,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№03
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.172.016117
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №03

2016 წლის 29 იანვარი

ქ. ამბროლაური

 

,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014  წლის 16 ივლისის №08 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 17/07/2014 სარეგისტრაციო 010250050.35.172.016008)   დამტკიცებულ ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული  დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ნ“ ქვეპუნქტი;

„ა.ნ) ამტკიცებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირის სტატუსის მინიჭების განაცხადის ფორმას.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული  დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ო“ ქვეპუნქტი;

 „ა.ო) ამტკიცებს დასახლების  საერთო  კრების  რჩეულის  არჩევნების  ბიულეტენის ფორმასა და  ამომრჩეველთა სიის ფორმას.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული  დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.პ“ ქვეპუნქტი;

 „ა.პ) განსაზღვრავს საერთო  კრებების  ორგანიზებაზე  ან/და  რეგისტრაციაზე  უფლებამოსილ  პირს ან/და სტრუქტურულ ერთეულს;“

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ჟ“ ქვეპუნქტი

„ა.ჟ) დისკრეციული  უფლებამოსილების  ფარგლებში, გამოსცემს  ბრძანებას  საერთო  კრების  ჩატარებისთვის  საჭირო  ორგანიზაციული  და  მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესახებ“.

ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 141 მუხლის  მე-2 პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი;

„გ) უზრუნველყოს საერთო კრებების მოწვევის ორგანიზებასა  და მათ რეგისტრაციას. საქართველოს  ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი ამომრჩეველთა საარჩევნო სიის  უკანასკნელი მონაცემების  მიხედვით   მოახდინოს დასახლების  ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  ამომრჩეველთა რაოდენობის აღრიცხვას.“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 35-ე მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი.

„ვ) საერთო კრება.“

ზ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის  35მუხლი.

მუხლი 35. საერთო კრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება

1. საინიციატივო  ჯგუფის  შემადგენლობისა  და  საერთო  კრების  მოწვევის  შესახებ ინიციატივის  რეგისტრაციის  თაობაზე  ინფორმაცია  და  საერთო  კრების  დღის წესრიგი ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება ან/და ქვეყნდება პროაქტიულად.

2.  საერთო კრების დღის წესრიგის და მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის  შესახებ  ინფორმაცია  ქვეყნდება  ან/და  საჯაროდ  ცხადდება  ან/და  ქვეყნდება  პროაქტიულად ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში.

3.  საერთო  კრების  სხდომის  ოქმი  საჯარო  გაცნობისთვის  ქვეყნდება  მუნიციპალიტეტის მერისთვის მისი წარდგენიდან 3 დღის ვადაში.

4.  განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში  მათ  ასახვამდე  უნდა  გამოქვეყნდეს  შესაბამის  დასახლებულ  პუნქტში  საერთო  კრებისთვის მისი გაგზავნიდან არაუგვიანეს მეორე დღისა.

5.  ამ  მუხლის  პირველ  და  მე-4  პუნქტებში  აღნიშნული  ინფორმაცია  ქვეყნდება  ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის   მიერ,  მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ  შენობაში,  სპეციალურად  საჯარო  განცხადებებისთვის განკუთვნილ  ადგილას  და  შესაბამის  დასახლებულ  პუნქტში  საზოგადოებრივი  თავშეყრის  ადგილებზე,  ასევე  ქვეყნდება  ბეჭდვით  ორგანოში, რომელიც  გამოიცემა  კვირაში  ერთხელ  მაინც  და  ვრცელდება  მუნიციპალიტეტის  მთელს  ტერიტორიაზე,  მუნიციპალიტეტის  ვებგვერდზე http://ambrolauri.gov.ge/.      

6. საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას, მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული  ინფორმაციის  შესაბამის  დასახლებაში  გავრცელებას,  უზრუნველყოფენ  ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური, საინიციატივო  ჯგუფი,  აგრეთვე, საერთო კრების რჩეული (არსებობის შემთხვევაში).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე