⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.09.2016)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.01.2016
ძალის დაკარგვა 30.09.2016
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.104.016266
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,134 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.01.2016 მიღება
30.09.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №5 2016 წლის 29 იანვარი ქ. წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციის წესი. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტიას საკრებულოს 2011 წლის 22 ივლისის №21 დადგენილება. მუხლი 3🔗  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია დანართი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში    მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ეს წესი განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, შენობა-ნაგებობების, სადარბაზოების, მოწის ნაკვეთების და ა. შ) ნუმერაციის პირობებსა და წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გეოგრაფიული ობიექტი-წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მოედანი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, ბულვარი, ხეივანი,  სკვერი, ბაღი,პარკი, სასაფლაო, პანთეონი, შენობა-ნაგებობა, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და სხვა მსგავსი ობიექტი; ბ) ნუმერაცია-დადგენილი წესით გარკვეული რიგითობის მიხედვით გეოგრაფიული ობიექტების, აგრეთვე მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების დანომვრა არსებული ციფრების, ქართული ანბანის ან/და ინდექსის მეშვეობით; გ) ბინა მრავალბინიან სახლში-ინდივიდუალური საკუთრების საგანი მრავალბინიან სახლში, რომელშიც შეიძლება იყოს ერთსისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები, რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი მ/შ კომერციული მიზნებისათვის); დ) დაინტერესებული პირი- ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ნორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია; ე) შენობა-მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოთა შედეგად, საძირკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების გამოყენებით, დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის; ვ) ინდექსი-რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება ქვევით; ზ) ნუმერაციაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის საკითხს და გამოსცემს დასკვნას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციის შესახებ. მუხლი 3🔗. გეოგრაფიული ობიექტის ნუმერაციის თაობაზე განცხადების წარდგენის წესი 1. ნუმერაციასთან დაკავშირებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს წერილობითი განცხადებით შეიძლება მიმართოს უძრავი ქონების მესაკუთრე დაინტერესებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა. 2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს განმცხადებლის აზრით, ობიექტის რომელ ნომერს (ნომრის არარსებობისას რომელ ობიექტს) რა ნომერი უნდა მიენიჭოს. განცხადება უნდა შეიცავდე სდეტალურ დასაბუთებას ნომრის მინიჭების ან შეცვლის თაობაზე. განცხადება უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათავალისწინებულ, ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს. 3. განცხადებას უნდა დაერთოს: ა) სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალენჯიხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ამონაწერი (დამოწმებული ასლი) საჯარო რეესტრიდან (განცხადების წარდგენის დროს ძალაში არსებული) ობიექტის იმ ნომრით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრის შესახებ, რომელსაც განმცხადებლის აზრით უნდა შეეცვალოს ნომერი; ბ) სსიპ . - საჯარო რეესტრი სეროვნული სააგენტოს წალენჯიხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ცნობა იმის შესახებ, რომ ობიექტის იმ ნომერზე, რომლის მინიჭებაც სურს განმცხადებელს არარისრეგისტრირებული სხვა უძრავი ქონება; გ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 4. ნუმერაციის საფუძველი შეიძლება იყოს არსებული ნომრის შეცვლა, წარმოქმნილი ახალი უძრავი ობიექტისათვის ნომრის მინიჭება ან არსებული უნომრო უძრავი ობიექტისათვის (ასეთის არსებობისას) ნომრის მინიჭება. მუხლი 4🔗. კომისიის  შექმნის წესი 1. ნუმერაციასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს წერილობითი განცხადება და თანდართული დოკუმენტები შეაქვს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. 2. ნუმერაციასთან დაკავშირებით წარდგენილ განცხადებასთან დართულ საბუთებთან ერთად განიხილავს და მასზე გადაწყვეტილებას იღებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციის საკითხის შემსწავლელი სპეციალური კომისია (შემდგომში - გამგეობის კომისია), რომლის შემადგენლობას ბრძანებით განსაზღვრავს წალენჯიხისმუნიციპალიტეტისგამგებელი. 3. კომისიის შემადგენლობა კომისიის თავმჯდომარის ჩათვლით განისაზღვრება  არანაკლებ 5 წევრით. კომისია უფლებამოსილია სხდომა ჩაატაროს და განიხილოს საკითხი, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. კომისია გადაწყვეტილებას ღებულობს სხდომაზე დამსწრე წევრების უბრალო უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. თითოეულკომისიის წევრს აქვს მხოლოდ ერთი ხმა. სხდომაზე კენჭისყრისას ხმათა თანაბარი რაოდენობით განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. დაუშვებელია კომისიის წევრის მიერ ხმის უფლების კომისიის სხვა წევრისათვის ან/და სხვა პირისათვის  გადაცემა. 4. ნუმერაციასთან დაკავშირებით წარდგენილი განცხადების გამგეობის კომისიაზე განსახილველად წარდგენის წესს ბრძანებით განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი. მუხლი 5🔗. განცხადების განხილვის წესი 1. თუ კომისიისათვის გადაცემული განცხადება და თანდართული დოკუმენტები სრულყოფილია, გამგეობის კომისია ვალდებულია განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების მასზე გადაცემიდან 15 კალენდარული დღის ვადაში განიხილოს საკითხი და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება უძრავი ობიექტისათვის ნომრის მინიჭების (არსებულის შეცვლა ან ახლის მინიჭება) შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში კომისიის სხდომაზე შეიძლება მოწვეულიქნეს დაინტერესებული პირი (განმცხადებელი). 2. კომისია ვალდებულია სხვა საკითხებთან ერთად განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საჯარო რეესტრის მიერ გაცემული შესაბამისი საინფორმაციო ცნობა) და კომისიის მიერ მოძიებული, შესაბამისი დოკუმენტური მასალების მიხედვით შეისწავლოს საკითხი იმის შესახებ, ის ნომერი, რომლის მინიჭებასაც ითხოვს განმცხადებელი ხომ არა აქვს უკვე მინიჭებული  სხვა უძრავ ობიექტს. 3. კომისიის გადაწყვეტილება (დადებითი, უარყოფითი) უნდა იყოს დასაბუთებული. გადაწყვეტილებაში ცალკე აბზაცის სახით უნდა გამოიყოს ამ მუხლისმე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის კომისიის მიერ შესწავლის შედეგი. კომისიის გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის ყველა ის  წევრი, რომელმაც კომისიის ამ გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი. მუხლი 6🔗. გადაწყვეტილების გაგზავნისა და რეგისტრაციის  წესი 1. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კვირის ვადაში ეგზავნება დაინტერესებულ პირს, ხოლო კომისიის დადებითი გადაწყვეტილება 1 კვირის ვადაში ეგზავნება დაინტერესებულ პირსა და ნუმერაციის რეგისტრაციაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.                2. ამ მუხლის 1-ლი გათვალისწინებული კომისიის გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი) დაინტერესებულ პირს ან/და ნუმერაციის რეგისტრაციაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ეგზავნება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წერილით.        3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წერილობითი მიმართვა და კომისიის დადებითი გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი წარმოადგენს ნუმერაციის რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის სამართლებრივ საფუძველს შესაბამისი სარეგისტრაციო წარმოების განხორციელებისა და რეგისტრაციის განხორციელებისათვის.      4. ნუმერაციის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში იდენტიფიკაციის მიზნით შეიძლება მიეთითოს მოცემულ ქუჩაზე მდებარე იმ უძრავი ობიექტის მესაკუთრის ვინაობა (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობისა (პასპორტისა) და პირადი ნომერი), რომელსაც შეეცვალა ან ახლად მიენიჭა შესაბამის ინომერი. კომისიის გადაწყვეტილებაში იდენტიფიკაციის მიზნით შეიძლება მითითებულ იქნეს ასევე სხვა საშუალებები და მონაცემები. 5. განმცხადებელი ვალდებულია ნუმერაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან (გადაცემიდან) 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ბრძანების რეგისტრაცია შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში და ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონებისათვის შესაბამისი ნომრის აღმნიშვნელი ნიშნის (მაჩვენებლის) განთავსება და სათანადო დოკუმენტაციის კომისიის გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.        მუხლი 7🔗. ქუჩის დანომრვის წესი 1. ქუჩის ნუმერაცია უნდა განხორციელდეს ისე, რომ  მან არ გამოიწვიოს ერთი ქუჩის სხვადასხვა ნომრებს შორის აღრევა, გაუგებრობა ან/და მესამე პირების შეცდომაში შეყვანა. 2. ქუჩის ნუმერაცია უნდა განხორციელდეს არაბული ციფრებით, უწყვეტობის პრინციპის დაცვით. ქუჩის ბოლოს ახალი უძრავი ობიექტების დამატების შემთხვევაში ნუმერაცია გრძელდება უწყვეტად. ქუჩის დასაწყისში ან დასაწყისიდან დასასრულამდე მანძილზე ახალი უძრავი ობიექტების დამატების შემთხვევაში ქუჩის ნუმერაციის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით ახალ ობიექტს ენიჭება უახლოესი უძრავი ობიექტის ნომერი დამატების აღნიშვნით. დამატება აღინიშნება ანბანური წყობის მიხედვით (მაგ: 65-ა, 65-ბ და ა.შ.). 3. ქუჩის ნუმერაცია ხორციელდება ქუჩის კენტი და ლუწი ნომრების (რიცხვების) ურთიერთსაპირისპირო წყობით. ქუჩის ერთ მხარეს ენიჭება კენტი ნომერი, ხოლო მეორე საპირისპირო მხარეს ლუწი ნომერი. 4. ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში ქუჩის მოქმედი ნუმერაცია რჩება უცვლელად.   5. განსაკუთრებულ შემთხვევაში ქუჩის ნუმერაციის უწყვეტობის შენარჩუნებისა და ამ  საკითხში წესრიგის დამყარების მიზნით, სათანადო დასაბუთების საფუძველზე, კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს კონკრეტული ქუჩის სრული ხელახალი ნუმერაცია. მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებანი 1. კომისიის მიერ ქუჩების ნუმერაციის საკითხი განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 2. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.