ხარვეზის შევსების შედეგად შპს ”სტენლი ბლექ & დექერ პოლსკა”-ს განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ შპს ”კავკასია 99”-ს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/27110-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/27110-15

(330210315001196388)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

       ხარვეზის შევსების შედეგად განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

 2016 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

  თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესი კ სისვაძე

განმცხადებელი : შპს „სტენლი ბლექ & დექერ პოლსკა“

წარმომადგენელი: ლევან ქანთარია

მოთხოვნა: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „სტენლი ბლექ & დექერ პოლსკას” სახელით განცხადებით მომართა ლევან ქანთარიამ და განმარტა, რომ შპს შპს „სტენლი ბლექ & დექერ პოლსკა“ არის ამერიკული მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს ელექტროხელსაწყოებს და აქსესუარებს. მას მსოფლიო მასშტაბით გახსნილი აქვს წარმომადგენლობები და ფილიალები. 2011 წელს შპს შპს „სტენლი ბლექ & დექერ პოლსკას“, დავით ჯანჯღავასა და ამ უკანასკნელის მიერ დაფუძნებულ შპს „კავკასია 99“-ს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება შპს შპს „სტენლი ბლექ & დექერ პოლსკას“ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ შეთანხმდა, რომ დავით ჯანჯღავა და შპს „კავკასია 99” იმოქმედებდნენ როგორც კონსულტანტები საქართველოს ტერიტორიაზე და განახორციელებდნენ საქონლის რეალიზაციას. მოპასუხეებმა აიღეს ვალდებულება, რომ პროდუქციის რეალიზებიდან საქართველოში მიღებული თანხები გადაერიცხებოდა შპს „სტენლი ბლექ & დექერ პოლსკას“ და სანაცვლოდ მათ უნდა მიეღოთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომისიო. კონსულტანტებს გაეგზავნათ ინვოისები 275 246,34 ევროსა და 135 260,5 აშშ დოლარის ოდენობით ჯერ კიდევ 2012 წელს. აღნიშნული ვალდებულება მოვალეებს დღემდე არ შეუსრულებიათ. ამ გარემოებებზე მითითებით შპს „სტენლი ბლექ & დექერ პოლსკა“ ითხოვს შპს „კავკასია 99“-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინებით განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი. კერძოდ, შპს „სტენლი ბლექ & დექერ პოლსკას“ ხარვეზის გამოსწორების მიზნით სასამართლოსათვის უნდა წარმოედგინა ეროვნულ ვალუტაში გაცხადებული კრედიტორული მოთხოვნა და უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანები;  

2016 წლის 18 იანვარს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „სტენლი ბლექ & დექერ პოლსკას“ წარმომადგენელმა ლევან ქანთარიამ, წარმოადგინა განჩინებით მოთხოვნილი დოკუმენტები და მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს შპს „კავკასია 99“-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღების „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-14, მე-15, მე-18, 21-ე, 22-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „სტენლი ბლექ & დექერ პოლსკას“ განცხადება შპს „კავკასია 99“-ის (ს/კ 202062640) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებული იქნეს სასამართლო წარმოებაში.

2. შპს „კავკასია 99“-ის (ს/კ 202062640) მეურვედ დაინიშოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.

3. აეკრძალოს შპს „კავკასია 99“-ს (ს/კ 202062640) ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.

4. შეჩერდეს შპს „კავკასია 99“-ის (ს/კ 202062640) მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.

5. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე არსებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.

6. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ, დაუყოვნებლივ შეატყობინოს მოვალეს მის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.

7. განემარტოს შპს „კავკასია 99“-ის (ს/კ 202062640) დირექტორს, რომ ის ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები შპს „კავკასია 99“-ის (ს/კ 202062640) მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.

9. განემარტოთ უცხოელ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან მათთვის წინამდებარე განჩინების შესაბამის ენაზე ნათარგმნი ეგზემპლარის გადაცემიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები შპს „კავკასია 99“-ის (ს/კ 202062640) მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში. სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურომ უცხოელ კრედიტორთა არსებობის პირობებში უზრუნველყოს მათთვის გასაგებ ენაზე განჩინების თარგმნა და მისი კრედიტორებისათვის ჩაბარება.

10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეული იქნას 2015 წლის 2 მარტს 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №23). კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგია: ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ) მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.

11. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე არაუგვიანეს 2016 წლის 1 თებერვლისა. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვე სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურომ. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს  დაფაზეც.

12. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

    მოსამართლე                                ბესიკ სისვაძე