„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (პირველი ინკლუზიური ზრდის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება)“
მიღების თარიღი 22.05.2015
ძალაში შესვლა 12.06.2015
გამომცემი ორგანო თანხების გამოყოფა
ნომერი №1008
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016372
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2016
დამატებითი მეტამონაცემები (11)
| 718 | 718.7 |
| 728 | 728.43 |
| 897 | 897.3 |
| თანხების გამოყოფა | გამოყოფილი სესხის მოცულობა (USD) |
| (1) ერთჯერადად ჩამოსარიცხი ტრანში | 59, 850, 000 |
| (2) ადმინისტრირების გადასახადი (Front-End Fee) | 150, 000 |
| (3) საპროცენტო განაკვეთის ზედა და ქვედა ზღვრის დაფიქსირებისთვის გადასახდელი პრემია | 0 |
| მთლიანი მოცულობა | 60,000,000.00 |
| სესხის დაფარვის თარიღი | დაფარვის წილი (პრონცეტებში) |
| 2040 წლის 15 აპრილს | 4.45 % |
| ჯგუფი | ქვე-ჯგუფი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (პირველი პროგრამული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება)“ „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიების დაფინანსება)“ სასესხო ხელშეკრულება მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამა - ქვეპროგრამა 2)
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (პირველი ინკლუზიური ზრდის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება)“
სესხის ნომერი 8503 - GE
სასესხო ხელშეკრულება
,,საქართველოსა
და
რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს
შორის
(პირველი ინკლუზიური ზრდის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება)”
თარიღი 22 მაისი, 2015
სასესხო ხელშეკრულება სესხის ნომერი 8503 - GE
წინამდებარე ხელშეკრულება, დათარიღებული 2015 წლის 22 მაისით, გაფორმდა საქართველოს (“მსესხებელი”) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (“ბანკი”) პროგრამის (როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართში) ფინანსური მხარდაჭერის მიზნით. ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება გამოეყო ეს დაფინანსება იმის გათვალისწინებით, რომ (ა) მსესხებელმა უკვე განახორციელა პროგრამით დადგენილი ქმედებები, რომლებიც განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულების პირველი განრიგის I ნაწილში; და (ბ) მსესხებელი ინარჩუნებს შესაბამის მაკრო-ეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს. შესაბამისად, მსესხებელი და ბანკი თანხმდებიან შემდეგზე:
I მუხლი. ზოგადი პირობები; განმარტებები
1.01. ზოგადი პირობები (როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართში) წარმოადგენენ მოცემული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
1.02. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონტექსტი სხვაგვარად მოითხოვს, წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც ზოგად პირობებში და წინამდებარე ხელშეკრულების დანართში.
მუხლი II. სესხი
2.01. ბანკი თანახმაა წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მსესხებელს ასესხოს თანხა სამოცი მილიონი აშშ დოლარის (60,000,000.00 აშშ დოლარი) ოდენობით, რომელიც პერიოდულად კონვერტირებადია ვალუტის კონვერტაციის საშუალებით, წინამდებარე ხელშეკრულების 2.08 ნაწილში მოცემული პირობების მიხედვით („სესხი”).
2.02. მსესხებელს, პროგრამის მხარდაჭერის მიზნით, ანგარიშიდან შეუძლია ჩამორიცხოს სესხის თანხები წინამდებარე ხელშეკრულების პირველი განრიგის II ნაწილის შესაბამისად.
2.03. მსესხებლის მიერ დასაფარი ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო უნდა შეადგენდეს სესხის თანხის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%).
2.04. მსესხებლის მიერ დასაფარი ვალდებულების გადასახადი უნდა შეადგენდეს აუთვისებელი სესხის თანხის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%).
2.05. მსესხებლის მიერ გადასახდელი პროცენტი ყოველი საპროცენტო პერიოდისთვის უნდა შეესაბამებოდეს სესხის ვალუტისთვის განსაზღვრული საბაზისო პროცენტის ექვივალენტს, რომელიც დადგენილია სესხის ვალუტისათვის და რომელსაც დაემატება ცვლადი მარჟა. სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ან ნაწილობრივი ოდენობის კონვერსიის შემთხვევაში, კონვერსიის პერიოდში მსესხებლის მიერ გადასახდელი პროცენტი აღნიშნულ თანხაზე უნდა განისაზღვროს ზოგადი პირობების IV მუხლის დებულებების შესაბამისად. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, თუ ათვისებული სესხის ბალანსის ნებისმიერი ოდენობა რჩება დაუფარავი ვადის დადგომის მომენტში და ამგვარი გადაუხდელობა გრძელდება ოცდაათი დღის განმავლობაში, მსესხებლის მიერ გადასახადი პროცენტის გამოანგარიშება უნდა მოხდეს ზოგადი პირობების 3.02 (ე) პუნქტის შესაბამისად.
2.06. გადახდის თარიღებია ყოველი წლის 15 აპრილი და 15 ოქტომბერი.
2.07. კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვა განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების II განრიგში განსაზღვრული ამორტიზაციის გრაფიკის შესაბამისად.
2.08. (ა) სესხის გონივრული მართვის ხელშესაწყობად, მსესხებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს სესხის პირობების ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი კონვერსია: (i) სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი, ათვისებული ან აუთვისებელი თანხის ვალუტის დამტკიცებული ვალუტით შეცვლა; (ii) საბაზისო საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ა) ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის საბაზისო საპროცენტო ცვალებადი განაკვეთის ფიქსირებული განაკვეთით, ან პირიქით, შეცვლა. ბ) ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის მთლიანი თანხის ან მისი ნაწილის საპროცენტო ცვალებადი განაკვეთიდან, რომელიც დაფუძნებულია საბაზისო განაკვეთზე (Reference Rate) ცვლადი დანამატით ცვლადი საპროცენტო განაკვეთზე დაფუძნებული ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთზე და ცვლად დანამატზე, ან პირიქით, შეცვლა. გ) ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის მთლიანი თანხის ან მისი ნაწილის ცვლადი საპროცენტო განაკვეთის, რომელიც დაფუძნებულია ცვლად დანამატზე, შეცვლა ცვლადი საპროცენტო განაკვეთით, რომელიც დაფუძნებულია ფიქსირებულ დანამატზე. და (iii) ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის ცვლად განაკვეთზე ლიმიტების დაწესება, ცვლად განაკვეთზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის ან საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის დაწესების გზით.
(ბ) წინამდებარე ნაწილის (ა) პუნქტის თანახმად საჭირო ნებისმიერი ცვლილება, რომელიც დადასტურებულია ბანკის მიერ, უნდა განისაზღვროს როგორც `კონვერსია”, როგორც ეს განმარტებულია ზოგად პირობებში, და ძალაში შევა ზოგადი პირობების IV მუხლის და კონვერსიის სახელმძღვანელოს შესაბამისად.
(გ) საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის ან საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის გადახდის თარიღის დადგომისთანავე, რომლისთვისაც მსესხებელმა მოითხოვა გადასახდელის სესხის თანხებიდან დაფარვა, ბანკმა, მსესხებლის სახელით, სესხის ანგარიშიდან უნდა გამოიტანოს და გადაუხადოს თავის თავს ის თანხები, რაც საჭიროა ნებისმიერი გადასახდელის დასაფარად, ზოგადი პირობების 4.05 (გ) ნაწილის შესაბამისად, იმ ოდენობამდე, რაც პერიოდულად გამოიყოფა წინამდებარე ხელშეკრულების პირველი განრიგის II ნაწილის მიზნებისთვის.
2.09. ზოგადი პირობების 5.08 ნაწილის პირობების შეზღუდვების გარეშე (გადანომრილი ამ ხელშეკრულების მეორე დანართის მეორე ნაწილის მე-5 პუნქტის მიხედვით და დაკავშირებული თანამშრომლობასა და კონსულტაციებთან) მსესხებელმა დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ბანკს II მუხლის პირობებთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც დრო და დრო შესაძლოა სათანადოდ იქნას მოთხოვნილი ბანკის მიერ.
III მუხლი - პროგრამა
3.01. მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას პროგრამის მიზნების შესრულებაზე. ამასთან დაკავშირებით და შემდგომი ზოგადი პირობების 5.08 ნაწილის თანახმად:
(ა) რომელიმე მხარის მოთხოვნის საფუძველზე, მსესხებელი და ბანკი დროდადრო განიხილავენ მსესხებლის მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს და პროგრამის განხორციელების მიმდინარეობას.
ბ) ყოველ ასეთ განხილვამდე, მსესხებელი ბანკს განსახილველად და კომენტარებისათვის წარუდგენს ანგარიშს პროგრამის განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე, ისეთი ფორმით, როგორც ამას ბანკი სათანადოდ მოითხოვს.
(გ) წინამდებარე ნაწილის (ა) და (ბ) პუნქტების დებულებების შეუზღუდავად, მსესხებელი დაუყოვნებლივ აცნობებს ბანკს ნებისმიერი ისეთი სიტუაციის შესახებ, რომელსაც შეუძლია პროგრამის ფარგლებში დასახული მიზნების ან პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერ ქმედების არსებითი შეცვლა, წინამდებარე ხელშეკრულების პირველი განრიგის I ნაწილში მითითებული ღონისძიებების ჩათვლით.
IV მუხლი. ბანკის პრევენციული დებულებები
4.01. შეჩერების დამატებით გარემოებას წარმოადგენს ისეთი გარემოების წარმოქმნა, რომელიც საეჭვოს გახდის წინამდებარე პროგრამის, ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილის განხორციელებას.
4.02 დაჩქარების დამატებით გარემოებას წარმოადგენს ისეთი გარემოების წარმოქმნა, რომელიც გვხვდება ხელშეკრულების 4.01 ნაწილში და გრძელდება ბანკის მიერ მსესხებლისთვის შეტყობინების გაგზავნიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში
V მუხლი. ძალაში შესვლა; შეწყვეტა
5.01. ძალაში შესვლისათვის დამატებითი პირობები მოიცავს შემდეგს: ბანკი უნდა დაკმაყოფილდეს მსესხებლის მიერ პროგრამის შესრულებით მიღწეული შედეგებით და მსესხებლის მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს ადეკვატურობით.
5.02 ძალაში შესვლის ბოლო ვადა არის ას ოცი (120) დღე წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან.
VI მუხლი - წარმომადგენლები, მისამართები
6.01. მსესხებლის წარმომადგენელია მსესხებლის ფინანსთა მინისტრი.
6.02. მსესხებლის მისამართია:
ფინანსთა სამინისტრო
გორგასლის ქ.№16
0114, თბილისი,
საქართველო
ფაქსიმილე: +995322262422
6.03. ბანკის მისამართია:
International Bank for Reconstruction and Development
1818 H Street, N.W.
Washington, D.C. 20433
United States of America
ტელეგრაფი ტელექსი: ფაქსიმილე:
INTBAFRAD 248423 (MCI) ან 1-202-477-6391
Washington, D.C. 64145 (MCI)
შეთანხმდნენ თბილისში, საქართველოში, ზემოთ მითითებულ დღესა და წელს.
საქართველო
უფლებამოსილი წარმომადგენელი
სახელი: ნოდარ ხადური
თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი
უფლებამოსილი წარმომადგენელი
სახელი: ჰენრი კერალი
თანამდებობა: რეგიონალური დირექტორი
განრიგი 1
პროგრამის ღონისძიებები; სესხის თანხების ხელმისაწვდომობა
ნაწილი I. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები. მსესხებლის მიერ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები მოიცავს შემდეგს:
მუხლი I. საჯარო დაწესებულებების ფისკალური ზედამხედველობის გაძლიერება, ბიუჯეტის დაგეგმვის გაუმჯობესება და საჯარო მოხელეთათვის ახალი კონცეფციის შექმნა
1. მსესხებელმა შეიტანა საბიუჯეტო კოდექსში ცვლილება, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო იურიდიული პირების შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვას საჯარო ფინანსების მართვის საინფორმაციო სისტემაში. მტკიცებულებად მოცემულია 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი N2935-Iს, რომელიც ძალაშია შესული.
2. მსესხებელმა, ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით, შექმნა საქართველოს სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული საწარმოების რეესტრი, რომლიც ასევე მოიცავს საპარტნიორო ფონდს და სახელმწიფო საწარმოების შვილობილ კომპანიებს. მტკიცებულებად მოცემულია მსესხებლის ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 20 თებერვლის წერილი.
3. მსესხებლის მიერ შემუშავებულ იქნა საჯარო სამსახურის რეფორმების ახალი კონცეფცია. მტკიცებულებად მოცემულია 2014 წლის 19 ნოემბრის N627 განკარგულება, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 2014 წლის 20 ნოემბერს.
მუხლი II. სოციალური სერვისების (მომსახურების) დაფარვის არეალის და ხარისხის გაუმჯობესება, ასევე შედეგების მონიტორინგის გაძლიერება
4. მსესხებელმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მეშვეობით, შეიმუშავა ახალი მეთოდოლოგია მიზნობრივი სოციალური დახმარებისთვის, რომელიც გააუმჯობესებს სიღარიბის განსაზღვრის და დაფარვის პროცესს. მტკიცებულებად მოცემულია მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის დადგენილება N758, რომელიც იმავე დღეს გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში.
5. მსესხებელმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მეშვეობით შეიმუშავა ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის აუცილებლობა, კონკრეტული მედიკამენტის შეძენისას, რაც უზრუნველყოფს მედიკამენტების რაციონალურ გამოყენებას. მტკიცებულებად მოცემულია 2014 წლის 18 ივლისის ბრძანება N01-53/ნ, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულია იმავე დღეს.
6. მსესხებლის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მეშვეობით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით გააუმჯობესა სამეანო და ნეონატალური მომსახურების ხარისხი რეგიონებში. გაუმჯობესდა წვდომა მშობიარობამდელ, მშობიარობის და შემდგომ მომსახურებაზე. მტკიცებულება - 2015 წლის 15 იანვრის ბრძანება N 01-2/ნ, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა იმავე დღეს.
7. მსესხებელმა საქართველოს კანონში ,,ზოგადი განათლების შესახებ“ შეიტანა ცვლილებები, რომელიც მოიცავს i) მასწავლებლების მიმართ საქმიანობის დასაწყებად საჭირო უფრო მაღალ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ii) მასწავლებელთა შერჩევის რეგულაციების და პროფესიული განვითარების პროცესის გაუმჯობესებას. მტკიცებულებად წარმოდგენილია 2014 წლის 18 ნოემბრის კანონი N2822-Iს, რომელიც უკვე ძალაშია შესული.
8. მსესხებელმა მიიღო ,,მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, კარიერული წინსვლის და პროფესიული განვითარების სქემა“. მტკიცებულება - 2015 წლის 20 თებერვლის დადგენილება N 68,69,70,71,72,73,74,75,76,77, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულია 2015 წლის 23 თებერვალს.
9. მსესხებლის მთავრობის კაბინეტმა მიიღო და პარლამენტს წარუდგინა დასამტკიცებლად 2009 წლის 11 დეკემბრის სტატისტიკის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კანონი ავალდებულებს მოსახლეობის აღწერისათვის გამოიყენოს მოსამზადებელი სამ წლიანი პერიოდი, რაც უზრუნველყოფს საყოველთაო აღწერის დროულად ჩატარებას და მაღალი ხარისხის კვლევითი მონაცემების მიღებას. მტკიცებულებად მოცემულია 2015 წლის 4 მარტის განკარგულება N346.
ნაწილი II. სესხის თანხების ხელმისაწვდომობა.
ა) ზოგადი. მსესხებელს შეუძლია ჩამორიცხოს სესხის თანხები წინამდებარე ნაწილის და ბანკის მიერ განსაზღვრული და მსესხებლისთვის წარდგენილი დამატებითი შეტყობინების შესაბამისად.
ბ) სესხის თანხის გამოყოფა. სესხის თანხა (გარდა იმ თანხებისა, რომელიც ადმინისტრირების გადასახდელს საჭიროებს (Front-end Fee)) გამოიყოფა ერთ ტრანშად, საიდანაც მსესხებელს შეუძლია ჩამორიცხოს სესხის თანხები. აღნიშნულთან დაკავშრებით, სესხის თანხის გამოყოფა ასახულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
თანხების გამოყოფა
გამოყოფილი სესხის მოცულობა (USD)
(1) ერთჯერადად ჩამოსარიცხი ტრანში
59, 850, 000
(2) ადმინისტრირების გადასახადი (Front-End Fee)
150, 000
(3) საპროცენტო განაკვეთის ზედა და ქვედა ზღვრის დაფიქსირებისთვის გადასახდელი პრემია
0
მთლიანი მოცულობა
60,000,000.00
გ) ჩამოსარიცხი ტრანშის გამოყოფის პირობები. ერთჯერადად ჩამოსარიცხი ტრანში არ ჩამოირიცხება, თუ ბანკის მიერ არ იქნა მოწონებული: (ა) მსესხებლის მიერ განხორციელებული პროგრამა; (ბ) მსესხებლის მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს ადეკვატურობა.
დ) დაფინანსების თანხების განთავსება. თუ ბანკთან სხვა შეთანხმება არ მოხდა:
1. სესხის ანგარიშიდან ჩამორიცხულ თანხებს ბანკი განათავსებს მსესხებლის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რომელიც მისაღებია ბანკისთვის; და
2. ზემოთ აღნიშნულ ანგარიშზე სესხის თანხების ყოველი ჩარიცხვისას, მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ეკვივალენტური თანხის მოცულობის აღრიცხვა თავის საბიუჯეტო მართვის სისტემაში, ბანკისთვის მისაღები ფორმით.
ე) დაუშვებელი ხარჯები. მსესხებელი იღებს ვალდებულებას, რომ სესხის თანხები არ იქნეს გამოყენებული დაუშვებელი ხარჯების დასაფინანსებლად. თუ ნებისმიერ დროს, ბანკი მიიჩნევს, რომ სესხის თანხები დაუშვებელი ხარჯების დასაფინანსებლად იქნა გამოყენებული, მსესხებელი, ბანკისგან შესაბამისი შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აუნაზღაურებს ბანკს ამ თანხის მოცულობას. ასეთი შეტყობინების შემდგომ, ბანკისთვის ანაზღაურებული თანხები გაუქმდება.
ვ) დახურვის თარიღი. დახურვის თარიღია 2015 წლის 31 დეკემბერი.
განრიგი 2
ამორტიზაციის გრაფიკი
1. ქვემოთ მოცემული ცხრილი განსაზღვრავს ძირითადი თანხის გადახდის თარიღებს და სესხის მთლიანი ძირითადი თანხის პროცენტს, რომლის გადახდაც უნდა განხორციელდეს სესხის ძირითადი თანხის გადახდის ყოველი თარიღის (`დარიცხული პროცენტი”) დადგომისას. იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი თანხის გადახდის პირველი თარიღის დადგომისას მოხდება სესხის მთლიანი თანხის გატანა, სესხის ძირითადი ოდენობა, რომელიც უნდა დაიფაროს მსესხებლის მიერ სესხის ძირითადი თანხის დაფარვის ყოველი თარიღის დადგომისას, უნდა განისაზღვროს ბანკის მიერ (ა) ძირითადი თანხის გადახდის პირველი თარიღის დადგომისას შესაბამისი ათვისებული სესხის ბალანსისა და (ბ) ძირითადი თანხის გადახდის ყოველი თარიღის დადგომისას გათვალისწინებული დარიცხული პროცენტის გამრავლების საფუძველზე. საჭიროების მიხედვით, წინამდებარე განრიგის მე-4 პუნქტში მითითებული ნებისმიერი იმ თანხის გამოკლების მიზნით, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ვალუტის კონვერსია, ამგვარი დასაფარი თანხა ექვემდებარება შესწორებას.
სესხის დაფარვის თარიღი
დაფარვის წილი
(პრონცეტებში)
ყოველი წლის 15 აპრილს და 15 ოქტომბერს
დაწყებული 2029 წლის 15 ოქტომბრიდან 2039 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით
4.55%
2040 წლის 15 აპრილს
4.45 %
2. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა სესხის თანხების სრულად ჩამორიცხვა სესხის ძირითადი თანხის დაფარვის პირველი თარიღის დადგომისას, მსესხებლის მიერ სესხის ძირითადი თანხის გადახდის ყოველი თარიღის დადგომისას დასაფარი სესხის ძირითადი თანხა უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად:
(ა) იმის გათვალისწინებით, თუ სესხის ნებისმიერი თანხის ჩამორიცხვა მოხდება სესხის ძირითადი თანხის გადახდის პირველი თარიღის დადგომამდე, მსესხებელი ვალდებულია დაფაროს ამ თარიღისთვის ათვისებული სესხის ბალანსი, წინამდებარე განრიგის პირველი პუნქტის შესაბამისად.
(ბ) სესხის ძირითადი თანხის გადახდის პირველი თარიღის დადგომის შემდეგ ჩამორიცხული ნებისმიერი თანხის გადახდა უნდა მოხდეს სესხის ძირითადი თანხის გადახდის იმ თითოეულ თარიღში, რომელიც დადგება ჩამორიცხვის თარიღის შემდგომ, იმ ოდენობით, რაც დადგენილი იქნება ბანკის მიერ ჩამორიცხული თანხის ოდენობის გამრავლებით წილადზე, რომლის მრიცხველიც იქნება სასესხო განრიგის პირველი პუნქტის ცხრილში მოყვანილი თავდაპირველად განსაზღვრული გადახდის წილი (`თავდაპირველი გადახდის წილი”) და რომლის მნიშვნელიც იქნება თავდაპირველი გადახდის ყველა დარჩენილი წილის ჯამი. საჭიროების მიხედვით, წინამდებარე განრიგის მე-4 პუნქტში მითითებული ნებისმიერი იმ თანხის გამოკლების მიზნით, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ვალუტის კონვერსია, ამგვარი დასაფარი თანხა ექვემდებარება შესწორებას.
3. (ა) სესხის ოდენობები, რომლებიც ჩამორიცხულია ძირითადი თანხის გადახდის ნებისმიერი თარიღის დადგომამდე ორი კალენდარული თვის განმავლობაში, მხოლოდ ძირითადი თანხის გადახდის ნებისმიერი თარიღისთვის გადასახდელი ძირითადი თანხის გამოთვლის მიზნით, უნდა ჩაითვალოს ათვისებულ და დაუბრუნებელ თანხად, თანხის ჩამორიცხვის თარიღის შემდეგ ძირითადი თანხის დაფარვის მეორე თარიღისთვის და მისი დაფარვა უნდა მოხდეს ძირითადი თანხის გადახდის ყოველი თარიღის დადგომისას, რომლის ათვლაც უნდა დაიწყოს თანხის ჩამორიცხვის თარიღის დადგომის შემდეგ ძირითადი თანხის გადახდის მეორე თარიღიდან.
(ბ) წინამდებარე პუნქტის (ა) ქვე-პუნქტის მოთხოვნების მიუხედავად, თუ ნებისმიერ მომენტში ბანკი შეიმუშავებს გადახდის თარიღისთვის ანგარიშის წარდგენის სისტემას, რომლის მიხედვითაც ინვოისების გაცემა ხდება ძირითადი თანხის გადახდის თარიღის დადგომის დღეს ან მის შემდეგ, ამ ქვე-პუნქტის დებულებები არ გავრცელდება იმ ჩამორიცხვებზე, რომლებიც განხორციელდება ზემოხსენებული სისტემის შემოღების შემდეგ.
4. წინამდებარე განრიგის 1-ელ და მე-2 პუნქტებში განსაზღვრული მოთხოვნების მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ჩამორიცხული სესხის სრული ან ნაწილობრივი კონვერსია დამტკიცებულ ვალუტაში, კონვერტირებული თანხის იმ ნაწილის ოდენობა, რომელიც გადასახდელია სესხის ძირითადი თანხის დაფარვის თარიღისთვის, თუ ეს თარიღი ემთხვევა კონვერსიის პერიოდს, დადგინდება ბანკის მიერ კონვერსიამდე თავის ვალუტაში გამოსახული თანხის გამრავლებით: (i) იმ ვალუტის კურსზე, რომელიც ასახავს სესხის ძირითად თანხებს დამკიცებულ ვალუტაში და რომელიც გასაცემია ბანკის მიერ კონვერტირებადი თანხის სავალუტო ჰეჯირების ტრანზაქციის მეშვეობით; ან (ii) გამოცხადებულ გაცვლით კურსზე, იმ შემთხვევაში, თუ ბანკი ასე დაადგენს კონვერსიის სახელმძღვანელოს შესაბამისად.
5. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ათვისებული სესხის ბალანსის დენომინირება ერთზე მეტ სასესხო ვალუტაში, წინამდებარე განრიგის მოთხოვნები სავალდებულოა თითოეულ სასესხო ვალუტაში დენომინირებული თანხის შემთხვევაში ცალ-ცალკე იმ მიზნით, რომ მოხდეს თითოეული ამგვარი თანხის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ამორტიზაციის განრიგის შემუშავება.
დანართი
I ნაწილი: განმარტებები
1.„დაუშვებელი ხარჯები” ნიშნავს ხარჯებს:
(ა) იმ საქონლისა და მომსახურების მიწოდებაზე, რომლის კონტრაქტი, დაფინანსდა ან დაფინანსდება ნებისმიერი ეროვნული ან ბანკისგან ან ასოციაციისგან განსხვავებული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ან სააგენტოს მიერ, ან კონტრაქტი, რომელიც დაფინანსდა ან დაფინანსდება ბანკის ან ასოციაციის მიერ სხვა სესხის, კრედიტის, ან გრანტის ფარგლებში.
(ბ) იმ საქონლის შესყიდვაზე, რომელიც მითითებულია სტანდარტული საერთაშორისო სავაჭრო კლასიფიკაციის, Revision 3 (SITC, Rev.3), ქვემოთ მოყვანილ ჯგუფებსა ან ქვე-ჯგუფებში და რომელიც გამოქვეყნებულია გაერთიანებული ერების მიერ სტატისტიკურ დოკუმენტებში, Series M, No. 34/Rev.3 (1986) (the SITC), ან განეკუთვნება მომავალში განახლებული SITC-ის მსგავსს ჯგუფებს ან ქვე-ჯგუფებს, როგორც ამას ბანკს განსაზღვრავს და შეატყობინებს მსესხებელს:
ჯგუფი
ქვე-ჯგუფი
სასაქონლო ჩამონათვალი
112
ალკოჰოლური სასმელები
121
გადაუმუშავებელი თამბაქო, თამბაქოს ნარჩენები
122
წარმოებული თამბაქო (მიუხედავად იმისა შეიცავს თუ არა თამბაქოს შემცველებს)
525
რადიოაქტიური და ამ მასალებთან დაკავშირებული მასალები
667
მარგალიტი, ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვები, დამუშავებული ან დაუმუშავებელი
718
718.7
ბირთვული რეაქტორები და მათი ნაწილები, საწვავის ელემენტები (ვაზნები), გამოსხივების გარეშე ბირთვული რეაქტორებისათვის
728
728.43
თამბაქოს გადამამუშავებელი მანქანა-დანადგარები
897
897.3
ოქროს, ვერცხლის ან პლატინის ჯგუფის ლითონის ნაკეთობები (გარდა საათებისა და მათი ბოხჩებისა) და ოქროს ან ვერცხლის ნაკეთობებზე მომუშავეთა ნაკეთობები (ძვირფასი ქვების ჩათვლით)
971
ოქრო, არა ფულადი (გარდა ოქროს მადნისა და კონცენტრატებისა)
(გ) სამხედრო დანიშნულების ან მსგავსი საქონლის ან ფუფუნების საგნების შესყიდვასთან დაკავშირებით;
(დ) გარემოსთვის საშიში საქონლის შესყიდვასთან დაკავშირებით, რომლის წარმოება გამოყენება ან იმპორტი აკრძალულია მსესხებლის კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა მხარეს წარმოადგენს მსესხებელი;
(ე) ისეთ გადახდებთან დაკავშირებით, რომლებიც აკრძალულია გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს მიერ, გაერთიანებული ერების წესდების VII თავის შესაბამისად;
(ვ) რომლებთანაც მიმართებაში ბანკი დაადგენს, რომ მსესხებლის ან სესხის სახსრების სხვა მიმღების წარმომადგენლები) მონაწილეობდნენ კორუფციულ, თაღლითურ (ან სხვა უკანონო გარიგებაში, ისე რომ, მიმღებმა (ან სხვა სათანადო მიმღებმა) დროულად არ მიიღო ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი სათანადო ზომები აღნიშნული შემთხვევების წარმოქმნისთანავე მათ აღმოსაფხვრელად.
2.,,5 უმსხვილესი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმო“ ნიშნავს შემდეგ 5 კომპანიას საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი და თელასი.
3. ჩარჩო “საჯარო სამსახურის რეფორმისთვის” ნიშნავს, რომ მსესხებელმა მიიღო ჩარჩო საჯარო სამსახურის სექტორის შესაფასებლად, ზემოთხსენებული რეფორმის სტრატეგიის განსავითარებლად, მათ შორის სპეციალური რეკომენდაციები შემოთავაზებული პოლიტიკის ალტერნატივების და მეთოდებისთვის.
4.ჩარჩო ,,მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, კარიერული წინსვლის და პროფესიული განვითარების სქემა“ ნიშნავს მსესხებლის მიერ შემუშავებულ ჩარჩოს, რომელიც ეხება შემდგომ საკითხებს: i) მასწავლებელთა საქმიანობის დაწყება; ii)პროფესიული განვითარება და iii)შეფასება iv) კარიერული წინსვლა; სქემა მოიცავს მასწავლებელთა კატეგორიზაციას, კრედიტების დაგროვების სახელმძღვანელო და მასწავლებელთა და სასწავლო პროცესზე დაკვირვება. ეს ყველაფერი ხდება სასწავლო შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
5.,,ზოგადი პირობები“ ნიშნავს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის ზოგად პირობებს სესხისთვის, რომელიც დათარიღებულია 2012 წლის 12 მარტის ცვლილებებით დადგენილი დანართის მეორე ნაწილში.
6.,,კანონი ზოგადი განათლების შესახებ“ ნიშნავს მსესხებლის 2005 წლის 8 აპრილის N1330 კანონს, რომელიც გამოქვეყნებულია იმავე წლის 4 მაისს. რომელიც გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეში 2009 წლის 21 სექტემბერს.
7.,,კანონი სტატისტიკის შესახებ“ ნიშნავს მსესხებლის 2009 წლის 11 დეკემბრის N2291/რს კანონს, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 2009 წლის 21 დეკემბერს.
8.საკანონმდებლო მაცნე ნიშნავს მსესხებლის ოფიციალურ გაზეთს.
9.,, MOES” ნიშნავს მსესხებლის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან ნებისმიერ მის მემკვიდრეს, რომელიც მისაღებია ბანკისთვის.
10.,,MOF” ნიშნავს მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს ან ნებისმიერ მის მემკვიდრეს, რომელიც მისაღებია ბანკისთვის.
11.,,MOLHSA” ნიშნავს მსესხებლის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან ნებისმიერ მის მემკვიდრეს, რომელიც მისაღებია ბანკისთვის.
12.“MOESD” ნიშნავს მსესხებლის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან ნებისმიერ მის მემკვიდრეს, რომელიც მისაღებია ბანკისთვის.
13.„საპარტნიორო ფონდი“ ნიშნავს სააქციო საზოგადოებას, რომელიც დაარსებულია 2011 წლის 8 აპრილის კანონით N4522-Iს და საპარტნიორო ფონდის ქარტია დამტკიცებულია 2011 წლის 2 ივნისის N230 განკარგულებით. ფონდი შექმნილია იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს კერძო სექტორის ინვესტიციებს სტრატეგიულ სექტორებში და მან აქტივები 5 უმსხვილეს სახელმწიფო საწარმოს გადასცა.
14.“პროგრამა” ნიშნავს ღონისძიებების, მიზნების და მიმართულებების პროგრამას, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს საჯარო სამსახურის მიწოდება და გააძლიეროს ფისკალური ზედამხედველობა, რომელიც მითითებულია მსესხებლის 2015 წლის 3 მარტის წერილში ბანკის მიმართ, რომლითაც მსესხებელი ვალდებულებას იღებს პროგრამით განსაზღვრული მიზნების განხორციელებაზე და ბანკს მიმართავს მხარდაჭერის თხოვნით.
15.,, საჯარო ფინანსების მართვის საინფორმაციო სისტემა“ ნიშნავს მსესხებლის ინტერნეტზე დაფუძნებულ სისტემას, რომელსაც იყენებს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც ინტეგრირებულია ხაზინასთან, ბიუჯეტის ფორმირებასთან და ფინანსური მართვის სისტემასთან.
16.“ერთჯერადად ჩამოსარიცხი ტრანში” ნიშნავს წინამდებარე ხელშეკრულების I განრიგის II ნაწილის “ბ” პუნქტში მითითებული ცხრილის “ერთჯერადად ჩამოსარიცხი ტრანშის” კატეგორიაში გამოყოფილ დაფინანსების თანხას.
17.სახელმწიფო საწარმოები (SOEs) ნიშნავს ნებისმიერ საწარმოს, რომელიც დაარსებულია მსესხებლის კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც არის მსესხებლის სრულ ან ნაწილობრივ საკუთრებაში და რომელსაც უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს კომერციულ საქმიანობებში.
18.მიზნობრივი სოციალური დახმარება (TSA) ნიშნავს მსესხებლის პროგრამას ნაღდი ფულის გადაცემას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელიც დაფუძნებულია ფორმულაზე.
ნაწილი II. ცვლილებები ზოგად პირობებში
ზოგად პირობებში” შეტანილია შემდეგი ცვლილებები:
1. სარჩევში, განყოფილებების მითითებები, განყოფილებების დასახელებები და განყოფილებების ნომრები მოდიფიცირებულია, რომ ასახოს ქვემოთ მოცემული პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებები.
2. ნაწილი 2.03-ის (ა) პუნქტის ბოლო წინადადება (რომელიც ეხება თანხის გამოთხოვის აპლიაკციას) ამოღებულია მთლიანად.
3. ნაწილი 2.04 (მიზნობრივი ანგარიშები) და 2.05 (დაშვებული ხარჯები) ამოღებულია მთლიანად და II მუხლის დარჩენილი ნაწილები გადანომრილია შესაბამისად.
4. ნაწილი 3.01 (მომსახურების გადასახადი) მოდიფიცირებულია შემდეგნაირად:
„ნაწილი 3.01 მომსახურების გადასახადი; ვალდებულების გადასახადი
ა) მსესხებელმა ბანკს უნდა გადაუხადოს სასესხო ხელშეკრულებაში მითითებული
ერთჯერადი გადასახადი სესხის მოცულობაზე მითითებული განაკვეთით („ადმინისტრირების საკომისიო“)
ბ) მსესხებელმა ბანკს უნდა გადაუხადოს სასესხო ხელშეკრულებაში მითითებული ვალდებულების გადასახადი შესაბამისი განაკვეთით სესხის აუთვისებელ მოცულობაზე („ვალდებულების გადასახადი“). ვალდებულების გადასახადი დაირიცხება სასესხო შეთანხმების გაფორმებიდან 60 დღის შემდეგ. ვალდებულების გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს ნახევარწლიურად.“.
5. ნაწილი 5.01 (პროექტის განხორციელება ზოგადად) და 5.09 (ფინანსური მართვა, ფინანსური ანგარიშები, აუდიტი) ამოღებულია მთლიანად და V მუხლის დარჩენილი ნაწილები გადანომრილია შესაბამისად.
6. ნაწილი 5.05-ის (ა) პუნქტი (რომლის ნუმერაცია შეცვლილია ზემოთ მოცემული მე-5 პუნქტის შესაბამისად და რომელიც ეხება საქონლის, სამუშაოების და მომსახურეობის გამოყენებას) ამოღებულია მთლიანად.
7. ნაწილი 5.06-ის (გ) პუნქტი (რომლის ნუმერაცია შეცვლილია ზემოთ მოცემული მე-5 პუნქტის შესაბამისად), შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„ნაწილი 5.06. გეგმები, დოკუმენტები და ჩანაწერები
(გ) მსესხებელი უზრუნველყოფს სესხის სახსრების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შენარჩუნებას (კონტრაქტები, შეკვეთები, ინვოისები, ქვითრები და სხვა დოკუმენტები) სესხის დახურვის თარიღიდან ორი წლის განმავლობაში. მსესხებელი საშუალებას მისცემს ბანკის წარმომადგენლებს შეამოწმონ აღნიშნული დოკუმენტები.”.
8. ნაწილი 5.07-ის (გ) პუნქტი (რომლის ნუმერაცია შეცვლილია ზემოთ მოყვანილი მე-5 პუნქტის შესაბამისად) შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„ნაწილი 5.07. პროგრამის მონიტორინგი და შეფასება
(გ) მსესხებელი სესხის დახურვის თარიღიდან არა უგვიანეს ექვსი თვის ვადაში მოამზადებს, ან უზრუნველყოფს მომზადებას, და წარუდგენს ბანკს პროგრამის განხორციელების, სასესხო მხარეების და ბანკის მიერ შესაბამისი იურიდიული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და სესხის მიზნების მიღწევის შესახებ ანგარიშს იმ ფორმითა და შინაარსით, როგორც ამას ბანკი სათანადოდ მოითხოვს.“.
9. განმარტებების დანართში მოცემული მიმართვები და პუნქტები მოდიფიცირებულია, რათა ასახოს ზემოთ მოყვანილი ცვლილებები.
10. დანართი მოდიფიცირებულია ახალი მე-19 პუნქტის დამატებით „ვალდებულების გადასახადის“ შემდეგი განმარტებით და დარჩენილი პუნქტების შემდეგნაირი გადანომვრით:
„19. „ვალდებულების გადასახადი“ ნიშნავს სასესხო ხელშეკრულებაში მითითებულ ვალდებულების გადასახადს 3.01 (ბ) ნაწილის მიზნებისთვის.“.
11. გადანომრილი 37-ე პუნქტი (თავდაპირველად პუნქტი 36) („დაშვებული ხარჯები“) მოდიფიცირებულია შემდეგნაირად:
„37. “დაშვებული ხარჯები“ ნიშნავს სესხის სახსრების ნებისმიერ გამოყენებას პროგრამის მხარდაჭერის მიზნით, გარდა სასესხო ხელშეკრულებით დაუშვებლი ხარჯების დაფინანსებისა.“.
12. გადანომრილი 44-ე პუნქტი (თავდაპირველად პუნქტი 43) („ფინანსური ანგარიში“) ამოღებულია მთლიანად.
13. დანართის 48-ე პუნქტში, განმარტება „მომსახურების გადასახადი“ მოდიფიცირებულია 3.01 (ა) ნაწილის ჩანაცვლებით 3.01 ნაწილში.
14. დანართის 67-ე პუნქტში, განმარტება „სესხის დაფარვა“ მოდიფიცირებულია შემდეგნაირად:
“67. „სესხის დაფარვა“ ნიშნავს სესხის ნებისმიერ თანხას, რომელიც გადასახდელია სესხის მხარეების მიერ ბანკის მიმართ შესაბამისი იურიდიული ხელშეკრულებებით ან ზოგადი პირობების გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს (მაგრამ შეზღუდული არ არის) შემდეგს: ათვისებული სესხის ბალანსს (ნაშთი), პროცენტს, მომსახურების გადასახადს, ვალდებულების გადასახადს, დეფოლტის შემთხვევაში გადასახდელ საპროცენტო განაკვეთს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), წინსწრებით გადახდის პრემიას, ტრანზაქციის გადასახადს ვალუტის შეცვლის ან ცვლადი საპროცენტო განაკვეთიდან ფიქსირებულ განაკვეთზე გადსვლის ან ნაადრევი სესხის შეწყვეტის გადასახადს, და პრემიას, რომელიც გადასახდელი იქნება საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის და მინიმალური ზღვრის დაწესების შემთხვევაში”.
15. დანართის 72-ე პუნქტში, მოხდეს განმარტება „გადახდის თარიღის“ მოდიფიცირება სიტყვა „არის“ წაშლით და „ვალდებულების გადასახადი არის“ ჩამატებით სიტყვა „პროცენტის“ შემდეგ.
16. განსაზღვრული ტერმინი „პროექტი“ დანართის 75-ე პუნქტში მოდიფიცირდეს „პროგრამით“ და მისი განმარტება მოდიფიცირდეს შემდეგნაირად (ზოგადი პირობების თანახმად ყველა მითითება „პროექტზე“ ჩანაცვლდეს „პროგრამით“):
„75. “პროგრამა” ნიშნავს პროგრამას, რომელიც მითითებულია სასესხო ხელშეკრულებაში, რომლის მხარდასაჭერად გაცემულ იქნა სესხი“.