1. რჩეული:

ა) უძღვება და თავმჯდომარეობს საერთო კრების მუშაობას;

ბ) ადგენს საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის  თანმიმდევრობას  და  განსახილველ საკითხზე  გამოსვლის მსურველთა სიას;

გ) განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას,აკონტროლებს გამომსვლელთა მიერ დროის რეგლამენტის დაცვას;

დ)  ახდენს  დამსწრე  წევრთა  რეგისტრაციას,  ადასტურებს  კვორუმის არსებობას,  სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

ე) უზრუნველყოფს საერთო კრების გადაწყვეტილების მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენას;

ვ) უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მუნიციალიტეტის გამგებლის  მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში.

ზ) შესაბამისი მოწვევის შემთხვევაში, მონაწილეობას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საერთო კრების გადაწყვეტილებების განხილვაში;

თ) საერთო კრების გადაწყვეტილებით ასრულებს საერთო კრების ცალკეულ დავალებებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’-,,ვ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებით სარგებლობს, აგრეთვე ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად  საერთო  კრების  თავმჯდომარეობაზე  უფლებამოსილი პირი.

3. რჩეული ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე. რჩეული, საერთო კრების ყოველი შეკრებისას, საერთო კრების წინაშე წარსდგება ანგარიშით გაწეული საქმიანობის შესახებ