კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ს
ბრძანება № 2/21
2016 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს.
2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა N4).
გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე
დანართი №1
| N | ფოტო | სახელწოდება
| ადგილმდებარეობა | სახეობა | თარიღი |
| 1. |
|
ეკლესია |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფ. მარტოთუბანი
|
არქიტექტურის |
გვიანი შუა საუკუნეები |
| 2. |
|
"ნასაყდრალი" |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ბანოჯა |
არქიტექტურის |
სავარაუდოდ: განვითარებული შუა საუკუნეები |
| 3. |
|
დამასტურის წმ. გიორგი |
დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. მუქოდან 1 კილომეტრში აღმოსავლეთით |
არქიტექტურული / ეთნოგრაფიული |
განვითარებული შუა საუკუნეები |
| 4. |
|
გუმბათიანი ეკლესია "წმ. გიორგი", "ვედრებისა" - "ვედრებელა" |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფ. მანავი, ნასოფლარ თარაქიდან ჩრდილო-დასავლეთით 1,5-2 კმ. |
არქიტექტურის |
XVI ს. |