1.
რჩეული საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებლს, ან/და მის მიერ უფლებამოსილ მოხელეს/სტრუქტურულ ერთეულს. საერთო კრების მოწვევის შესახებ რჩეულის ინიციატივა მიიღება ცნობად და მას რეგისტრაცია არ ესაჭიროება.
2.
კრების გამართვამდე 1 თვით ადრე მაინც, რჩეული მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ.
3.
განცხადებაში მიეთითება, საერთო კრების მოწვევის:
ა)
თარიღი;
ბ)
დრო და ადგილი (შესაბამისი დასახლების ტერიტორიის ფარგლებში);
გ)
ინფორმაცია საერთო კრების ჩასატარებლად ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის საჭიროების შესახებ.
4.
რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას მუნიციპალიტეტის გამგებლის ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის/სტრუქტურული ერთეულის მატერიალურ-ტექნიკური  მხარდაჭერით,  უზრუნველყოფს  რჩეული.  რჩეული პასუხისმგებელია საერთო კრების მოწვევისა და წარმართვისათვის განსაზღვრული  მატერიალურ-ტექნიკური  რესურსების  მიზნობრივ გამოყენებაზე