არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წესისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.02.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №120
სარეგისტრაციო კოდი 110060000.22.027.016624
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 219 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 86% 07.03.2019 სერგო ტაბატაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 86% 20.04.2023 „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 01.05.2019 გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 85% 25.07.2024 საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 85% 14.11.2025

დოკუმენტის ტექსტი

არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წესისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება   №120 2016 წლის 1 თებერვალი ქ. თბილისი არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წესისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების შესახებ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, ამ ბრძანების მიზანია იმ ნორმების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფს არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის მექანიზმების ეფექტურ გამოყენებას. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიულ ზომებს ენიჭება. მსუბუქი, არარეპრესიული და ადეკვატური ზომების გამოყენება, ხშირ შემთხვევაში, არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ამდენად, ამ ბრძანების მიზანია არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და მათ მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების ხელშეწყობა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიული მექანიზმების ფართო გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების თანდართული წესი და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობები. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ნოემბრის №216 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი