულობას. ასეთი შეტყობინების შემდგომ, ბანკისთვის ანაზღაურებული თანხები გაუქმდება. ვ) დახურვის თარიღი. დახურვის თარიღია 2015 წლის 31 დეკემბერი. განრიგი 2 ამორტიზაციის გრაფიკი 1. ქვემოთ მოცემული ცხრილი განსაზღვრავს ძირითადი თანხის გადახდის თარიღებს და სესხის მთლიანი ძირითადი თანხის პროცენტს, რომლის გადახდაც უნდა განხორციელდეს სესხის ძირითადი თანხის გადახდის ყოველი თარიღის (`დარიცხული პროცენტი”) დადგომისას. იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი თანხის გადახდის პირველი თარიღის დადგომისას მოხდება სესხის მთლიანი თანხის გატანა, სესხის ძირითადი ოდენობა, რომელიც უნდა დაიფაროს მსესხებლის მიერ სესხის ძირითადი თანხის დაფარვის ყოველი თარიღის დადგომისას, უნდა განისაზღვროს ბანკის მიერ (ა) ძირითადი თანხის გადახდის პირველი თარიღის დადგომისას შესაბამისი ათვისებული სესხის ბალანსისა და (ბ) ძირითადი თანხის გადახდის ყოველი თარიღის დადგომისას გათვალისწინებული დარიცხული პროცენტის გამრავლების საფუძველზე. საჭიროების მიხედვით, წინამდებარე განრიგის მე-4 პუნქტში მითითებული ნებისმიერი იმ თანხის გამოკლების მიზნით, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ვალუტის კონვერსია, ამგვარი დასაფარი თანხა ექვემდებარება შესწორებას. სესხის დაფარვის თარიღი დაფარვის წილი (პროცენტებში) ყოველი წლის 15 აპრილს და 15 ოქტომბერს დაწყებული 2029 წლის 15 ოქტომბრიდან 2039 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით 4.55% 2040 წლის 15 აპრილს 4.45% 2. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა სესხის თანხების სრულად გატანა სესხის ძირითადი თანხის დაფარვის პირველი თარიღის დადგომისას, მსესხებლის მიერ სესხის ძირითადი თანხის გადახდის ყოველი თარიღის დადგომისას დასაფარი სესხის ძირითადი თანხა უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად: (ა) იმის გათვალისწინებით, თუ სესხის ნებისმიერი თანხის ჩამორიცხვა მოხდება სესხის ძირითადი თანხის გადახდის პირველი თარიღის დადგომამდე, მსესხებელი ვალდებულია დაფაროს ამ თარიღისთვის ათვისებული სესხის ბალანსი, წინამდებარე განრიგის პირველი პუნქტის შესაბამისად. (ბ) სესხის ძირითადი თანხის გადახდის პირველი თარიღის დადგომის შემდეგ ჩამორიცხული ნებისმიერი თანხის გადახდა უნდა მოხდეს სესხის ძირითადი თანხის გადახდის იმ თითოეული თარიღში, რომელიც დადგება ჩამორიცხვის თარიღის შემდგომ, იმ ოდენობით, რაც დადგენილი იქნება ბანკის მიერ ჩამორიცხული თანხის ოდენობის გამრავლებით წილადზე, რომლის მრიცხველიც იქნება სასესხო განრიგის პირველი პუნქტის ცხრილში მოყვანილი თავდაპირველად განსაზღვრული გადახდის წილი (`თავდაპირველი გადახდის წილი”) და რომლის მნიშვნელიც იქნება თავდაპირველი გადახდის ყველა დარჩენილი წილის ჯამი. საჭიროების მიხედვით, წინამდებარე განრიგის მე-4 პუნქტში მითითებული ნებისმიერი იმ თანხის გამოკლების მიზნით, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ვალუტის კონვერსია, ამგვარი დასაფარი თანხა ექვემდებარება შესწორებას. 3. (ა) სესხის ოდენობები, რომლებიც ჩამორიცხულია ძირითადი თანხის გადახდის ნებისმიერი თარიღის დადგომამდე ორი კალენდარული თვის განმავლობაში, მხოლოდ ძირითადი თანხის გადახდის ნებისმიერი თარიღისთვის გადასახდელი ძირითადი თანხის გამოთვლის მიზნით, უნდა ჩაითვალოს როგორც ათვისებულ და დაუბრუნებელ თანხად, თანხის ჩამორიცხვის თარიღის შემდეგ ძირითადი თანხის დაფარვის მეორე თარიღისთვის და მისი დაფარვა უნდა მოხდეს ძირითადი თანხის გადახდის ყოველი თარიღის დადგომისას, რომლის ათვლაც უნდა დაიწყოს თანხის ჩამორიცხვის თარიღის დადგომის შემდეგ ძირითადი თანხის გადახდის მეორე თარიღიდან.  (ბ) წინამდებარე პუნქტის (ა) ქვე-პუნქტის მოთხოვნების მიუხედავად, თუ ნებისმიერ მომენტში ბანკი შეიმუშავებს გადახდის თარიღისთვის ანგარიშის წარდგენის სისტემას, რომლის მიხედვითაც ინვოისების გაცემა ხდება ძირითადი თანხის გადახდის თარიღის დადგომის დღეს ან მის შემდეგ, ამ ქვეპუნქტის დებულებები არ გავრცელდება იმ ჩამორიცხვებზე, რომლებიც განხორციელდება ზემოხსენებული სისტემის შემოღების შემდეგ. 4. წინამდებარე განრიგის 1-ლ და მე-2 პუნქტებში განსაზღვრული მოთხოვნების მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ჩამორიცხული სესხის სრული ან ნაწილობრივი კონვერსია დამტკიცებულ ვალუტაში, კონვერტირებული თანხის იმ ნაწილის ოდენობა, რომელიც გადასახდელია სესხის ძირითადი თანხის დაფარვის თარიღისთვის, თუ ეს თარიღი ემთხვევა კონვერსიის პერიოდს, დადგინდება ბანკის მიერ კონვერსიამდე თავის ვალუტაში გამოსახული თანხის დაუყოვნებელი გამრავლებით: (i) იმ ვალუტის კურსზე, რომელიც ასახავს სესხის ძირითად თანხებს დამკიცებულ ვალუტაში და რომელიც გასაცემია ბანკის მიერ კონვერტირებადი თანხის სავალუტო ჰეჯირების ტრანზაქციის მეშვეობით; ან (ii) გამოცხადებულ გაცვლით კურსზე, იმ შემთხვევაში, თუ ბანკი ასე დაადგენს კონვერსიის სახელმძღვანელოს შესაბამისად. 5. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ათვისებული სესხის ბალანსის დენომინაცია ერთზე მეტ სასესხო ვალუტაში, წინამდებარე განრიგის მოთხოვნები სავალდებულოა თითოეულ სასესხო ვალუტაში დენომინირებული თანხის შემთხვევაში ცალ-ცალკე იმ მიზნით, რომ მოხდეს თითოეული ამგვარი თანხის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ამორტიზაციის განრიგის შემუშავება. დანართი I ნაწილი: განმარტებები 1. „COOMET” ან ,,ევროპა-აზიის თანამშრომლობის ეროვნული მეტროლოგიის ინსტიტუტი“ ნიშნავს რეგიონალურ ორგანიზაციას რომელიც დაარსებულია 1991 წელს იმისათვის რომ შექმნას ეროვნული მეთოდოლოგიის ინსტიტუტების თანამშრომლობა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ისეთ სფეროში როგორიცაა: ფიზიკური სიდიდეების სტანდარტების განსაზღვრა, კანონის მეთოდოლოგია, აკრედიტაცია და ხარისხის მენეჯმენტის სისტემა, ინფორმაცია და ტრენინგი. 2. ,,DIS“ ან ,,დეპოზიტების სადაზღვევო სისტემა“ ნიშნავს სისტემას, რომელიც იქმნება იმისათვის, რომ დაიცვას დეპოზიტორები დეპოზიტების დანაკარგებისგან იმ შემთხვევაში, თუ ბანკი გაკოტრდა და რომელიც არის ქვეყნის მთლიანი ფინანსური უსაფრთხოების ელემენტი. 3. დეპოზიტების სადაზღვევო სისტემა ნიშნავს სააგენტოს შიგნით მომუშავე ჯგუფს, რომელიც დაარსდა იმისთვის, რომ ჩამოაყალიბოს ახალი, დეპოზიტების სადაზღვევო სისტემა. მტკიცებულებად წარმოდგენილია 2015 წლის 16 იანვრის მთავრობის განკარგულება №33, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულია 2015 წლის 23 იანვარს. 4. “EA” ან “ევროპის თანააკრედიტაციის თანამშრომლობა” ნიშნავს ევროპაში აკრედიტაციის სფეროში არამომგებიან ასოციაციას, რომელიც შექმნილია 1997 წელს, რომლის მიზანია კოორდინაცია და სააკრედიტაციო პროცესების ხელმძღვანელობა ევროპაში.  5. ,,EDA’’ ან მეწარმეობის განვითარების სააგენტო ნიშნავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ. მისი მიზანია ხელი შეეწყოს ადგილობრივი კერძო სექტორის კონკურენტურარიანობის განვითარებას, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის № 173 დადგენილების თანახმად. 6. „დაუშვებელი ხარჯები” ნიშნავს ხარჯებს:  (ა) იმ საქონლისა და მომსახურების მიწოდებაზე, რომლის კონტრაქტი დაფინანსდა ან დაფინანსდება ნებისმიერი ეროვნული ან ბანკისგან ან ასოციაციისგან განსხვავებული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ან სააგენტოს მიერ, ან კონტრაქტი, რომელიც დაფინანსდა ან დაფინანსდება ბანკის ან ასოციაციის მიერ სხვა სესხის, კრედიტის ან გრანტის ფარგლებში.  (ბ) იმ საქონლის შესყიდვაზე, რომელიც მითითებულია სტანდარტული საერთაშორისო სავაჭრო კლასიფიკაციის, Revision 3 (SITC, Rev.3), ქვემოთ მოყვანილ ჯგუფებსა ან ქვე-ჯგუფებში და რომელიც გამოქვეყნებულია გაერთიანებული ერების მიერ სტატისტიკურ დოკუმენტებში, Series M, No. 34/Rev.3 (1986) (the SITC), ან განეკუთვნება მომავალში განახლებული SITC -ის მსგავსს ჯგუფებს ან ქვე-ჯგუფებს, როგორც ამას ბანკს განსაზღვრავს და შეატყობინებს მსესხებელს:  ჯგუფი                         ქვე-ჯგუფი                                                                          საქონლის ჩამონათვალი  112                                          ალკოჰოლური სასმელები  121                                         გადაუმუშავებელი თამბაქო, თამბაქოს ნარჩენები  122                                       წარმოებული თამბაქო                                               (მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა თამბაქოს შემცველებს)  525                                       რადიოაქტიური და ამ მასალებთან                                                დაკავშირებული მასალები   667                                        მარგალიტი, ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვები, დამუშავებული ან                                               დაუმუშავებელი  718 718.7                              ბირთვული რეაქტორები და მათი ნაწილები, საწვავის ელემენტები                                               (ვაზნები), გამოსხივების გარეშე ბირთვული რეაქტორებისათვის  728 728.43                            თამბაქოს გადამამუშავებელი                                                მანქანა-დანადგარები  897 897.3                               ოქროს, ვერცხლის ან პლატინის ჯგუფის ლითონის                                                  ნაკეთობები (გარდა საათებისა და მათი ბოხჩებისა) და                                                 ოქროს ან ვერცხლის ნაკეთობებზე მომუშავეთა ნაკეთობები                                                  (ძვირფასი ქვების ჩათვლით  971                                          ოქრო, არა ფულადი (გარდა ოქროს მადნისა და                                                    კონცენტრატებისა) (გ) სამხედრო დანიშნულების ან მსგავსი საქონლის ან ფუფუნების საგნების შესყიდვასთან დაკავშირებით; (დ) გარემოსთვის საშიში საქონლის შესყიდვასთან დაკავშირებით, რომლის წარმოება-გამოყენება ან იმპორტი აკრძალულია მსესხებლის კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა მხარეს წარმოადგენს მსესხებელი; (ე) ისეთ გადახდებთან დაკავშირებით, რომლებიც აკრძალულია გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს მიერ, გაერთიანებული ერების წესდების VII თავის შესაბამისად; (ვ) რომლებთანაც მიმართებაში ბანკი დაადგენს, რომ მსესხებლის ან სესხის სახსრების სხვა მიმღების წარმომადგენლები) მონაწილეობდნენ კორუფციულ, თაღლითურ (ან სხვა უკანონო გარიგებაში, ისე რომ, მიმღებმა (ან სხვა სათანადო მიმღებმა) დროულად არ მიიღო ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი სათანადო ზომები აღნიშნული შემთხვევების წარმოქმნისთანავე მათ აღმოსაფხვრელად. 7. GAC ან ,,საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი“ - ნიშნავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს რომელიც დაარსებულია იმ მიზნით რომ ორგანიზება გაუკეთოს და განახორციელოს საქმიანობები აკრედიტაციის სფეროში 1999 წლის 29 მაისის საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და 2012 წლის 8 მაისის „სურსათის უვნებლობისა და თავისუფალი მოძრაობის კოდექსი“ საფუძველზე. 8. „ზოგადი პირობები” ნიშნავს 2012 წლის 12 მარტის “რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის ზოგად პირობებს კრედიტებისთვის” წინამდებარე დანართის II ნაწილში განსაზღვრულ ცვლილებებთან ერთად. 9. GITA ან „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო’’ ნიშნავს მსესხებლის საჯარო სამართლის იურიდიული პირს, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ, რომელიც დაარსებულია იმისათვის რომ შეიქმნას ცოდნასა და ინოვაციებზე დამყარებული ეკონომიკა2014 წლის 19 თებერვალის №172 მთავრობის დადგენილების შესაბამისად.  10. GeoSTM ან ,,საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო“, ნიშნავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის მიზანია ორგანიზება გაუკეთოს და განახორციელოს საქმიანობები სტანდარტებისა და მეტროლოგიის სფეროში 2012 წლის 8 მაისის „სურსათის უვნებლობისა და თავისუფალი მოძრაობის კოდექსის“ და ,,საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს“ 2012 წლის 26 ივლისის ქარტიის საფუძველზე.  11. „GNCC“ ან ‘’საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია,’’ ნიშნავს მსესხებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ეს დამოუკიდებელი სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო რომლის შექმნასაც საფუძვლად ედება 2005 წლის 2 ივნისის ,,საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ " და 2004 წლის 23 დეკემბრის ,,საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ". 12. ISO 17025 ან ,,საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაცია 17025“ ნიშნავს სპეციალურ სტანდარტს, რომელიც შექმნილია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა ეროვნული სტანდარტების ორგანოების წარმომადგენლებისგან, რომლებიც ავითარებს ნებაყოფლობით საერთაშორისო სტანდარტებს), რომელიც განსაზღვრავს ზოგად მოთხოვნებს კომპეტენციისთვის, რომ ჩაატაროს ტესტირებების ან/და კალიბრაციები ლაბორატორიებში. 13. „საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ „ნიშნავს მსესხებლის 2005 წლის 2 ივნისის კანონს, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 2005 წლის 6 ივნისს.  14. MOESD’’ - ნიშნავს მსესხებლის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს, რომელიც მისაღებია ბანკისათვის. 15. “პროგრამა” ნიშნავს ღონისძიებების, მიზნების და მიმართულებების პროგრამას, რომლის მიზანია გაზარდოს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა მეორე თაობის ბიზნესგარემოს რეფორმების მეშვეობით, ფინანსური სექტორების გაღრმავების გზით და გაზარდოს ფირმების შესაძლებლობები გაიტანონ ექსპორტზე პროდუქცია ეკონომიკური ზრდის და სიღარიბის შემცირების მეშვეობით, რომელიც ასახულია მსესხებლის 2015 წლის 3 მარტის განვითარების პოლიტიკის წერილში რომლითაც მსესხებელი ვალდებულებას იღებს პროგრამით განსაზღვრული მიზნების განხორციელებაზე და ბანკს მიმართავს მხარდაჭერის თხოვნით.  16. ,,კვლევებისა და ინოვაციების საბჭო“ ნიშნავს 2015 წლის 3 თებერვლის საქართველოს მთვარობის №32 დადგენილებით შექმნილ მსესხებლის მრჩეველ ორგანოს, რომლის დაარსების მიზანიცაა მეცნიერების განვითარება, კვლევა და ინოვაცია. 17. “ერთჯერადად ჩამოსარიცხი ტრანში” ნიშნავს წინამდებარე ხელშეკრულების I განრიგის II ნაწილის “ბ” პუნქტში მითითებული ცხრილის “ერთჯერადად ჩამოსარიცხი ტრანშის” კატეგორიაში გამოყოფილ დაფინანსების თანხას. 18. ,,SME“ ნიშნავს მცირე და საშუალო საწარმოებს. 19. ,,SPA“ ნიშნავს ‘’სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს’’ , მსესხებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც მონიტორინგს და კოორდინაციას უწევს სახელმწიფო შესყიდვებს საქართველოში, 2014 წლის 23 აპრილის №306 საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად. ნაწილი II. ცვლილებები ზოგად პირობებში ზოგად პირობებში” შეტანილია შემდეგი ცვლილებები: 1.სარჩევში, განყოფილებების მითითებები, განყოფილებების დასახელებები და განყოფილებების ნომრები მოდიფიცირებულია, რათა ასახონ ქვემოთ მოცემული პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებები. 2.ნაწილი 2.03-ის (ა) პუნქტის ბოლო წინადადება (რომელიც ეხება თანხის გამოთხოვის აპლიაკაციას) ამოღებულია მთლიანად. 3.ნაწილი 2.04 (მიზნობრივი ანგარიშები) და 2.05 (დაშვებული ხარჯები) ამოღებულია მთლიანად და II მუხლის დარჩენილი ნაწილები გადანომრილია შესაბამისად. 4.ნაწილი 3.01 (მომსახურების გადასახადი) მოდიფიცირებულია შემდეგნაირად:  „ნაწილი 3.01 მომსახურების გადასახადი; ვალდებულების გადასახადი ა) მსესხებელმა ბანკს უნდა გადაუხადოს სასესხო ხელშეკრულებაში მითითებული ერთჯერადი გადასახადი სესხის მოცულობაზე („ადმინისტრირების საკომისიო“) ბ) მსესხებელმა ბანკს უნდა გადაუხადოს სასესხო ხელშეკრულებაში მითითებული ვალდებულების გადასახადი სესხის აუთვისებელ მოცულობაზე („ვალდებულების გადასახადი“). ვალდებულების გადასახადი დაირიცხება სასესხო შეთანხმების გაფორმებიდან 60 დღის შემდეგ. ვალდებულების გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს ნახევარწლიურად 5. ნაწილი 5.01 (პროექტის განხორციელება ზოგადად) და 5.09 (ფინანსური მართვა, ფინანსური ანგარიშები, აუდიტი) ამოღებულია მთლიანად და V მუხლის დარჩენილი ნაწილები გადანომრილია შესაბამისად. 6. ნაწილი 5.05-ის (ა) პუნქტი (რომლის ნუმერაცია შეცვლილია ზემოთ მოყვანილი მე-5 პუნქტის შესაბამისად და რომელიც ეხება საქონლის, სამუშაოების და მომსახურების გამოყენებას) ამოღებულია მთლიანად. 7. ნაწილი 5.06-ის (გ) პუნქტი (რომლის ნუმერაცია შეცვლილია ზემოთ მოყვანილი მე-5 პუნქტის შესაბამისად), შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: “ნაწილი 5.06. გეგმები, დოკუმენტები და ჩანაწერები (გ) მსესხებელი უზრუნველყოფს სესხის სახსრების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შენარჩუნებას (კონტრაქტები, შეკვეთები, ინვოისები, ქვითრები და სხვა დოკუმენტები) კრედიტის დახურვის თარიღიდან ორი წლის განმავლობაში. მსესხებელი საშუალებას მისცემს ბანკის წარმომადგენლებს შეამოწმონ აღნიშნული დოკუმენტები.” 8.ნაწილი 5.07-ის (გ) პუნქტი (რომლის ნუმერაცია შეცვლილია ზემოთ მოყვანილი მე-5 პუნქტის შესაბამისად) შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:  “ნაწილი 5.07. პროგრამის მონიტორინგი და შეფასება (გ) მსესხებელი კრედიტის დახურვის თარიღიდან არაუგვიანეს ექვსი თვის ვადაში მოამზადებს, ან უზრუნველყოფს მომზადებას და წარუდგენს ბანკს პროგრამის განხორციელების, სასესხო მხარეების და ბანკის მიერ შესაბამისი იურიდიული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და სესხის მიზნების მიღწევის შესახებ ანგარიშს იმ ფორმითა და შინაარსით, როგორც ამას ბანკი სათანადოდ მოითხოვს.“ 9. განმარტებების დანართში მოცემული მიმართვები და პუნქტები მოდიფიცირებულია რათა ასახოს ზემოთ მოყვანილი ცვლილებები. 10.დანართი მოდიფიცირებულია ახალი მე-19 პუნქტის დამატებით „ვალდებულების გადასახადის“ შემდეგი განმარტებით და დარჩენილი პუნქტების შემდეგნაირი გადანომვრით: „19. „ვალდებულების გადასახადი“ ნიშნავს სასესხო ხელშეკრულებაში მითითებულ ვალდებულების გადასახადს 3.01 (ბ) ნაწილის მიზნებისთვის.“ 11. გადანომრილი 37-ე პუნქტი (თავდაპირველად პუნქტი 36) („დაშვებული ხარჯები“) მოდიფიცირებულია შემდეგნაირად: „37. “დაშვებული ხარჯები“ ნიშნავს სესხის სახსრების ნებისმიერ გამოყენებას პროგრამის მხარდაჭერის მიზნით, გარდა სასესხო ხელშეკრულებით დაუშვებლი ხარჯების დაფინანსებისა.“ 12.გადანომრილი 44-ე პუნქტი (თავდაპირველად პუნქტი 43) („ფინანსური ანგარიში“) ამოღებულია მთლიანად. 13. დანართის 48-ე პუნქტში განმარტება „მომსახურების გადასახადი“ მოდიფიცირებულია 3.01 (ა) ნაწილის ჩანაცვლებით 3.01 ნაწილში. 14.დანართის 67-ე პუნქტში განმარტება „სესხის დაფარვა“ მოდიფიცირებულია შემდეგნაირად: “67. „სესხის დაფარვა“ ნიშნავს სესხის ნებისმიერ თანხას, რომელიც გადასახდელია სესხის მხარეების მიერ ბანკის მიმართ შესაბამისი იურიდიული ხელშეკრულებებით ან ზოგადი პირობების გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს (მაგრამ შეზღუდული არ არის) შემდეგს: ათვისებული სესხის ბალანსს (ნაშთი), პროცენტს, მომსახურების გადასახადს, დეფოლტის შემთხვევაში გადასახდელ საპროცენტო განაკვეთს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), წინსწრებით გადახდის პრემიას, ტრანზაქციის გადასახადს ვალუტის შეცვლის ან ცვლადი საპროცენტო განაკვეთიდან ფიქსირებულ განაკვეთზე გადსვლის ან ნაადრევი სესხის შეწყვეტის გადასახადს, და პრემიას რომელიც გადასახდელი იქნება საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის და მინიმალური ზღვრის დაწესების შემთხვევაში”. 15.დანართის 72-ე პუნქტში მოხდეს განმარტება „გადახდის თარიღის“ მოდიფიცირება სიტყვა „არის“ წაშლით და „ვალდებულების გადასახადი არის“ ჩამატებით სიტყვა „პროცენტის“ შემდეგ. 16.განსაზღვრული ტერმინი „პროექტი“ დანართის 75-ე პუნქტში მოდიფიცირდეს „პროგრამით“ და მისი განმარტება მოდიფიცირდეს შემდეგნაირად (ზოგადი პირობების თანახმად ყველა მითითება „პროექტზე“ ჩანაცვლდეს „პროგრამით“): “75. “პროგრამა” ნიშნავს პროგრამას, რომელიც მითითებულია სასესხო ხელშეკრულებაში, რომლის მხარდასაჭერად გაცემულ იქნა სესხი“.